x
მეტი
  • 14.12.2019
  • სტატია:97359
  • ვიდეო:344176
  • სურათი:459354
" ეს ”MEMENTO MORI”-ა" ტერენტი გრანელის და გალაკტიონის მეგობრობა

image

ტერენტი გრანელი მთაწმინდაზე ცხოვრობდა. იმ დღეს, როდესაც ყველასათვის კარგად ცნობილი ლექსი Memento Mori დაწერა ძალიან გახარებული სახლიდან გამოვარდა დაღმართზე დაეშვა თითქოს მიფრინავდა სიხარულით, ერთი ძალიან კარგი ლექსის დაწერის გამო ...

ოპერის თეატრთან შემთხვევით გალაკტიონი შეეჩეხა. გახარებულმა ტერენტიმ გამარჯობისთანავე მიახალა გალაკტიონ, გალაკტიონ იცი რა მაგარი ლექსი დავწერეო? – გალაკტიონმა ხო ძამიკოო? მომიყევი აბაო და გრანელმა ერთ ამოსუნთქვაში მოუყვა მისი ახალი ლექსი.

გალაკტიონი დაფიქრდა. ცოტა ხნის შემდეგ ეუბნება კიდევ მომიყევი აბა ძამიკოო. ტერენტიმ უსიტყვოდ გაუმეორა Memento Mori და დიდი ინტერესით ელოდა რას ეტყოდა მისი მეგობარი. – ამ უკანასკნელმა კი ისევ იგივე პასუხი გასცა – მიდი ერთხელ კიდევ მომიყევი ძამიკოო.

ტერენტის ცოტა არ იყოს ეს არ ესიამოვნა, გაუკვირდა და ოდნავნერვშეტოკილმა კიდევ აუსრულა სურვილი და მოუყვა ახალი ლექსი გალაკტიონს.

გალაკტიონისგან რაიმე შეფასებისმაგვარის ან ქების მომლოდინე ტერენტიმ კი ასეთი პასუხი მიიღო:
–"კაი ძამიკო, კაი"– და გალაკტიონმა ჩაიარა.

გრანელს ეს არ ესიამოვნა, გაუკვირდა და გაცოფდა გალაკტიონზე ეს რა გამიკეთაო.

მეორე დილით როცა დაღმართზე დაეშვა გალაკტიონზე განაწყენებული პოეტი, ნატრობდა ნეტა სადმე შემხვდეს გალაკტიონი პირში მივახალო ყველაფერიო.

– მართლაც ოპერასთან ისევ შეხვდა გალაკტიონს, გაგიჟებული მივარდა მაგრამ გალაკტიონმა არ დააცადა მეგობარს და ოდნავ ბოხი ხმით მიმართა მას:

ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება,
ახლა მოდის ივნისი, ირგვლივ მწვანე მოლია.
ჩემი წმინდა სახელი პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი - ეს “Memento mori”-ა.

დღეს სამია ივნისის, მინდა იყოს ცამეტი,
ჩემს გარშემო ციხეა - მწუხარების სავანე.
რომ მდომოდა სიცოცხლე, სიკვდილს არ ვიწამებდი,
მიწა არ იქნებოდა ჩემთვის შავი სამარე.

სადღაც მთასთან იწვიმა, სადღაც მთაზე ბურია,
ამნაირი ღიმილი უწინ მე არ ვიცოდი.
ახლა მე ცას ვუცქერი, ცაზე ანთებულია
ვარსკვლავები - სიმბოლო თეთრი მარადისობის.

ახლა რა ვქნა არ ვიცი, მე როდესაც ასე ვარ,
როცა სულს ეპარება აჩრდილები სიბერის.
მე ძლიერი ტალანტი, ზეციური არსება,
ჩემი ნაზი სამშობლო - ლაჟვარდები ცისფერი.

რა ვქნა, შავი ღამეა, მძიმე და უსაშველო,
მახსოვს ჩემი სოფელი, მისი ყრუ ადგილები.
ახლა რაღაც სხვა მინდა, რაღაც სხვა, უსახელო,
რომ დაღუპვა მომელის, ვიცი დანამდვილებით.

ნელა გადის დღეები და ძნელია გარჩევა,
მე, ძვირფასო, ვერ მოვალ, გზა შენამდე შორია.
ჩემი გვარი: გრანელი - პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი - ეს ”MEMENTO MORI”-ა..

იმ დღეს საქართველოს ორი უძლიერესი პოეტი ერთ–ერთ დუქანში სიყვარულისა და ძმობის სადღეგრძელოს სვამდა...

0
221
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
221
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0