x
ოპტიმიზმის გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებაზე

image
ოპტიმისტები არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერში კარგას, ნათელ მხარეს ხედავენ და უკეთესი მომავლის რწმენა აქვთ, ელიან, რომ მათ გარშემმო კარგი მოვლენები მოხდება, ხოლო პესიმისტი ადამიანები კი პირიქით ყველაფერში უარყოფითს ხედავენ და ელიან, რომ ცუდი მოვლენები მოხდება მათ ირგვლივ. ეს განსხვავება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ცხოვრების ბევრ ასპექტში.

მოლოდინი-ღირებულების თეორიის მიხედვით ადაიანს აქვს მიზნები და ცდილობს მოარგოს თავისი ქმედებები სასურვერველს. ხოლო მოლოდინი მიზმის მიღწევასთან დაკავშირებული თავდაჯერებულობისა თუ ეჯვის განცდაა, რომელიც განსაზღვრავს როგორ იმოქმედებს პიროვნება, თუ კი მას აკლია თავდაჯერებულობის განცდა დიდია ალბათობა იმისა, რომ არ განახორციელებს შესაბამის ქცევა, თავდაჯერებულობის მქონე ადამიანი კი პირიქით მთელ ძალისხმევას ჩადებს ქცევის განხორციელებისთვის. სწორედ ამის მიხედვით შეგვიძლია განვასხვაოთ ოპტიმისტი და პესიმისტი ადამიანი ერთმანეთისგან. როცა პესიმისტი აწყდება გამოწვევას დაეჭვებულია და მოქმედების შესრულებისას ყოყმანობს, ხოლო ოპტიმისტი კი პირიქით, დაჭინებულად, ჯიუტად ეცდება ქცევის განხორციელებას და შესაბამისად მეტი შანსიც აქვს წარმატებული ქცევა განახორციელოს.

როცა ადამიანი უპირისპირდება გამოწვევასა და სირთულეს, ის განიცდის მრავალფეროვან ემოციას, როგორიცაა აღშფოთება, რისხვა, შფოთი და დეპრესია. ამ გრძნობებს შორის ბალანსით მნიშვნელობნად განსხვავდებიან ოპტიმისტი და პესიმისტი ადამიანები. ოპტიმისტ ადამიანებს დადებითი შედეგები აქვთ მაშინაც კი როცა პრობლემა რთულია. შესაბამისად, საკუთარი თავის რწმენა დადებით ემოციებს აღძრავს. რაც შეეხება პესმისტებს მათ ახასიათებთ ეჭვის გრძნობა, რაც იწვევს ისეთ უარყოფით ემოციებს, როგორიცაა შფოთვა, დანაშაულის გრცნობა, მწუხაება ან სასუწარკვეთა.

მკვლევარებმა შეისწავლეს ბევრი სხვადასხვა უარყოფითი გამაოცდილებები და დაადგინეს, რომ პესიმისტებში ეს ნეგატიური გამოცდილებები კიდევ უფრო მეტ შფოთვას იწვევს, ვიდრე ოპტიმისტ ადამიანებში.

image მეიოს კლინიკა 30 წლის განმავლობაში ატარებდა კვლევას, შეისწავლა 800-ზე მეტ პაციენტი და დაასკვნა, რომ ოპტმისტ ადამიანებს გამოჯანმრთელობის თვალსაზრისით, პესიმისტებთან შედარებით ბევრად უკეთესი შედეგები ჰქონდათ.

ოპტიმიზმს ასევე შეისწავლიან სხვადასხვა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ კრიზისებთან მიმართებაში. მაგალითად შესაწავლილია მკერდის კიბოს მქონე პაციენტების მკურნალობა ადრეულ ეტაპზე. ამ კვლევაში პაციენტები გამოკითხულ იქნა დიაგნოზის დასმის მომენტში, ოპერაციის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, ოპერაციიდან 7-10 დღისა და 3, 6 და 12 თვის შემდეგ. შედეგებით ნათელი გახდა, რომ ოპტიმიზმი მნიშვნელვან პრედიქტორია გამოჯანმრთელების, კერძოდ, ოპერაციის შემდეგ საწოლიდან მალე ადგომის. რაც შეეხება პესიმიზმს, ამ შემთხვევაში ბევრჯერ ფიქსირდება ოპერაციის შემდგომი გართულებები.

განხილული მაგალითები ცხადყოფს, რომ ოპტიმისტები პესიმისტებთან შედარებით ნაკლებად განიცდიან სტრესს ცხოვრებაში სხვადასხვა სირთულის დროს. საინტერესოა ეს გამოწვეულია მხოლოდ იმით, რომ ოპტიმისტები განსაკუთრებით მხიარულები არიან, თუ ისინი რამიე განსაკუთრებულს აკეთებენ. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად კვლავ უნდა მიბრუნდეთ მოლოდინი-ღირებულების თეორიას, რომლის მიხედვითაც ადამიანი, რომელიც დარწმუნებულია, რომ შეუძლია მომავლის კონტროლი დებს მთელ ძალისხმევას და დაჟინებულად განაგრძობს ქცევის განხორციელებას. ხოლო ისინი, ვინც არიან დაეჭვებულები ცდილობენ გაექცნენ სიტუაციას და შეწყვიტონ ქცევა. შესაბამისად კვლევებიც აჩვენებს, რომ ოპტიმისტები და პესმისტები დაძლევის სხვადასხვა ხერხებს იყენებენ.

უინტრირამ და კარვერიმ სთხოვეს სტუდენტებს გაეხსენებინათ ყველაზე სტრესური მოვლენა, რაც გადახდენიათ ბოლო თვის განმავლობაში და ის მეთოდები რისი გამოყენებითაც დაძლიეს სტრესული მოვლენა. შედეგების მიხედვით დაასკვნეს, რომ ოპტიმიზმის დაკავშირებულია პრობლემაზე ორიენტირებულ დაძევაზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა სიტუაცია კონტროლირებადი იყო. ისინი ასევე იყენებდნენ მრავალფეროვანი ემოციებით ორიენტირებული დაძლევის ტექნიკას, მათ შორის მუშაობდნენ იმაზე, რომ მიეღოთ რთული სიტუაციის რეალობა და ეპობათ საუკეთესო გამოსავალი სიტუაციის გამოსასწორებლად. ისინი ეძებდნენ პრობლემის სხვადასხვა გადაჭრის გზებს და ასევე საინტერესოა ის, რომ დაძაბული სიტუაციების განმუხტვას ცდილობდნენ იუმორის მეშვეობით.

ჩვენს მიერ განხილული მაგალითებიდა ჩანს, რომ ოპტიმისტები ნაკლებად დაჩაგრული არიან, რადგან ისინი ეძებენ სხვადასხვა გადაჭრის გზებს პრობლემასთან გასამკლავებლად და მომავლისთვის კვლავ სინათლის შესამატებლად. თუმაცა აქვე ჩნდება კითხვა ყოველთვის უკეთესია თუ არა ადამიანი იყოს ოპტიმისტი. მკვლევრების გარკვეულ ნაწილს აქვს მოსაზრება, რომ ზოგიერთ სიტუაციაში შესაძლებელია პირიქით ოპტიმისტები მეტად დაზიანდნენ. მაგალითისთვის, რომ განვიხილოთ ძალიან ოპტიმისტი ადამიანი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ყველაფერი კარგად იქნება შეაძლოა არ გაითვალისწინონ რეალური სიტუაციები, გამოიჩინონ დაუდევრობა, იგნორი გაუკეთონ სახიფათო სიტუაცია, რის გამოც დროულად ვერ მოახერხებენ დაძლევის სტრატეგიების შემუშავებს და შესაფამისად იზრდევბა ალბათობა იმის, რომ მათ ოპტიმიზმის დააზიანებთ.

image



0
25
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ჟამურაშვილი
ნინო ჟამურაშვილი
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0