x
``აღიარება ხელისგულზე`` 10-საინტერესო ციტატა
``აღიარება ხელისგულზე``– ქართველი, თანამედროვე მწერლის და ჟურნალისტის, თათული ღვინიანიძის სადებიუტო რომანი, რომელმაც დიდი აღიარება მოიპოვა.

დღესდღეობით წიგნი დიდი პოპულარობით სარგებლობს და ყველა ადამიანის გულს იპყრობს. ახლა კი წარმოგიდგენთ წიგნიდან 10-საინტერესო ციტატას, რომელთა წაკითხვის შემდეგ, ჯერ, ვისაც წაკითხული არ გაქვთ წიგნი, გარწმუნებთ, მაშინვე მისი შეძენა მოგინდებათ. მაშ ასე, 10-საინტერესო ციტატა წიგნიდან:imageimageimage


1.მე, სიყვარულის მხარეს ვარ მაშინაც კი, თუ სიყვარული ჩემს მხარეს არ არის.

2.უპირობოდ გიყვარდეს, ნიშნავს, ყოველ ჯერზე პატიობდე.


3.ის, რაც ერთხელ იმსხვრევა, ვეღარასდროს გამთელდება და მაშინაც კი, თუ ყველა ნატეხს შეაკოწიწებ და საგულდაგულოდ შეაწებებ, ბზარები დარჩება.თუ გადაღებავ, გულის სიღრმეში მაინც გეცოდინება, რომ ბზარები აღარ ჩანს, მაგრამ არსებობს.

4.მხოლოდ შიშის გამო უკან ნურასოდეს დაიხევ.

5.ოჯახი არის ნუგეში სასოწარკვეთილებისას; მეასე შანსი, როცა ოთხმოცდაცხრამეტჯერ უკვე ჩაფლავდი; ხელი, რომელიც მოგაბრუნებს შენი ნათელი მხარისკენ, სანამ ბნელს აკვირდები...

6.შეცდომების ჩადენა მარტივია, ხანდახან სასიამოვნოც კი, აი, საკუთარი თავის პატიება ძალიან რთული რამეა.

7.სადღაც, არსების სიღრმეში ნაადრევად წამოტკივებული მონატრება და საყვარელი ადამიანების სიახლოვის სურვილი მაინც იკბინება.

8.შეიძლება შეიძულო ის, ვისი სიყვარულისთვისაც გაჩნდი, მაგრამ სიძულვილი პატიებაზე უფრო რთულია, ყოველდღე ფერებს გპარავს და ბოლოს შავ-თეთრ სამყაროში რჩები.

9.ადრე თუ გვიან, დარდი პაწაწინა ხვრელს იპოვის ხოლმე და ვულკანივით ამოიფრქვევა. დაცარიელებული სხეული კი ფურცელივით იკუჭება ან ძველი ტანსაცნელივით იჩვარება.

10.საყვარელ ადამიანებს მარტო იმიტომ ვკრავთ ხელს, რომ განსხვავებულები არიან.

0
185
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
185
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0