x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
უსინათლო გენიოსი - როგორ გახდა მხედველობადაკარგული ბიჭი საქვეყნოდ ცნობილი მათემატიკოსი

image
მოსკოვის ერთ-ერთ სკოლაში მოულოდნელად სიარული შეწყვიტა ერთ-ერთმა მოსწავლემ. რამდენიმეკვირიანი გაცდენების შემდეგ კლასელებმა, მასწავლებლის რჩევით, ის სახლში მოინახულეს. კარი დედამ გააღო და სამწუხარო ამბავი აცნობა:

"ლევი თქვენთან ერთად ვეღარ ისწავლის. მას ოპერაცია გაუკეთეს, რის შედეგადაც დაბრმავდა და სიარულს ვეღარ შესძლებს"
წუთიანი სიჩუმის შემდეგ, ბავშვებისგან ინიციატივა წამოვიდა: --"ჩვენ მას რიგ-რიგობით გავყვებით სკოლაში"
- "სახლშიც მოვაცილებთ"
-"გაკვეთილებსაც მოვამზადებინებთ"

აცრემლებულმა დედამ ამხანაგები ლევის ოთახში შეიყვანა. ისინი გახევდნენ ლევის დანახვისას, რომელიც დაბნეული იდგა თვალებზე სახვევებით. მხოლოდ ახლა მიხვდნენ, რამხელა ტრაგედია დატრიალდა მათი მეგობრის თავზე.
"მე ხვალ გაგყვები სკოლაში"; "მე მოგიყვები რა გავიარეთ ალგებრაში"; - მეგობრები ერთმანეთს არ აცლიდნენ ლაპარაკს. ლევი დაბნეული უქნევდა მათ თავს.

წამოსვლის შემდეგ, მეგობრებმა შეადგინეს გეგმა, თუ ვინ რომელ დღეს წაყვებოდა სკოლაში პატარა ლევს, ვინ რას აუხსნიდა და ა.შ. სკოლაში ლევის გვერდზე მჯდომი კლასელი გაგკვეთილის მსვლელობისას ხმადაბლა ეჩურჩულებოდა, თუ რას წერდა მასწავლებელი დაფაზე. კლასში სიჩუმე იდგა, როცა ლევი გაკვეთილსს ყვებოდა. მერედა, როგორ უხაროდათ ბავშვებს მისი წარმატება და ხუთიანები!

ლევმა სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და ინსტიტუტშიც ჩააბარა. იქაც გამოიძებნა კეთილი ხალხი, ვინც მისი 'თვალები' გახდა. სწავლამ და სხვების დახმარებამ შედეგი გამოიღო და ლევი გახდა საქვეყნოდ ცნობილი მათემატიკოსი.

ლევ პონტრიაგინი (1908-1988) - მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მათემატიკოსი, რომელმაც 14 წლის ასაკში დაკარგა მხედველობა. მან მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა ალგებრულ და დიფერენციაციულ ტოპოლოგიაში, ვარიაციულ გამოთვლასა და მართვის თეორიაში.

0
214
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
214
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0