x
image
ქეთი გაბინაშვილი
გულწრფელად ვწუხვარ თქვენ გამო! 
ქეთი გაბინაშვილი

ვინ ხართ, თქვენ, ბავშვებო. ვინ ხართ და რამ გაქციათ ასეთებად, სად გაიზარდეთ, რას გასწავლიდნენ, რა შეგემთხვათ ასეთი, ნუთუ რა გადაიტანეთ ისეთი, ასე დაკარგეთ სახე. რამ შეგაძულათ ასე ძალიან საქართველო და ყველაფერი, რაც ქართულია. ვინ არის დამნაშავე თქვენს გადაგვარებაში, თქვენს დაღუპვაში?.... ერთხელ მაინც, ერთხელ მაინც არაფერი გსმენიათ რისთვის და როგორ ცხოვრობდნენ ქართველები, რამ მოგვიყვანა აქამდე, რამ გადაგვარჩინა...

რეჟიმს აპროტესტებთ? მისი შეცვლა გინდათ? და რითი? ის ახალი, თქვენი შექმნილი წყობა როგორი იქნები? გათელილი ხატები და დანგრეული ტაძრები, მტრის წინაშე ჩახდილი „ვაჟკაცები“, დაბოლილი ახალგაზრდები??

თქვენ გინდათ ახალი საქართველოს შენება? თქვენ გაქვთ პრეტენზია, რომ ვინმესთვის გზის გამკვალავნი იქნებით? თქვენ გინდათ ისტორიის შექმნა? გატყუებენ! მოგატყუეს ბავშვებო! თქვენ დაიღუპეთ! თქვენ წაგართვეს მომავალი! მოგატყუეს მშობლებმა და იმ ავადსახსენებელი სექტის წარმომადგენლებმა, როცა ათასობით თქვენგანს სამშობლოს სამსახურზე უარის თქმის სანაცვლოდ სული მიგაყიდინეს ეშმაკს, რელიგიაზე გათქმევინეს უარი! მოგატყუეს, თქვენ ვერ ააშენებთ ახალ საქართველოს, რადგან საქართველო მუდამ იყო და იქნება იმ ღირებულებებზე დამყარებული, რომელიც თქვენ არ გაგაჩნიათ! თქვენ ახალ გზას ვერ გაკვალავთ, რადგან არ მიდის ეგ გზა ტაძართან - შესაბამისად ის არც არსად მიდის! თქვენ ვერ შექმნით ისტორიას, თქვენ ისტორიაშიც კი ვერ შეხვალთ, რადგან ჰეროსტრატეები კი ხართ, მაგრამ ჩვენი სვეტიცხოველი არტემიდას ტაძარზე ძლიერია და თქვენ ვერ შესძლებთ მის დაწვას!


მეცოდებით, ბავშვებო, გულწრფელად ვწუხვარ თქვენ გამო. თქვენ სული გაყიდეთ და ვგონებ, 30 ვერცხლიც კი არ მოუციათ თქვენთვის, მოგატყუეს!


ქეთი გაბინაშვილი

1
96
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი გაბინაშვილი
ქეთი გაბინაშვილი
96
  
2019, 26 ნოემბერი, 13:14
რომ ვთქვა ვწუხვარ-მეთქი, მოვიტყუები, თუმცა არც მიხარია, რათქმა უნდა... უბრალოდ, ასეთები და მათ მსგავსნი ყოველთვის იყვნენ და იქნებიან. მთავარია საზოგადოების "მაღალ ეშელონებში" არ "გაიჩითონ", ან მით უარესი - ქვეყნის მმართველობაში! არა, მაინც როგორ წარმოუდგენიათ ამ მართლა ქაჯებს ჩვენი ქვეყნის მომავალი - ალბათ სინგაპურის "პონტში", სადაც ადგილობრივები მხოლოდ დამხმარე და "სახმარ" კონტიგენტადაა წარმოდგენილი ?!..
0 1 1