x
ვინ ხარ შენ?
ხშირად, ადამიანს ანგელოზს ადარებენ და მეტიც ``ანგელოზსაც``კი უწოდებენ და მაინც რა საინტერესოა რატომ?! ნუთუ ასეთი მარტივია იყო ან გერქვას ანგელოზი? და შენ ანგელოზი ხარ? საკუთარი თავი, რად მიგაჩნია უფროსწორად შენს თავს რას უწოდებ, როგორი ხარ? ჩვენ, ისიც გვჩვევია, რომ საკუთარ თავს რაიმე სახელი ვუწოდოთ ან თუნდაც ფრაზა.ხშირად ვამბობთ ხოლმე ``-აი, რა დაუდევარი ვარ, რა შრომისმოყვარე ვარ, რა ყოჩაღი, მოწესრიგებული, განვითარებული ვარ ან რა მოუხერხებელი ვარ`` და ა.შ. ხშირი ყოველდღიური რუტინული ფრაზები.

ალბათ იტყვით, რანაირი შედარებაა რა შუაშია ეს არაფრის მქონე ფრაზები და ანგელოზიო.ანგელოზში მხოლოდ მფრინავი სიკეთე კი არ იგულისხმება არამედ ის, რომ ჩვენი თავები დიდებული ადამიანები გვგონია..ხშირად ვამბობთ ხოლმე ზემოთ ხსენებულ ფრაზებს და საკუთარი თავები ანგელოზად გამოგყვავს ე.ი გვგონია, რომ სუფთა გულისანი ვართ, უშეცდომოები, ტალახს არ ვესვრით სხვას, არავის განვიკითხავთ, არ ვართ ამპარტავნები, სხვისი არ გვშურს და არ ვართ მოქიშპეები...და ეს ყველაფერი ერთ მხრივ რა სასაცილოა, სამწუხაროა, რომ ირგვლივ ასეთი ადამიანი ბევრია ვინც ყველაზე და ყველაფერზე მეტი იცის მაგრამ მზის შუქზე მისი ცოდნას ჩრდილი ედება და უკან რჩება და წრფელი ცოდნას სინათლე ენიჭება.ამისდამიუხედავად როგორ შეიძლება უცოდველნი გვერქვას? სამყაროში არ არსებობს ადამიანი ვისაც შეცდომა არ დაუშვია ან ცოდვა არ ჩაუდენია...

``ფრთა შესხმული ანგელოზი`` ცოცხალი არსება ვერ/არ იქნება, შესაძლოა ახლაა კეთილი, მაგრამ რა იცი წარსული როგორი იყო ან მომავალში როგორი იქნება? ამით იცით რას ვგულისხმობ, რომ ადამიანის ბუნება ცვალებადია და ვერაფერს გაუგებ.თვითონ ადამიანს ისეთი ბუნება აქვს, რომ რამდენიც არ უნდა ეცადოს სუფთა ცხოვრებით იცხოვროს მაინც არ გამოვა, imageimage

პატარა ლაქა მაინც იქნება სადღაც ეს კი ბუნების დამსახურებაა...

და ბოლოს ერთს ვიტყვი, რომ ანგელოზი მაშინ ხარ როცა იბადები და როცა კვდები, ცხოვრების მანძილზე კი კეთილი ადამიანი ხარ და არა ანგელოზი...


ანგელოზი ჩემთვის მხოლოდ ღმერთია, რომელიც სასწაულებს ახდენს

და მაინც ფრთა შესხმული ანგელოზი ღმერთია.

0
104
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0