x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508626
მომავლის პროფესია
მევენახეობა-მეღვინეობა საქართველოში ყალიბდება ერთადერთ დარგად, რომელიც არა მხოლოდ წარსულის, არამედ მომავლის პროფესიადაც შეგვიძლია აღვიქვათ.

ლაშა ბოდაველი

ბოლო პერიოდში, სფეროს სასწავლო ნაწილში, აქტიურად მომიწია ჩართვა. ვფიქრობ, უნიკალური პროცესია, როცა სწავლობ იმას, რაც შენი ერისთვის გენეტიკის ნაწილია და ამავდროულად იცი, რომ ეს მომავლის პროფესიაა.


ვგულისხმობ იმას, რომ დასაქმების ობიექტთა ჩამონათვალი უსასრულოა. თუ სფეროს სწავლობ ე.ი. ქვეყანაშიც და მის ფარგლებს გარეთაც, სჭირდები საუკეთესო რესტორნებს, საუკეთესო სასტუმროებს, მარნებს, ღვინის საწარმოებს, წარმატებულ ბარებს, სამკურნალო-სარელაქსაციო ცენტრებს, ტურისტულებს და ა.შ. ეს კიდევ არ არის ყველაფერი, ათასობით მსგავს ობიექტში არაერთი პოზიციის დაკავებაა შესაძლებელი, მათ შორის: სომელიე, მევენახე, მეღვინე, ღვინის მარკეტოლოგი, ღვინის ტურიზმის მიმართულების მენეჯერ-თანამშრომელი, კონსულტანტი და კიდევ ბევრი.


ყველაფერს რომ თავი დავანებოთ დარგი უნიკალურია იმითაც, რომ ნებისმიერი სამსახურის პარალელურად საკმაოდ მომგებიანი ბიზნესის წამოწყება მხოლოდ ცოდნის ხარჯზე შეგიძლია და აქაც მხოლოდ ღვინის წარმოებას არ ვგულისხმობ.


თუ პროფესიის შერჩევა თანამედროვე ეპოქაში დასაქმების პოტენციალითა და შინაგანი, გენეტიკური იდენტობით ხდება, მაშინ ეს საქართველოში ნამდვილად მომავლის პროფესიაა.


სამწუხაროდ უმაღლესი სასწავლებლების სრულ უმრავლესობას არ გააჩნიათ ფუფუნება, რომ დარგი მეცნიერების დონეზე შეასწავლონ ახალგაზრდებს და ამის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ თბილისშივე საოცარი ადგილის ნახვაა შესაძლებელი, ეს გახლავთ მუზეუმ/მარანი კოლხი, რომელიც მეტრო გურამიშვილის მიმდებარედ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სივრცეში მუდმივად ელის ვიზიტორებს, სტუდენტებს და დარგით დაინტერესებულ პირებს.


თავად ვარ ერთ-ერთი კომპანიის (Future Laboratory) მიერ ჩატარებული კონკურსის გამარჯვებული, განათლებაში არსებული გამოწვევების საკითხებზე და ერთხმად შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ პრობლემაა მხოლოდ თეორიის შესწავლა ნებისმიერ დარგში.

პრაქტიკის ათვისებას რათქმაუნდა შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზები სჭირდება. ის ფაქტი, რომ ფაკულტეტისა და სასწავლებლის ხელმძღვანელობას საკრარული დამოკიდებულება აქვს დარგისადმი იმაშიც იგრძნობა, რომ წლების მანძილზე აგრესიულ მარკეტინგულ კამპანიას ამ დრომდე არ მიმართავენ და ამიტომ ოკამის ღვინის ქარხნის, საკუთარი მარნისა თუ თანამედროვე აუდიტორია ლაბორატორიების რესურსზე ზეპირად ლაპარაკი რომ არ მომიწიოს გიზიარებთ სურათების მცირე ნაწილს ამავე უმაღლესის კონკრეტულ მაგალითზე

კსუ CIU

კსუ CIUკსუ CIUკსუ CIUკსუ CIUკსუ CIUკსუ CIUკსუ CIU






0
182
შეფასება არ არის
ავტორი:ლაშა ბოდაველი
ლაშა ბოდაველი
182
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0