x
კოგნიტური თერაპია
image
კოგნიტური თერაპია ფსიქოთერაპიული მკურნალობის ფორმაა, რომელიც ცდილობს კლიენტის პრობლემური ქცევებისა და განცდების შეცვლას მნიშვნელოვანი ცხოვრებისული მოვლენებისადმი კლიენტის დამოკიდებულების ცვლილებით.

კოგნიტური თერაპიის ფუძემდებელია არონ ბერკი, რომლის თანახმადაც ადამიანებს აქვთ სქემები-მდგრადი კოგნიტური მოდელები, რომლებიც გავლენას ახდენს მიღებილი ინფორმაციის დანაწევრებასა და სინთეზზე. სქემები შეიძლება იყოს ადაპტური და არაადაპტური, ზოგადი ან სპეციფიკური. სქემები გავლენას ახდენენ იმაზე, თუ როგორ გადაამუშავებენ ადამიანები საკუთარ თავთან დაკავშირებუ ინფორმაციას. ფსიქიკური დარღვევის მქონე ადამიანების დისფუნქციურ სქემები და მოსაზრებები უარყოფით გავლენას ახდენენ ახალი ინფორმაციის დამუშავებაზე. ბერკი ასევე გამოყოფა ავტომატურ აზრებს, რომელიც რთულად მისაწვდომია, მაგრამ არც ისე ღრმად არიან, როგორც სქემები. ასეთი აზრები მიედინებიან ძალიან ჩქარა და ცნობიერების ზღვარზე არიან, ასევე ყოველთვის ბრუნდებიან და მეორდებიან იმის მიუხედავად, რომ ადამიანები ცდილობენ მათ განდევნას. ავტომატური აზრების ანალიზისას შესაძლებელია კოგნიტური შეცდომების აღმოჩენა, რომლებიც კოგნიტურ სქემებში ჩანერგილი დისფუნქციური მოსაზრებების შედეგია. ინფორმაციის გადამუშავებისას ასეთი შეცდომები ხელს უშლიან ლოგიკურ აზროვნებას. კოგნიტურ შეცდომებს მიეკუთნებიან: თვითნებური დასკვნა - გარკვეული დასკვნების გამოტანა მტკიცებულებების გარეშე; ზედმეტი განზოგადება - ერთი ან რამოდენიმე შემთხვევის საფუძველზე საერთო წესის დადგენა; გადამეტება და შემცირება - არასწორი შეფასება, კონკრეტული მოვლენისთვის ზედმეტი ან ნაკლები მნიშვნელობის მინიჭება; პერსონალიზაცია - მოვლენების საკუთარ თავთან დაკავშირების ტენდენცია; დიქოტომური აზროვნება- შავ-თეთრი აზროვნება, ხასიათდება მაქსიმალიზაციით.

ბერკი კოგნიტურ კონსულტაციაში ფსიქიკური დარღვევის პოტენციურ შეძენას განიხილავდა როგორც მრავალი ურთიერთდამაკავშირებელი ფაქტორების ზეგავლენის შედეგია, ესენია: ევულუციური, ბილოგიური ასევე განვითარებასა და გარემოსთან დაკავშირებული ფაქტორები.

imageბერკი დეპრესიას განიხილავდა, არა როგორც უბრალო მდგომარეობას, რომელიც გარკვეული გუნება-განწყობილებით ხასიათდება, არამედ როგორც კოგნიტურ მდგომარეობას. მისი მოსაზრების თანახმად დეპრესია თან ახლავს სამი ძირითადი პატერნის აქტივაცია, რასაც კოგნიტურ ტრიადას უწოდებდა. პირველი კომპონენტი უკავშირდება კლიენტის უარყოფით წარმოდგენას საკუთარი თავის მიმართ; მეორე კომპონენტი ეხება კლიენტის უარყოფით წამოდგენას წარსულსა და მომავალზე; ხოლო მესამე კომპონენტი უკავშირდება მომავალზე უარყოფით წარომდგენას.


ასევე აღსანიშნავია ის, რომ ბერკმა გამოყო არასწორი მოსაზრებების სამი ჯგუფი, რომელთა მიგნება კონსულტანტისთვის უფრო რთულია, ვიდრე ავტომატური აზრების მიგნება. პირველ ჯგუფს მიეკუთნება მიღებასთან დაკავშირებული მოსაზრებები - მე ნაკლი მაქვს, ამიტომ მიუღებელი ვარ; მეორე ჯგუფი უკავშირდება კომპეტენტურობასთან დაკავშირებულ მოსაზრებებს - მე არ ვარ სრულყოფილი; მესამე ჯგუფში კი შედის კონტროლთან დაკავშირებული მოსაზრებები – მე არ შემიძლია კონტროლი.

ბერკის თანახმად, კოგნიტური კონსულტაცია არ წარმოადგენს არაპირდაპირ მიდგომას. კონსულტანტები კლიენტს ინდივიდებად აღიქვავენ. ისინი ცდილობენ შექმნან თბილი გარემო, ასევე კლიენტებს იღებენ უპირობოდ, განსჯის გარეშე. კლიენტისადმი გასაგენ ენაზე სუბრით ცდილობენ კონსულტირებაზე, როგორც საიდუმლოებით მოცულ პროცესზე წარმოდგენა გააქარწყლონ. კონსულტანტები პატივისცემით ეპყრობიან კლიენტს და უხსნიან, როგორც მთლიან მიდგომას, ასევე ყოველი შეთავაზებული მეთოდის არსს. კლიენტთან ერთად განიხილავენ და ადგენენ შეხვედრის გეგმას და სახავენ მიზნებს. კონსულტანტები კლიენტებთან ხშირად იყენებენ სოკრატესეულ ჩაკითხვის ფორმას, რითიც ბიძგს აძლევენ კლიენტს, რომ თავად მივიდეს პრობლემის აღმოჩენამდე და ეჭქვეშ დააღენოს საკუთარი რწმენები და მტკიცებულებები. რასაც შემდეგ არსებული დასკვნების ინფორმაციის გადამუშავებამდე მივყავართ. თერაპევტები ასევე ასწავლიან კლიენტებს, რომ ისწავლონ საკუთარი რწმენების მუდმივი გადამოწმება და ისწავლონ ემოციებისა და აზრების ერთმანეთთან დაკავშირება.

მთლიანობაში, კოგნიტური თერაპია ერთ-ერთი ყველაზე ეფქტური მეთოდია სხვადასხვა მწვავე პრობლემების სამკურნალოდ, როგორიცაა დეპრესია, შფოთვითი და სომატური აშლილობები, ასევე პანუკური და კვებითი აშლილობება. image

0
61
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ჟამურაშვილი
ნინო ჟამურაშვილი
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0