x
მეტი
  • 28.02.2020
  • სტატია:99780
  • ვიდეო:344752
  • სურათი:462201
რა არის ოჯახი ?
image
"ოჯახი არის იქ, სადაც კაცი ღმერთისკენ იყურება, ქალი კაცისკენ და შვილები მშობლებისკენ!."...


image

რამდენი ადამიანიცაა დედამიწაზე ყველა სხვადასხვაგვარ განმარტებას მოგცემთ თუ რა არის ოჯახი, როგორ ესმით, რაში ხედავენ ოჯახურ ბედნიერებას და იდილიას...

ჩემი აზრით ოჯახი - ეს ბედნიერებაა, სიყვარული და წარმატებაა. ბავშვების დაბადება, პირველი ნაბიჯი, პირველი სიტყვა, ოცნებები, ღელვა და ზრუნვა. შრომა, ერთმანეთზე ზრუნვა. კიდევ თარიღები, საჩუქრები, საყიდლები, დანახარჯები. დაგეგმვა მეორე ნახევართან ერთად...

ოჯახი - მნიშვნელოვანია!



ოჯახი? - რთულია! მაგრამ მარტო ვერ იქნები ბოლომდე ბედნიერი!

მავანი ბოლო წინადადებაში არ დამეთანხმება, რადგან ჩემ გარშემოც უამრავი ადამიანი ვიცი ვინც ბედნიერებას სულაც არ ხედავს ოჯახში... ჩემ გარშემოც და ისედაც მრავლად იქნებიან ასეთი შეხედულების მქონენი.

არ ვეთანხმები, მაგრამ მივესალმები ყველას აზრს და ვფიქრობ ასეთი აზრის მქონენი გვიან, თუმცა მაინც მიდიან იმ აზრამდე, რომ ყველაფერი კარგია, მაგრამ ოჯახი გქმნის და გაყალიბებს, თავს გაგრძნობინებს სრულყოფილად. ამას თავის დროზე მეორე ნახევარი, მერე შვილები... და ოჯახის "მისაღებად" გასავლელი ეტაპები ქმნიან.

ზოგს აქვს სრულყოფილი ოჯახი და მარტოობა სურს... არ არის ყველას აზრი ერთსულოვანი და ყველა წევრი ვერ აფასებს ამ სრულყოფილებას სანამ აქვთ, მერე თუ რაიმე საფრთხე დაემუქრა ერთობას - ნანობენ... თუ რატომ არ დაინახეს და დააფასეს.


ზოგს კი არ აქვს და სწორედ ამისკენ ისწრაფვის, მოიპოვოს და შექმას ერთიანობა მეუღლესა და შვილებთან ხშირი კომუნიკაციით...


ჩემი აზრით სრულყოფილი ოჯახი არის არა მარტო პირადი ბედნიერება, არამედ ქვეყნის სიძლიერეც. სრულყოფილ ოჯახში სწორი ფსიქიკის მქონე ბავშვები გაიზრდებიან, თბილები, კომუნიკაბელურები, ჯანსაღად მოაზროვნეები ... ამიტომ ძალიან მინდა ყველამ ისწავლოს ოჯახის და სიყვარულის დაფასება...გაფრთხილება...

ადამიანებმა უნდა გააძეონ შორს წყენა და ჩხუბი, იზრუნონ ერთმანეთზე და ღიმილიანი სახეც მეტი იქნება.

0
93
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0