x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
"პროფილაქტიკაში შავ სამუშაოებს ვასრულებ..." - გაიცანით ლაშა ნანობაშვილი "მხოლოდ ქართულიდან"
image


მე­გაპ­რო­ექ­ტი „მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი“ მო­რი­გი ლა­ივ­კონ­ცერ­ტის­თვის ემ­ზა­დე­ბა. კონ­კურ­სან­ტებს ამ­ჯე­რად ნინო ქა­თა­მა­ძის სიმ­ღე­რე­ბის ტური ექ­ნე­ბათ. შოუს მო­ნა­წი­ლე­ებ­თან თა­ვად მომ­ღე­რა­ლი მუ­შა­ობს. კონ­კურ­სან­ტებ­მა მომ­ღერ­ლის ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რი ვერ­სია უნდა შეს­თა­ვა­ზონ მა­ყუ­რე­ბელს. ჩვენი სტუმარია ლაშა ნა­ნო­ბაშ­ვი­ლი:


- პრო­ფე­სია, ოფი­ცი­ა­ლუ­რად, რო­გორც ასე­თი, არ მაქვს - უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი კურ­სი­დან წა­მო­ვე­დი, „ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ზე“ ვსწავ­ლობ­დი. გარ­კვე­უ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის გამო სწავ­ლა ვე­ღარ გა­ვაგ­რძე­ლე, რად­გა­ნაც იმ პე­რი­ო­დის­თვის ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღა­ცე­ბი შე­იც­ვა­ლა. სა­ერ­თო­დაც, ჩემი ცხოვ­რე­ბა სხვა­დას­ხვა პე­რი­ოდ­ში, ისე აე­წყო, რო­გორც არ უნდა წა­სუ­ლი­ყო. გა­მო­ვი­და, რომ სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად ვცხოვ­რობ­დი, პე­რი­ო­დუ­ლად ვმუ­შა­ობ­დი, პე­რი­ო­დუ­ლად - არა, რა­ღაც ახ­ლარ­თუ­ლი ვი­თა­რე­ბა იყო სულ, უფრო, ბო­შუ­რი...


- ოჯახ­ში ვინ გყავს?


- მყავს მშობ­ლე­ბი, ბე­ბია, მაგ­რამ მე ცალ­კე, მარ­ტო ვცხოვ­რობ, - ასე სა­ჭი­რო­ე­ბამ მო­ი­თხო­ვა.


- ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც შენ­ზე მომ­ზად­და, ამ­ბობ, რომ ოჯახ­მა სახ­ლი და­კარ­გა და ამის შემ­დეგ მუ­შა­ო­ბა პრო­ფი­ლაქ­ტი­კა­ში და­ი­წყე.


- კი, ესეც იყო... სიმ­ღე­რით ბევ­რი წე­ლია აღარ ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი. ერთი-ორი წლის წინ მა­ცა­ცო სე­ბის­კვე­რა­ძის კონ­ცერ­ტის­თვის ბი­ჭე­ბის კვარ­ტე­ტი შე­ვიკ­რი­ბეთ და ძა­ლი­ან ცოტა ხანს ვი­არ­სე­ბეთ. შე­იძ­ლე­ბო­და, ერ­თად გაგ­რძე­ლე­ბა, მაგ­რამ ასე არ მოხ­და... შემ­დეგ სხვა­დას­ხვა სა­მუ­შა­ო­ში ვი­ყა­ვი, ქვეყ­ნი­დან გას­ვლაც მიც­დია - ამა თუ იმ საქ­მით ვყო­ფილ­ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი... რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს პრო­ფი­ლაქ­ტი­კა­ში საქ­მი­ა­ნო­ბას, ერთი წელი ხდე­ბა, რაც ოს­ტა­ტის თა­ნა­შემ­წე ვარ. პრო­ფი­ლაქ­ტი­კა ნა­თე­სა­ვებს ეკუთ­ვნის და იქ შავ სა­მუ­შა­ო­ებს ვას­რუ­ლებ, რა­ღა­ცებს ვშლი, ვა­წყობ, ვრე­ცხავ, ვაშ­რობ და ა.შ. ძრა­ვე­ბი კეთ­დე­ბა. პრო­ექ­ტში რომ არ მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, ბი­ძა­ჩე­მი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლებ­ლად ერთ-ერთ კომ­პა­ნი­ა­ში მიშ­ვებ­და, დი­აგ­ნოს­ტი­კა რომ შე­მეს­წავ­ლა.


- სიმ­ღე­რა რო­დის და­ი­წყე?


- რაც თავი მახ­სოვს, ვმღე­რი, 1992 წელს ჯერ კი­დევ მაგ­ნი­ტო­ფონ­ზე წერ­დნენ ოჯა­ხის წევ­რე­ბი ჩემს ნამ­ღე­რებს. მა­შინ 2 წლის ვი­ყა­ვი. დე­დის მხა­რეს ყვე­ლა მღე­რის, მერე ბავ­შვო­ბა­ში სხვა­დას­ხვა წრე­ზე დავ­დი­ო­დი. 8-9 წლის ასაკ­ში ჯან­სუღ კა­ხი­ძის კა­პე­ლა­ში მი­მიყ­ვა­ნეს, მაგ­რამ ისე მოხ­და, რომ ოჯა­ხი სა­ცხოვ­რებ­ლად მოს­კოვ­ში გა­და­ვე­დით. მოკ­ლედ, რა­ღაც პე­რი­ო­დი იქ ვი­ყა­ვით და შემ­დეგ დავ­ბრუნ­დით. სკო­ლის მერე კი­ნო­ხე­ლოვ­ნე­ბის კო­ლე­ჯში შე­მიყ­ვა­ნეს, რო­მე­ლიც და­ვამ­თავ­რე, მოგ­ვი­ა­ნე­ბით უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ვი­წყე სწავ­ლა, მაგ­რამ რო­გორც გი­თხა­რით, იქი­და­ნაც წა­მო­ვე­დი.


- გა­მო­დის, სიმ­ღე­რას­თან სე­რი­ო­ზუ­ლი შე­ხე­ბა პე­რი­ო­დუ­ლად გქონ­და...


- კი და მა­ლე­ვე, გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო, წყდე­ბო­და ხოლ­მე. რა­ღაც მო­მენ­ტში ალ­ბათ ყო­ფი­ლა, რომ მით­ქვამს, - აღარ მინ­და, მაგ­რამ როცა რა­ღაც ძა­ლი­ან გიყ­ვარს, ამას ვერ გა­ექ­ცე­ვი. პრო­ექ­ტი თა­ვის გა­მოც­დი­ლე­ბას გაძ­ლევს და მინ­დო­და, ეს გა­მო­მე­ცა­და, ამი­ტო­მაც მო­ვე­დი. ამას­თან, ძა­ლე­ბის მო­სინ­ჯვის სურ­ვი­ლიც მქონ­და, რა იცი, რა ხდე­ბა...


- მოკ­ლედ, შენს ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღაც ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნა გინ­დო­და...


image

- ცვლი­ლე­ბა მინ­დო­და, რად­გა­ნაც ბავ­შვო­ბი­დან არ მი­ოც­ნე­ბია პრო­ფი­ლაქ­ტი­კა­ში საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე, ან ევ­რო­პა­ში სა­მუ­შა­ოდ წას­ვლა­ზე. თან, ასა­კიც უკვე არ მაქვს ისე­თი, 29 წლის ვარ...


- ამ ეტა­პის­თვის, მგო­ნი, და­გი­ფას­და გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი - ათე­ულ­ში მოხ­ვდი, ლა­ივ­შო­უ­ე­ბის სირ­თუ­ლე­ე­ბი დაძ­ლიე და ისევ შო­უ­ში ხარ...


- კი, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი თა­ვის­გან გა­ცი­ლე­ბით მეტს ვე­ლო­დე­ბო­დი, მე­გო­ნა, ამა­სო­ბა­ში ფორ­მა­ში მო­ვი­დო­დი. ჯერ ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა ვერ მო­ვი­პო­ვე, რაც მინ­და. ამის პრობ­ლე­მა ჩემ­შია...


- ნერ­ვი­უ­ლობ, სცე­ნა­ზე რომ გა­მო­დი­ხარ?


- კა­ტას­ტრო­ფუ­ლად. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად ხდე­ბა, ამ ღელ­ვას ვერ ვი­მორ­ჩი­ლებ. პუბ­ლი­კის წი­ნა­შე თა­ვი­სუფ­ლად გა­მოს­ვლა ჭირს.


- რო­გო­რი მო­ლო­დი­ნი გაქვს?


- ჩემი დიდი სურ­ვი­ლია, რომ სცე­ნა­ზე ერთხელ მა­ინც ისე გა­ვი­დე, რომ კუ­ლი­სებ­ში რომ დავ­ბრუნ­დე­ბი, კმა­ყო­ფი­ლი ვიყო.


- კონ­კურ­სან­ტებ­სა და თქვენს პე­და­გოგ­ზე, მა­რი­ნა ბე­რი­ძე­ზე რას გვე­ტყვი?


- ჩვენ­თან კონ­კუ­რენ­ტუ­ლი სი­ტუ­ა­ცია და გა­რე­მო არ არის, ყვე­ლა­ნი მე­გობ­რე­ბი ვართ... ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნა მოვ­ლე­ნაა, არ ვა­ჭარ­ბებ, ამ სი­ტყვის სრუ­ლი გა­გე­ბით. დროს, ენერ­გი­ას და ყვე­ლა­ფერს დებს იმა­ში, რომ წინ გაგ­ვწი­ოს და პროგ­რე­სი გან­გვაც­დე­ვი­ნოს. მა­რი­ნა არის ნამ­დვი­ლი ადა­მი­ა­ნი, ნამ­დვი­ლი, მას ნიღ­ბე­ბი არ აქვს, არ იპ­რან­ჭე­ბა, ყო­ველ­თვის იცი, რა­საც ფიქ­რობს, რად­გა­ნაც იმას­ვე გე­უბ­ნე­ბა, ეს ჩემ­თვის ბევ­რს ნიშ­ნავს. მოკ­ლედ, ვნა­ხოთ, იქ­ნებ მო­რიგ კონ­ცერ­ტზე ვთქვა ჩემი მაქ­სი­მუ­მი.

0
63
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0