x
პიროვნული აშლილობები
image
პიროვნული აშლილობა ესაა შინაგანი გამოცდილებისა და გარესამყაროსკენ მიმართული მოქმედებების პათოლოგიურად ხისტი პატერნი, რომელიც საზოგადოების მოლოდინების შეუსაბამოა და იქვევს ადამიანის ფუნქციონირების დარღვევას.

იდენტიფიცირებულია 10 ტიპის პიროვნული აშლილობა, რომლებიც გაერთიანებულია 3 ჯგუფად. პირველ ჯგუფში- A კლასტერში- შემავალ პიროვნულ აშლილობებს ახასიათებს „უცნაური“ აზროვნებისა და ექსცენტრიული ქცევის სხვადასხვა ფორმები და ეს ჯგუფი აერთიანებს სამ აშლილობას, ესენია: პიროვნული პარანოიდური აშლილობა, პიროვნული შიზოიდური აშლილობა, პიროვნების შიზოტოპური აშლილობა. პიროვნების პარანოიდური აშლილობის მქონე ადამიანები არიან პათოლოგიურად ეჭვიანები, უნდობლები სხვა ადამიანების მიმართ. ჰქონიათ, რომ სხვებს მათთვის ზიანის მიყენება სურთ, რის გამოც გაურბიან ურთიერთობებს. ამჩნევენ და განიხილავენ სხვის ნაკლს, მაგრამ ვერასდროს ამჩნევენ საკუთარ შეცდომებს. აღსანიშნავია ის, რომ დაავადებულთა მურავლესობა მამაკაცია. ფსიქოდინამიკოსებმა პირველებმა სცადეს ამ შლილობების მიზეზების დადგენა. მათი ვარაუდით მიზეზები ადრეულ ურთიერთობებში უნდა ვეძებოთ- მომთხოვნი მშობლები განსაკუთრებით კი მკაცრი, გარიყული მამა და ზედმეტად მზრუნველი, მაგრამ კრიტიკული დედა არის წინაპირობა პიროვნების პარანოიდული აშლილობის ჩამოყალიბების. მკვლევრები ასევე საუბრობენ გენეტიკურ მიზეზებზე, რაც ტყუპების კვლევით დასტურდება. მონაცემების მიხედვით ასეთი შემთხვევები უფრო ხშირია ტყუპებში. პათოლოგიური ეჭვიანობის გამო ასეთი ადამიანები ნაკლებათ ანდობენ საკუთარ ჯანმრთელობას ექიმებს და ხშირად ისინი არ აღიარებენ საკუთარ პრობლემებს. პიროვნების შიზოიდური აშლილობის მქონე ადმიანების ემოციური ექსპრესია შეზღუდულია, სურვილი აქვთ, რომ ემოციურ ურთიერთობებს აარიდონ თავი. არ აქვთ ახლო ურთიერთობები მათივე სურვილით. ირჩევენ სამსახურს, სადაც მაქსიმალურად შეზღუდულია ადამინაებთან ურთიერთობა, კონტაქტი. ისინი საქმეზე არიან ორიენტირებულნი და ინდიფერენტულები არიან შექებისა და კრიზიკის მიმართ. სხვა ადამიანები მათ „განდეგილებად“ მიიჩნევენ. სტატისტიკურად, დაავადებულთა რიცხვი მპოსახლეობის 1%-ზე ნაკლებია და მათქნ უფრო მეტია მამაკაცი, ვიდრე ქალი. ფსიქოდინამიკური მიმდევრების წარმომადგენლბი მიზეზებს ისევ ბავშობის ურთიერთობებში ხედავენ და ვარაუდობენ, რომ წიანპირობა შეიძლება იყოს მშობლების მხრიდან სიყვარულის ნაკლებობა და სასტიკი მოპყრობა. კოგნიტივისტების აზრით, შიზოიდური აშლილობით დაავადებული ადამიანებს აზროვნების პრობლემები აქვთ. მათი აზრები გაფანტული და უნაყოფოა. შიროვნების შიზოტიპური აშლილობის მქონე ადამიანები აწყდებიან დისკოფორტის გრძლონობას ახლო ურთიერთობების დამყარებისას. ახასიეთებთ აზროვნების და აღქმის უცნაური ფორმები, მოქმედების ექსცენტრიული სტილი. ადმიანთა გარემოცვაში ძლიერი შფოთვის გამო ცდილობენ განცალკევებას. შესაძლოა აღენიშნებოდეთ სომატოსენსორული ილუზიები და დერეალიზაცია-დეპერსინალიზაციის შემთხვევები. მათთვის დამახასიათებელია უცნაური, აკვიატებული ქცევები და არაადეკვატური ემოციები, იუმორის ნაკლებობა. ყურადღების კონცენტრაციის სირთულის გამო მათი მეტყველება გაბანტული და ბუნდოვანია. შიზოტიპური აშლილობა დაახლოვებით 3 %-ს აქვს და უფრო ხშირათ მამაკაცებს აღენიშნებათ. აშლილობის მიზეზებად დამაზიანებელ ოჯახურ ურთიერთობები და მშობლების ფსიქიკური დარღვევები მიიჩნევა.

მეორე-B კლასტრერში „დრამატული“ პიროვნული აშლილობა შედის და მათთვის საეთოა ზედმეტად დრამატიზაციის, ემოციურობის და ლაბილობის სიმპტომები. იგი აერთიანებს 4 აშლილობას, ესენია: ანტისოციალური პიროვნული აშლილობა, მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა, თეატრალური პიროვნული აშლილობა, ნარცისული პიროვნული აშლილობა. ანტისოციალური პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანები უგულვებელყოფენ სხვათა უფლებებს და არღვევენ მათ. ბავშობაში ისინი აცდენენ გაკვეთილებს, გარბიან სახლიდან, სასტიკად ეპყრობიან ცხოველებს და ადამინებს.ხშირად აზიანებენ სხვათ ქონებას, არიან პათოლოგიური მატყუარები. უჟირთ სამუშაოსთან შგუება, ხშირად არ მიდიან სამუშაოზე ან საერთოდ თავს არიდებენ მას. ფლანგავენ ფულს და ავიწყდებათ ვალის დაბრუნება. არ ფიქრობენ ქცევის შედეგებზე, იმპულსურად იქცევიან და საფრთხეს უქმნიან, როგორც სხვებს ისევე საკუთარ თავს, ადვილად ღიზიანდებია და ახასიეთებთ აგრესიული ქცევა. მოსახლეობის 3.5%ს აღენიშნება და მათ შორის მამაკაცთა რაოდენობა 3-ჯერ აღემათება ქალების რაოდენობას.

image


მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანებს აქვთ არამდგრადი პიროვნული ურთიერთობები. საკუთარ თავზე შხედულებებს ადვილად იცვლიან. ახასიეთებთ ემოციური ლაბილობა, იმპულსურობა. აწუხებთ მიტოვების შიში. მიდრეკილნი არიან ინტენსიური, დაძაბული და არასტაბილური ურთიერთობებისკენ. ხშირია იდენტობის დარღვევები და სუიიდური მცდელობები, სიცარიელის განცდა, რისხვა და პარანოისულობა. ითვლება, რომ მოსახლეობის 2 %-ს აქვს და აქედან 75% ქალია. თეატრალური პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანებს ახასიეთებთ გადამეტებული ემოცია, ცდილობს ყურადღების მიპყრობას. აქვთ პროვოკატული ქცევები და გადამეტებული თავაზიანობა, ზედაპირული გრძნობები და სწრაფი ცვალებადობა. ყურადღების მიქცევის მიზნით სარგებლობენ საკუთარი გარეგნობითაც კი. აღნიშნებათ მეტყველების იმპრესიონისტული სტილი, დეტალებისადმი ყურადღების ნაკლებობა, თვითდეამატულობა, თეატრალურობა და ემოციურობა. მოსახლეობის 2-3 % აქვს თეატრალური პიროვნული აშლილობა და ამათგან უმეტესობა ქალია. ნარცისული პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანებს საკუთარ თავზე გაზვიადებული წარმოდგენა აქვთ. მოსწონთ სხვების აღფრთოვანების გამოწვევა. გრანდიოზული წარმოდგენა წარამტებაზე, ძალაუფლებაზე, დიდებულებაზე, სილამაზეზე, სილამაზესა და იდეალურ სიყვარულზე. საკუთარი „განსაკუთრებულობაზე“ დიდი რქმენა და გამორჩეული უფლებების განცდა აქვთ. სხვების შურს და სწამთ, რომ სხვებსაც შურთ მისი. პატივმოყვარული და ამპარტავნული კცევები ახასიათებთ. დააახლოებით მოსახლეობის 1% აღენიშნებათ და უმეტესობა მამაკაცია.

მესამე - С კლასტერში ერთიანდება აშლილობები, რომლებიც ხასიათდება შფოთვითი და დეპრესიული დარღვევების სიმპტომებით და შედის 3 პიროვნული აშლილობა, ესენია: განრიდებადი პიროვნული აშლილობა, დამოკიდებული პიროვნული აშლილობა და ოფსესიურ-კომპულსიური პიროვნული აშლილობა. განრიდებადი პიროვნული აშლილობის მქონე ინდივიდები მუდმივ დისკომფორტსა და შებოჭილობას გრძნობენ სოციალური ურთიერთბებისას. აწუხებთ საკუთარი არასრულფასოვნების განცა და კრიტკის, განსჯისა და უარყოფის შიშით თავს არიდებენ ურთიერთობებს. უარყოფენ ურთიერთობების წამოწყების სურვილს. დაბალი თვითშებასების გამო აწუხებთ შერცხვენის შიში. არაედეკვატირობის განცდის გამო შებოჭილია. საკუთარ თავს აღიქვამს, როგორც მეორე ხარისხოვან პიროვნებას. ახალი საქმიამობების წამოწყებისას უკან იხევს, რადგან რისკს ვერ წევს. სტატისტიკურად მოსახლეობის 0, 5-1 % აღენიშნება და მათ შორის გენდერული სხვაობები არ ფიქსირდება. აშლილობის მიზეზებად სახელდება გარემოს მიერ პროვოცირებული შიშები, არარეალური წარმოდგენები და ბიოქიმიური ანომალიები. დამოკიდებული პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანებს ახასიათებს მიჯაჭვულობის და მორჩილების გრძნობა, განშორების შიში და აქვს ზრუნვის გადამეტებული მოთხოვნილება. უჭირს ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღება და ამიტომ საჭიროებს ადამიანს, რომელიც საკუთარ თავზე აიღებს პასუხისმგებლობას. აშლილობის მქონე ინდივიდებს სირთულეები ექმნებათ ინიციატივის გამოჩენისას. თანახმაა საკუთარ თავსაც კი დაუშოს რაიმე ოღონდ მიიღოს მხარდაჭერა. თანადგომისა მიზნით ეძებს ახალ ურთიერთობებსაც და ვერ გამოხატავს უთანხმოებას მხარდაჭერი დაკარგვის გამო. მოსახლეობის დაახლოებით 2% აღენიშნება ამგვარი აშლილობა და სქესობრივი განსხვავება არ ფიქსირდება. ობსესიურ-კომპულსური პიროვნული აშლილობის მქონე ინდივიდები გადამეტებულად წუხან წესრიგზე, არიან პერფექციონისტები და ზედმეტად აკონტროლებენ საკუთარ თავასაც და გარშმომყოფებსაც. დიდ ყურადღებას აქცევს დეტალებს, რის გამოც აზიანებს მოქმედების არსს. ზედმეტ ყურადღებას უთმობს სამუშაოს დასვენებისას მეგობრების უგულვებელყობის ხარჯზე. არიან ზედმეტად სამართლიანები, სკურპულოზიური და მათი მორალი მოუქნელია. არ შეუძლიათ ძველი და უსარგებლო ნივთების გადაყრა და უარს ამბობენ სხვებისთვსი საქმის გადაცემაზე. ითხოვე ხელომოჭირნეობას გარშემომყოფებისა და საკუთარი თავისგან. კლინიკურად დადასრურებულია მხოლოდ 0, 5-1 %–ში.

აღსანიშნავია, რომ პიროვნული აშლილობების მქონე ადამიანები იტანჯებიან სხვა კომორბიდული დარღვევებისგან.

0
227
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ჟამურაშვილი
ნინო ჟამურაშვილი
227
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0