x
პროფესიული სტრესი

image
სტესის ცნება ხშირად გამოიყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ მისი ზუსტი განსაზღვრება ჯერ-ჯერობით არ არსებობს. სხვადასხვა განმარტებების შეჯამებით შეიძლება ითქვას, რომ სტრესი ნიშნავს ადამიანის ფსიქოფიზიკურ დაძაბულობას. სხადასხვა მიდგომებს თუ განვიხილავთ, პირველი მოსაზრების თანახმად, სტრესი განისაზღვრება, როგორც გარემოზე რეაქცის, შედეგი. მეორე მიდგომის თანახმად სტრესი განიხილაბა, როგორც დამოუკიდებელი ცვლადი ანუ გარემოს გარკვეული ოფიექტრი თვისება. მესამე მიდგომის თანახმად სტრესიის პროფლემის განხილვის დროს ამოსავალი წერტილია ადამაინისა და გარმეომოს ურთიერთქმედება. დღესდღეობით საყოველთაოდ აღიარებულია, რომ სტრესი განუყოფელი ნაწილია, თუმცა ჭარბი შრომითი სტრესი ჯანმრთელობის გაუარესებასთანაა დაკავშირებული.

შრომით სტრესს პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ფაქტორები იწვევენ. მათ შორისაა სამუშაოს მაღალი მოთხოვნები, სამუშაოს დღის ხანგრძლივობა, არასწორი კვება, დასვენებისთვის არასაკმარისი დრო, გაზრდილი პასუხიმგებლობა, კვალიფიკაციასთან შესატყვისობა და ერთფეროვანი სამუშაო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე სტრესული მომუშავებისთვის არის ის, რომ სამუშაოს შესასრულებლად აქვთ მცირე დრო ანუ შეზყუდულ დროით ფარგლებში სამუშაო უშეცდომიდ უნდა შეასრულონ და შესაძლებელია ისე ვერ გამოუვიდეს, როგორც სურს და შეძლებდა მეტი დრო, რომ ჰქონოდა. პროფესიული სტრესიის დროს სხვადასხვა ფსიქოლოგიური დარღვევები იჩენს თავს, მათ შორისაა სხვადასხვა ტიპის ემოციური დარღვევები-შფოთვა, დეპრესია. ასევე ფსიქოსომომატური პროფლემები და ქცევის ისეთი პროფლემეფი როგორიცაა ალკოჰოლისა და სიგარეტის ჭარბი მოხმარება. რა თქმა უნდა მეცნიერებმა პროფესიული სტრესის შესწავლისას შეისწავლეს ადამიანების მახასიათებლები, რათა გაერკვიათ არსებობენ თუ არა პიროვნებები, რომლებიც უფრო მეტად არიან მიდრეკილნი სტრესისკენ და ამ თვალსაზრისით გამოყვეს ორი ტიპი-A და B ტიპის ადამიანები. A ტიპის ადამიანისთვის დამახასიათებელია სწარაფად სიარული, ჭამა და ლაპარკი, ასევე მუდამ მოუსვენრები არიან, არასამუშაო დროს სასარგებლოდ ვერ იყნებენ, საკუთარ მიღწევებს გადაჭარბებულად აფასებენ, დროის ფაქტორის ზეწოლის შემთხვევაში აგრესიულობას ამჭღავნებენ. B ტიპის ადამიანები კი შემდეგი თვისებებით გამოირჩევიან: დროის ფაქტორზე ნაკლებათ არიან კონცენტრრებლები, ზედმეტი ტრაბახი არ უყვართ, აღელვების შემდეგ ადვილად მშვიდდებიან და ნაკლებათ ამპარტავნები არიან. კვლევები ასევე ცხადყოფს, რომ აუცილებელია არსებობდეს შრომითი სტრესის ოპტიმალური დონე, რადგან მცირე სტრესიის შემთხვევაში მომუშავის ყურადღება ნაკლებათ კონცენტრირებულია და საქმით დაინტერესებაც შედარებით დაბალია, ასევე დაბალია შრომით საქმიანობაში ჩართულობა და შესაბამისად სამუშაოს ეფექტურად შესრულებასაც უშლის ხელს. ამავდროულად, როცა საქმე ძლიერ სტრესთან გვაქვს მომუშავე ზედმეტად აღზნებულია და საქმის არაეფექტურად წარმართვის შიში ეუფლება და შესაბამისად სამშაოს არაეფექტურად ასრულებს.

image

ხანგრძლივი პროფესიური სტრესი იწვევს მდგომარეობას, რომელსაც უწოდებენ პროფესიულ გადაწვას, გამოფიტვას. იგი მეტნაკლებად ყველა დარგისთვის არის დამახასიათებელი, თუმცა განსაკთრებით ხშირად გხვდება პედაგოგიურ, სამედიცინო და სამართალდამცავ სფეროში მომუშავე ადამიანებში. თანამედროვე მონაცემებით ემოციური გამოფიტვა სამი კომპონენტისგან შედგება, ესენია: 1. ემოციური გამოფიტვა- ემოციური სიცარიელისა და დაღლილობის შეგრძნება; 2. დეპერსონალიზაცია-საკუთარი შრომისადმი ცინიკური დამოკიდებულება; 3. პროფესიული უკმაყოფილება-არაკომპეტენტურობის შეგრძნება;

ზოგადად სტრესის შემცირება შესაძლებელია თუკი მომუშავეებს-კოლეგებს ექნებათ კარგი ურთიერთობა ერთმანეთთან, დადებითად იქნებიან ერთმანეთი მიმართ განწყობილები, ასევე თუკი ისწავლიან და შეძლებენ ადეკვატურად მართონ დრო და ასევე კვალიფიკაციას აიმაღლებენ სხვასასხვა ტრენინგებით და დააკმაყოფილებენ მომატებულ სამუშაო მოთხოვნებს.

0
39
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ჟამურაშვილი
ნინო ჟამურაშვილი
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0