x
კვებითი აშლილობები
image
კვებითი აშლილობები სერიოზული მდგომარეობაა და უკავშირდება კვების მუდმივ ქცევებს, რაც ნეგატიურად აისახება, როგორც ადამიანის ჯანმრთელობაზე ასევე მის ემოციებსა და ცხოვრების მნიშვნელოვან საქმიანობაზე. თანამედროვეობის სერიოზული პრობლემაა ისეთი კვებითი აშლილობები, როგორიცაა ნერვული ანორექსია და ბულემია. აღსანიშნავია, რომ იგი ძირითადად გოგოებში გხვდება.

ნერვული ბულემიის ძირითადი მახასიათებელი დიდი რაოდენობის საკვების მიღებაა, რაც ძირითადად ცხიმიანი საკვებია ხომლმე და ამავე დროს აღსანიშნავია, რომ საკვების მიღების პროცესი უკონტროლოდ განიცდება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის ის, რომ ადამიანი უკონტროლო კვებისა და წონაში შესაძლო მატების კომპენსაციას განწმენდის ტექნიკებით ცდილობს, რასაც მთელი რიგი სამედიცინო პრობლემები მოაქვს. ერთ-ერთია სანერწყვე ჯირკვლის გადიდება, რომელსაც მრავალჯერადი ღებინება იწვევს. გამუდმებულმა პირღებინებამ ასევე შეიძლება კბილის მინანქარიც დააზიანოს. უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა არის ის, რომ შესაძლოა ორგანიზმში დაირღვეს სითხეების ქიმიური ბალანსი, რასაც უყუადღებოდ დატოვების შემთხვევაში მოჰყვება ისეთი სერიოზული პრობლემები, როგორიცაა გულის არითმია, კრუნჩხვები და თირკმლის მუშაობის შეფერხება.

imageნერვული ანორექსია კი ხასიათდება საკვების შეზღუდვით. ისინი იმდენად წარმატებით იკლებენ, რომ საკუთარ ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს უქმნიან. ანორექსისი მქონე პირებს ძალიან ეშინიათ გასუქების და მუდმივად სიგამხდრისაკენ მიილტვიან. ეს აშლილობა ყველაზა ხშირად ისეთ მოზარდებს ემართებათ, ვისაც ჭარბი წონა აქვთ ან ჰქონიათ, რომ აქვთ. ასეთ შემთხვევაში იწყებენ დიეტას და სიგამხდრის სურვილი აკვიატებად ექცევათ. ანორექსიის მქონე ინდივიდებს არასდროს აკმაყოფილებს დაკლებლი წონდა და მეორე დღეს იგივეს, რომ იწონიდეს ეს მათთვის პანიკის, შფოთვისა და დეპრესიის მიზეზისა. კიდევ ერთი მახასიათებელი ანორექციის შემთხვევაში სხეულის ხატის შესამჩნევი დამახინჯებაა. სარკეში ყურებისას ისინი გამხდარ ადამიანს კი არ ხედავენ, რომელიც ნახევრად შიმშილით იკლავენ თავს, არამედ თვლიან, რომ კიდევ რამდენიმე კილო აქვთ დასაკლები. ანორექსის სამედიცინო სიმპტომებია: მშრალი კანი, მტვრევად ფრჩხილები და თმები. შესაძლოა აღენიშნებოდეთ გულ-სისხლძარღვთა პრობლემები, როგორიცაა დაბალი სისხლის წნევა და გულის ცემა.

კვებითი აშლილობების მიზეზები შესაძლებელია ვეძებოთ, როგორც ბიოლოგიურ ასევე ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებში. თუმცა ყველაზე დრამატულ როლს სოციალური და კულტურული ფაქტორები ასრულებენ. ჟურნალებსა და ტელევიზიებში მუდამ „კარი აღნაგობის განდიდებაზე“ საუბრობენ. მეცნიერებმა სხვადასხვა კვლევებით დაასკვნეს, რომ მუდამ იდეალური სხეულის ჩვენება მჭიდროდ უკავშირდება ქალებში საკუთარი სხეულის ხატზე წუხილს. მოზარდებში ხშირად კულტურული სტანდარტები თანატოლთა ზეწოლის ფორმით აღიქმება და გაცილებით გავლენიანია ვიდრე საღი აზრი და მჯელობა. აღსანიშნავია ისიც, რომ როგორი ურთიერთობაც არ უნდა ჰქონდეთ მოზარდებს ოჯახის წევრებთან კვებითი აშლილობების დაწყების თანავე ოჯახური ურთიერთობები სწრაფად ფუჭდება. მშობლები ასეთ შემთხვევებში ფრუსტრაციას, იმედ გაცრუებას განიცდიან და ხშირად ფიზიკურ ძალადბასაც კი მიმართავენ იმ იმედით, რომ ერთ ლუკმას მაინც ჩაადებინებენ შვილებს პირში. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ფსიქოლოგიური ფაქტორები. კვებითი აშლილობი მქონე ინდივიდებს პიროვნული კონტროლის შემცირებული განცდა და საკუთარ უნარებსა და შესაძლებლობებში დაურწმუნებლობა ახასიათებს, რაც ვლინდება მათ გამაოგნებლად დავალ თვითშეფასებაში.


კვებითი აშლილობები საჭიროებენ ხარგრძლივ და ინტენსიურ ფსიქოლოგიურ მკურნალობას, რასაც ასევე ხშირად თან ახლავს მედიკამენტური მკურნალობაც. მაგალითად ორივა აშლილობისთვის ხშირად გამოიყენებენ ანტიდეპრესანტებს, რადგან კვებით აშლილობებს უმეტეს შემთხვევებში თან ახლავს დეპრესიაც. აქვე ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ ნერვული ანორექსია ბულემიასთან შედარებით უფრო იშვიათად გხვდება, თუმცა მისი მკურნალობა უფრო ხანგრძლივი და რთულია და ამავე დროს ხშირად აღენიშნებათ რეციდივი ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაშიც.

imageimage


0
133
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ჟამურაშვილი
ნინო ჟამურაშვილი
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0