x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
სახარებისეული იგავი

სახარებისეული
იგავი „საუკუნო სიცოცხლე: მდიდარი და ჭაბუკი“


(მოწაფეებს
უამბო)


აჰა
მივიდა მასთან ვიღაც და უთხრა: მოძღვარო, რა სიკეთე ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს?
ხოლო მან უთხრა მას: სიკეთეზე რად მეკითხები? კეთილი მხოლოდ ერთია. ხოლო თუ სიცოცხლეში
შესვლა გინდა, დაიცავი მცნებანი. ჭაბუკმა შეეკითხა: რომელნი? ხოლო იესომ უთხრა მას:
არა კლა, არ იმრუშო, არ იპარო, არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ. პატივი ეცი მამას და დედას
და შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი. ჭაბუკმა უთხრა მას: ყოველივე ამას ვიცავდი.
რაღა მიკლია კიდევ? იესომ მიუგო მას: თუ გინდა, რომ
სრულქმნილი იყო, წადი, გაყიდე, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ, და გექნება საუნჯე ცაში;
მერე მოდი და გამომყევ მე. ეს სიტყვა რომ მოისმინა, ჭაბუკი დაღონებული წავიდა, რადგანაც
ძალიან მდიდარი იყო. ხოლო იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ:
მდიდარი ძნელად თუ შევა ცათა სასუფეველში. ამასაც გეუბნებით თქვენ: აქლემი უფრო ადვილად
გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში. კიდევ გეუბნებით
თქვენ უმალ აქლები გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში.
ეს რომ მოისმინეს მოწაფეებმა, ძალიან გაუკვირდათ და თქვეს: აბა ვიღას შეუძლია გადარჩენა?
გადახედა მათ იესომ და უთხრა: კაცთაგან ეს
შეუძლებელია, ხოლო ღვთისაგან ყოველივე შესაძლებელია. მაშინ პეტრემ უთხრა მას პასუხად:
აჰა ჩვენ ყოველივე მივატოვეთ და გამოგყევით შენ. რა გვექნება? ხოლო იესომ უთხრა მათ
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ რომ თქვენ ვინც მე გამომყევით მეორედ შობისას, როცა კაცის
ძე თავისი დიდების ტახტზე დაჯდება, თქვენც დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი
ტომის განსაკითხავად. ყველა ვინც მიატოვა სახლი ან ძმები ან დები ან მამა ან დედა ან
შვილები ან ყანები ჩემი სახელის გულისათვის ასმაგად მიიღებს და საუკუნო სიცოცხლეს დაიმკვიდრებს.
მაგრამ ბევრნი პირველნი უკანასკნელნი იქნებიან ხოლო უკანასკნელნი პირველნი. ასე დაასრულა
იესომ მათთან საუბარი. (მათე 19;1-30).

მინდა ვთქვა რომ იესო აქ არ ამბობს, მდიდარის შესვლა სასუფეველში გამორიცხულიაო. უბრალოდ ამბობს რომ რთულია
მისთვის სასუფევლის კარის შეღება. ნემსის ყუნწში მართლა ნემსის ყუნწი არ იგულისხმება. აქ იგულისხმება იერუსალიმის შესასვლელი
კარიბჭე, რომელიც ისეთი პარატა იყო, რომ აქლემი მხოლოდ დაჩოქილი თუ შევიდოდა. აი სწორედ
ასე დაჩოქილი და დამდაბლებული თუ
შევა მდიდარი სასუფეველში.


P.S უბრალოდ ამ სიმდიდრეს ჩვენს გულში ადგილი არ უნდა ეკავოს.

1
1014
3-ს მოსწონს
ავტორი:levansxvi
levansxvi
1014
  
2012, 11 აგვისტო, 17:04
ძალიან კარგია....))
0 1 1