x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
რომ იცვლი ამ კაცებს, ეს უკვე ბო**ბაა...იყო დასკვნა. ეძებ ეძებ.....იცვლი, იცვლი...-იუნა შაფათავა
image

"შენი ადამიანის პოვნა იგივეა, ტროტუარზე სიბნელეში, ბოთლის ნამსხვრევების ბრილიანტად წარმოდგენა.


მახსოვს წლების წინ, დოდოშკამ მითხრა ას გრადუს ცელსიუსში, მაშინ ჯერ 7-8 წლის წინ, პატარა ვიყავი, ვთქვი, რომ უნდა ეძებო შენი ადამიანი.
- რომ იცვლი ამ კაცებს, ეს უკვე ბოზობაა...იყო დასკვნა.
ეძებ ეძებ.....იცვლი, ცვლი....ტრანსპორტივით, დალეული ყავის ჭიქასავით....ვერ გრძნობ დანაყრებას. ან გწყურია ან გშია. სულ.
ჩემს ძალიან საყვარელ მამაკაცს ვუთხარი ამას წინ - იცი, დავდივარ, ამდენ ადამიანს ვხვდები, ამ 8 მილიონიან ქალაქში და ეს ყველაფერი - დიდი ნამდვილი უსასრულო მარტოობისგან გაქცევა და მასკირებაა....
მხოლოდ ზოგჯერ, ძალიან ზოგჯერ, ამ ტროტუარის შუშის ნამსხვრევებში, სიბნელეში შუქი ისე ეცემა, ბრილიანტს გაგონებს და ილუზიას, რომ მარტო არ ხარ და გაგონებს იმ ნამდვილს, რომელიც ყველას ასე უნდა და ეშინია.
ჩემი დაქალის მეგობარს ვუთხარი ზაფხულში - მეშინია, მინდა და მეშინია, მატკენს.


ყველას გვეშინია, yuna, მაგრამ უნდა სცადოო.
და ასე, რა.
და ვერ ვჩუმდები, რა ვქნა, ეს ხალხმრავალი ხმაურიანი მარტოობა მაგიჟებს.
და უძახეთ რაც გინდა სახელები.
მე კი ისევ მარტო მძინავს, როგორც ყოველთვის,
მე ვარ ქალი, რომელიც იძლევა რჩევას- არ დაიძინოთ ადამიანთან, ვინც გიზიდავთ, შეჩვევა იცის, და განთიადზე ან ვაგდებ გარეთ ან თვითონ მივდივარ.
შუშა წამში ბრილიანტის გაელვებით ბრილიანტი არ ხდება. მაგრამ რომ მიხვდე, ხელი უნდა მოკიდო, აიღო, გაიჭრა, სისხლი გადინოს და გადააგდო...
რამდენი ანტისეპტიკი და წმენდა, ახალ ჭრილობამდე.
დავიჯერო თქვენი შუშები გიხარიათ..? არ მჯერა.
ბრილიანტი დიდი იშვიათობაა. ბრილიანტის ფული რომ არ გაქვს, ყალბ ბიჟუს ატარებ რაღაც გამართლებებით. ჯანდაბას, ვინტიჯი მიყვარს, მაგრამ ადამიანი დაძველებით არ უკეთესდება, უმეტესწილად, ვერ გაამართლებ შუშის სიცარიელეს.
მოგიყევით, რა.
გუშინ გიორგობას ბედნიერი ვიყავი, დღეს ახალი დღეა. იმდენმა შუშამ გამიხსენა ყოველთვის შუშის ცარიელ ჟღარუნით ვერ
ვიყრუებ თავს.



ძალიან დიდი ხნის წინ რაღაც უუბრალოეს სერიალში (არ ვუყურებდი, ტელევიზორი ლაყბობდა ხმამაღლა), ერთმა გმირმა თქვა: მე ყოველდღე ისე ვცხოვრობ, სასწაულს ველოდები. გავშეშდი მაშინ, ისე გავდა ჩემს მოლოდინებს.
მიყვარს თქვენთან გაზიარება, მგონია რომ ვარსკვლავებს თქვენით ჩემი სიტყვების გააზრებით უკეთ ესმით ჩემი.


ამიტომ მინდა, შუშის ნამსხვრევებზე არ დაიხაროთ და არ გაიჭრათ თითები.
ჩემთან 5th avenue აქვეა, ბრილიანტების ცვენაა, მაგრამ ჩემია კი..? იმედია ხვდებით რომ ბრილიანტებზე არაა.
ბრილიანტ ადამიანებზეა. ბრილიანტზე ძვირად რომ მოიპოვება.
იპოვეთ და იქნებ მეც ეს დაბინტული დაშრამული თითები არ ვაპარტყუნო უაზროდ, ცივ ტროტუარზე, ასფალტის ჯუნგლებში და ეს ძალიან ხალხმრავალი მარტოობა მორჩეს.



რას იზამ, რომ მოუსვენარია ჩემი სული და სულ სადღაც მეძახის. ზოგჯერ მაინც, ბრილიანტმა რომ მოისვენოს ჩემ მკერდზე აჩქარებულ გულზე ან ჩემი ბრილიანტი თავი მოვასვენო მის ძლიერ გულზე, ცოტათი უფრო ბედნიერი გოგო ხომ ვიქნები....? ან ძალიან ბედნიერი? კარიერისტკა ვარ, ვუყვარვარ ბევრს მაგრამ შენ რომ გიყვარს, სხვა შუქით გავსებს ...
ბედნიერი დღე, ყველას, ვისაც სასწაულების სჯერა და სწამს, აგსრულებოდეთ და მეც შემაწიეთ ნაპერწკლები"-წერს სოციალურ ქსელში იუნა შაფათავა.

image

0
604
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
604
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0