x
მოსწავლის ქცევის მიზეზები და რთულ ქცევასთან გამკლავების სტრატეგიები
image
ბავშვები სკოლაში ხშირად არღვევენ დისციპლინას და მასწავლებლებს ხელს უშლიან გაკვეთილის ჩატარებაში, შესაძლოა საერთოდ ჩაშალონ გაკვეთილის მსვლელობა. ასეთ შემთხვევაში, პირველ რიგში, უნდა გავარკვიოთ ის, თუ რა ამოძრავებს ბავშვს, რატომ იქცევა „ცუდად".

ამერიკელმა პედაგოგმა, დრეიკურსმა გამოყო დისციპლინის დარღვევის 4 მიზეზი, ესენია: ყურადღების მიქცევა, ძალაუფლება, შურიძიება და მარცხის თავიდან აცილება.

1. ყურადღების ქცევაზე მიმართული „ცუდი" ქცევის მათასიათებლები: ბავშვები, რომლებიც თავიანთი ქცევით ყოველთვის ცდილობენ ყურადღების მიპყრობას და მიღებული ყურადღება არასდროს აკმაყოფილებთ. მათ სურთ მეტი და მეტი და ეჩვენებათ, რომ დათმობილი ყურადღება არასკმარისია. გამოიყოფა 2 - აქტიური და პასიური ფორმა. ყურადღების მიპყრობის აქტიური ფორმა იწვევს მთელი კლასის გაფანტულობას და ასეთ სიტუაციაში სასწავლო პროცესის წარმართვა შეუძლებელი ხდება. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ბავშვი, რომელიც მერხზე აკაკუნებს, საუბრობს თანაკლასელებთან გამუდმებით და მასწავლებელს ისეთ შეკითხვებს აძლევს, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო გაკვეთილის თემასთან. ყურადღების მიპყრობის პასიური ფორმა მაშინ იჩენს თავს, როცა მასწავლებელს უკვე ჰგონია, რომ კლასი უკვე მზადაა მუშაობისთვის. ამ დროს ბავშვები უარს არ ამბობენ მასწავლებლის მოთხოვნების შესრულებაზე, მაგრამ ყველაფერს აკეთებენ ძალიან ნელა.

სტრატეგიები, რომლებიც აღმოფხვრავენ დისციპლინას ყურადღების მიქცევისას.
I. ყურადღების მინიმალიზაცია - იმ მოსწავლეების უსაქციელობაზე რეაგირებით, რომელთა მიზანიც ყურადღების მიქცევაა, მასწავლებლები, პირიქით, აწვდიან დადებით განმამტკიცებელს. ყურადღების მინიმალიზაცია მოიცავს მრავალ ტექნიკას, როლებიც დემონსტრაციულ ქცევებს შეუმჩნეველი გზით ამცირებს. მაგალითად, უნდა მოხდეს ასეთი ქცევის იგნორირება. თუკი არ იქნება ქცევაზე პასუხი, შესაბამისად, ბავშვის მიზანი მიუღწეველი რჩება. ასევე თვალებით კონტაქტი - ბავშვებმა ყოველთვის იციან, როცა რამეს აფუჭებენ, ამიტომაც დაჟინებული მზერა მათთვის საკმარისია. ხშირ შემთხვევაში მასწავლებლები ასევე უბრალოდ ახლოს უდგებიან ბავშვებს. რისი მეშვეობითაც ბავშვები იღებენ საჭირო ყურადღებას, მასწავლებელი კი ყოველი სიტყვისა და შენიშვნის გარეშე აგრძელებს საგაკვეთილო პროცესს.


II.ნებადართული ქცევა - აკრძალული ხილი ყოველთვის უფრო გემრიელია. მასწავლებელმა უნდა თქვას, რომ ესა თუ ის ქცევა საერთოდაც არაა აკრძალული და პირიქით, მთლიან კლასს უნდა სთხოვოს, რომ შეუერთეს ამ ქცევას რამოდენიმე წუთის განმავლობაში. ამ დროს ბავშვი ვერ იღებს განსაკუთრებულ ყურადყებას და კარგავს ქცევის კვლავ გამეორების სურვილს.

III.ყურადღება გადაატანინეთ მოსწავლეს-არავის შეუძლია დიდი ხნის განმავლობაში აკეთოს ორი საქმე ერთდროულად. ამიტომაც ასეთ შემთხვევებში ყურადღების გადატანა სხვა რამეზე მისი ფოკუსირების გზით ძალზე ეფექტურია.

IV. ყურადღება წარმართეთ კარგი ქცევის მაგალითზე-უფრო სასარგებლოა მოსწავლესთან არა მისი ცუდი ქცევის შესახებ საუბარი, არამედ ყურადღების გამახვილება სხვა მოსწავლეების კარგ ქცევაზე. ამით ხაზი ესმევა იმას, რომ მასწავლებლის ყურადღებასა და პატივისცემას არა ცუდი, არამედ კარგი ქცევა იმსახურებს.

2. ძალაუფლების მოყვარე ქცევის მახასიათებლები: ასეთ შემთხვევაში მოსწავლეებს მწყობრიდან გამოყავთ, შეურაცხყობას აყენებენ მასწავლებლებს. სხვადასხვა რეპლიკისა თუ ქცევის საშუალებით შეტავას ახორციელებენ მათზე. ასეთი მოსწავლეები ზუსტად არჩევნ დროს, ადგილს და საბაბს ძალაუფლების მოსაპოვებლად ბრძოლისთვის. ზუსტად იციან მასწავლებლების სისუსტეები და უსაფრდებია, მაშინ როცა ისინი მოდუნებულები არიან. ასეთ შემთხვევაში მასწავლებელმა თავი უნდა აარიდოს პირდაპირ კონფორტაციასა და ნება დართოს მოსწავლეს გამოავლინოს ძალაუფლება და იხელმძყვანელოს ნებადართული საშუალებებით.

3. შურისმაძიებელი ქცევის მახასიათებლები: ბავშვები ასეთ დროს გამოიყურებიან, როგორც ბოროტები, პირქუშები, მაშინაც კი როცა წყნარად სხედან. ისინი ყოველთვი მზად არიან მასწავლებელბის პროვოცირებისთვის. შურის მაძიებელი ქცევა წაროიქმნება მიყენებული წყენის გამო, რომელიც შეძლება იყოს, როგორც რეალური, ასევე ბავშვების წაროსახვის ნაწილი. მასწაველბლებისთვის არსებოსბს ორი ძირითადი სტრატეგია, რომელის გამოყენების შემთხვევაში გაკვეთილის პროცესში შემცირდება აღნიშნული ქცევა.

I.მოსწავლეებთან ისეთი ქცევის დამყაერება, რომ ისინი გრძნობდნენ ზრუვას. ამ დროს, პირველ რიგში, მასწავლებელმა უნდა შეცვალოს საკუთარი აღქმა- მოძებნის დადებითი თვსებები შურის მაძიებლების ქცევაზე და შემდეგ შეცვალოს საკუთარი რეაქციებია. შურის მაძიებელი შეტევას ახორციელებს მაშინ, როცა გრძნობს მასწავლებლის სისუსტეს, ამიტომაც მათ უნდა იმოქმედონ თავაჯერებულად.

II.ამავედროს მოსწავლეებს უნდა ასწავლოთ, რომ მისაღები საშუალებებით გაოხატონ თავიანთ ტკივილი, წყენა თუ გაბრაზება.

4. მარცხისაგან თავის არიდებაზე ორიენტირებული ქცევის მახასიათებლები: ამ შემთხვევაში მოსწავლეები არ არღვევენ სკოლის წესებსა და დისწიპლინას. პრობლემას წარმოადგენს, არა ის თუ რას აკეთებენ ბავშვები, არამედ ის თუ რას არ აკეთებენ. ისინი იშვიათად შედიან კონტაქტში, როოგრც მასწავლებლეთან ისევე მოსწავლეებთან. იზოლაციაში რჩებიან კლასში, როგორც გაკვეთილის მსვლელობისას ასევე შესვენებებზე. ასეთი მოსწავლეები ყოველგვარ ქმედებებს გაურბიან, იმიტომ რომ მარცხის ეშინიათ. ისინი ზედმეტად მეტ მოთხოვნებს უყენებენ საკუთარ თავს და ამიტომაც იმის შიშით რომ მიზანს ვერ მიაღწევენ უმოქმედოდ არიან. მასწავლებემა უნდა გამოიყენოს შემდეგი სტრატეგიები:

I.ნაბიჭ-ნაბიჭ სწავლება- მასალის დიდ მოცულობის გამო ძალიან ადვილია ისეთი მოსწვლეების შეშინება, რომლებიც მარცს უფრთხიან, ამიტომაც მათ უნდა ვასწავლოთ მცირე ნაბიჯებით, რომლებიც უშეცდომო მოქმედების საშუაებას იძლევიან. ყოველი მცირე წარმატება შემჩნეული და წახალისებული უნდა იყოს, ხოლო შეცდომა კი ფაქიზად გასწორებული.

II.სწავლებისას გამოყენებული უნდა იყოს თვალსაჩინო მასალა- ბავშვები კარგად ითვისებენ ახალ მასალას, როცა იგი მათთვის მიმზიდველია, ასევე გასაგები და ცხადია, თავად კარნახობს ბავშვებს, როგორ უნდა გამოიყენონ.

III.ბავშვებს უნდა ასწავლონ პოზიტიურად საუბარი საკუთარ ქმედებებზე და საკუთარ თავზე- მოსწავლეები ხშირად იმეორებენ, რომ მათ არ შეუძლიათ გარკვეული ქმედების განხორციელება, ასეთ დროს მასწავლებელმა უნდა უთხრას, რომ ისინი შეძლებენ თუკი ცდიან.

IV.მოძებნეთ ორი პლიუსი ყოველ მინუსზე- როცა ბავშვი ნეგატიურ კონტექსტში საუბრობს საკუთარ თავზე მასწავლებელმა ხმამაღლა უნდა უთხრას მისი მუშაობის ორი პოზიტიური მტკიცებულიება. რაც დაეხმარება მოსწავლეს, რომ ყურადღება მიაქციოს იმ სიტყვებს, რასაც საკუთარ თავის მიმართ იყებებს, ასევე დაეხმარება პოზიტიური მხარის დანახვაში და შესაძლოა ნეგატიური ხატი პოზიტიურით შეცვალოს. image


0
136
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ჟამურაშვილი
ნინო ჟამურაშვილი
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0