x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
25 ნოემბერს ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ტერენტი გრანელის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

25 ნოემბერს ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის სამკითხველო დარბაზში გაიმართა სამკითხველო დარბაზის განყოფილების უფროსის ქეთევან კვარაცხელიას ორგანიზებით ტერენტი გრანელის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო " სადღაც სდუმს მთები ".
ტერენტი გრანელი - დიდი ქართველი პოეტი, უახლესი ქართული პოეზიის ერთ-ერთ ფუძემდებელი .
მისი ლექსები გააჟღერეს ბიბლიოთეკის მკითხველებმა მარიამ ნარმანიამ, დათა შედენიამ, ბუკა აბსანძემ, მუსიკალურად აფორმებდა საღამოს გიორგი ქირია .
მწერალმა ლაშა გვასალიამ ისაუბრა უცნობ ტერენტი გრანელზე, პოეტზე, რომელმაც თავად გამოიგონა საკუთარი მისტკა, ასე რომ ეყრდნობოდა საკუთარ თვითგვემასა და რაინდობას. ძალიან ბევრმა არ იცის, რომ ტერენტი გახლდათ სოციალ- ფედერალისტური პარტიის წევრი, სადაც აქტიურად იყო ჩართული, მაგრამ დაინახა რა ის საზიზღროება, რომელიც სუფევდა პოლიტიკაში, მალევე გამოეთისა ყოველივეს და დაუბრუნდა თავის „ობოლ დას“ - პოეზიას. ის გახლდათ სახალხო გვარდიის წევრი. იბრძოდა მომხდურთა წინააღმდეგ, ებრძოდა თურქ აისკერებს, სომეხ დაშნაკებსა და წითელ არმიელებს.
ტერენტი გახლდათ თანამებრძოლი და მეგობარი ჩვენი იუნკერებისა და არაერთი ლექსი მიუძღვნა მათ გმირობასა და თავდადებას.
ბატონი ლაშას განცხადებით, ტერენტი გრანელს არცერთი სტრიქონი არ მიუძღვნია საბჭოთა ხელისუფლებისთვის, ამისთვის მან ყველაფერი გააკეთა, სანაგვე ყუთში წვებოდა, გიჟობანას „თამაშობდა“ ქუცაში ხელგაშლილი დადიოდა.
საინტერესოა ბატონი გენო გელბაქიანის მოგონებები ტერენტი გრანელზე, ის და ტერენტი მეგობრები იყვნენ და ბატონი გენო აღწერს ტრაგიკული სიყვარულის ისტორიას, რომელიც მათ გადახდათ „ბორჯომის ვაგზალზე“ თამარ ჯაფარიძის მოლოდინისას. სწორედ ეს ფიასკოც გახდა საფუძველი ტერენტის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვედრისა.
ბატონი ლაშა საინტერესოდ შეეხო ფსევდონიმის საკითხს, მისი თქმით ეს პოეტმა აიღო ფრანგი მსახიობის, „აბესალომ და ეთერის“ პიესაში მარეხის როლის შემსრულებელი ფრანგი ქალბატონის - გრანელის გვარიდან. ის ორი წელი უნუგეშოდ ყვარობდა მსახიობს და ეს ისტორიაც, ცრემლებით დასრულდა.ასევე საინტერესოდ ისაუბრა სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დაფარულ დეტალებზე, მხატვარ და ესეისტ რეზო ადამიას ნაშრომზე, რომელიც ეხება ტერენტის გრაფიკულ ნამუშევრებს და ფაქტიურად გრაფიკული აღწერაა პოეტის დაფარული ბიოგრაფიისა.სხვა მრავალ მნიშვნელოვან თემასაც შეეხო მწერალი, რომელთაც დაწვრილებით ვიხილავთ მის ახალ წიგნში: "სხვა ტერენტი გრანელი".

დასასრულს ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორმა მადონა მაქაცარიამ საღამოს დასასრულს მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს და დამსწრე საზოგადოებას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მოადგილე კონსტანტინე კაკავა, ახალგაზრდა პოეტები და მოწვეული სტუმრები .

image

0
12
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგიმეფარიძე123
გიორგიმეფარიძე123
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0