სხვა ავღანეთის, ჩეჩნეთის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომების "მონაწილე მედესანტე" "ქოსატყუილა" აღმოჩნდა მედალ-ორდენებით 2019, 20 დეკემბერი, 17:29 იცნობდეთ ეს "ჯინჯილებიანი" კაცი ალექსანდრე ბობოშკინია, ჩეჩნეთის ორივე ომის, აფხაზეთის ომის და 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე. ოღონდ ეს ყოველივე მხოლოდ მის წარმოდგენაში, რეალურად ეს გაფხორილი და ქონიანი მამაკაცი მხოლოდ მატყუარა არამზადაა, რომელმაც ეს მედლები უბრალოდ იყიდა სხვადასხვა ადგილებში, სადაც ომის მონაწილეები იძულებული არიან სიდუხჭირის გამო გაყიდონ რეალური საბრძოლო დამსახურებისათვის მიღებული მედლები და ორდენები გროშებად.
აიღო და ისეთი მედლები მიიკრა მკერდზე, მის მიერ დასახელებულ საბრძოლო მოქმედებებში საერთოდ, რომ არ გაუციათ ვინმეზე. დრო გადიოდა, გემოვნებაც იხვეწებოდა და ამ "ვაჟკაცის" მკერდზე მედლების რაოდენობაც მატულობდა. ესეც არაფერი, მალე ამ "გმირის" მკერდზე გამოჩნდა 2 წითელი დროშის ორდენი, მედალი "მამაცობისათვის", თან ორი და მედალი "საბრძოლო დამსახურებისათვის". თან ეს "მედესანტე სპეცრაზმელი" ამით არ დაკმაყოფილდა და გამოაქვეყნა განცხადება, რუსეთის გმირის ვარსკვლავი დამეკარგა და ვინც იპოვის დასაჩუქრდებაო! ახლა ზის თურმე ეს ჩვენი "ამაოხრებელი მედესანტე" და ნიანგის ცრემლებით ტირის, შემეშალა და ამ ერთხელ მაპატიეთო. 778 6-ს მოსწონს |