x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"პორნოს და ტანვარჯიშს შორის დიდი განსხვავება არ არის"-ჰოლანდიელი სპორტსმენის ისტორია
imageტანმოვარჯიშე ვერონა ვან დე ლერი 14 წლის ასაკში გახდა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ვერცხლის პრიზიორი, ერთი წლის შემდეგ კი ნიდერლანდების საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს.


მაგრამ მწვრთნელთან და ოჯახის წევრებთან კონფლიქტმა განაპირობა ის, რომ მისი სპორტული მიღწევები შემცირდა, რამაც იგი აიძულა ტანვარჯიშისთვის თავი მიენებებინა, გოგონა უფულოდ, სამუშაოს და სახლის გარეშე დარჩა. ამის შემდეგ ვერონამ პორნოფლიმებში დაიწყო გადაღება, ქვემოთ გაეცნობით ვერონა დე ლერის არაჩვეულებრივ ისტორიას.



2011 წელს, 26 წლის ვან დე ლერი უსახლკაროდ დარჩა. მშობლები წინააღმდეგი იყვნენ იმის, რომ მათ ქალიშვილს ურთიერთობა ჰქონდა კრიმინალური წარსულის მქონე მამაკაცთან, ამიტომ სახლიდან გამოაგდეს ორივე. წყვილს თავიდან ჯერ კიდევ ჰქონდა დანაზოგი, მაგრამ სწრაფად შემოელიათ. ვერონას დაბრუნება სურდა სახლში, მაგრამ მისმა მშობლებმა კარების საკეტი შეცვალეს და განაცხადეს, რომ დროა მას საკუთარი ცხოვრებას დაიწყოს.


სამუშაოს მხრივ საქმე ვერ აეწყო და ორივე ქუჩის მაწაანწალა გახდა, ღამეს მანქანაში ათევდნენ. ზაფხულში, მათ უმეტესი დრო ქალაქის სანაპიროებზე გაატარეს (სადაც უფასოდ ბანაობა შეეძლოთ), მაგრამ ზამთარში ადვილი არ იყო: ღამის განმავლობაში მანქანა ყინულით იფარეობოდა და წყვილი სიცივისგან იყინებოდა.



ყოფილი ტანმოვარჯიშე იხსნებს რომ ყველაზე რთული შიმშილთან გამკლავება იყო. დილაობით ვერონა სუპერმარკეტში მიდიოდა, სადაც უსახლკაროებს ნარჩენ საკვებს ურიგებდნენ. ზოგჯერ ყველი და ძეხვის ნაჭერი ხვდებოდა, მაგრამ უმეტესად პური და არაქისის კარაქი იყო მისი დღიური ულუფა. ასე იკვებებოდნენ კვირაობით და თვეობით.


”აქამდე მეგონა ვიცოდი რა არის შიმშილი. ტანვარჯიშის დროს გამუდმებით დიეტაზე ვიყავი, რადგან იძულებულს მხდიდნენ წონისთვის მიმეხედა. მაგრამ ეს ათჯერ უფრო უარესი იყო ” - აღიარა ვან დე ლერმა.

image


ვან დე ლერის პოპულარობა ხელს უშლიდა. სპორტსმენს სამარცხვინოს მიაჩნდა სუპერმარკეტში სამუშაო მოეძებნა ანდა სოციალური შემწეობა ეთხოვა. მას ეშინოდა, რომ პრესა გაარკვევდა, სად და როგორ ცხოვრობდა. ვერონა ფიქრობდა, რომ შემოსალის წყაროდ კრიმინალი უფრო ეფექტური საშუალება იყო.


გოგონამ შანტაჟს მიყო ხელი. მან საყვარლებზე დაიწყო ნადირობა, რა დროსაც გაარკვია, რომ ორივე ოჯახი ჰყავდა. გამუდმებით თანხას სძალავდა იქამდე, სანამ ამ ყველაფერმა პოლიციის ყურამდე არ მიაღწია.

ჩხრეკის დროს, ვერონასგან ამოიღეს კომპიუტერი, სადაც იპოვნეს ორი ვიდეო და 144 ბავშვთა პორნოგრაფიული ფოტო, ხოლო მანქანაში აღმოუჩინეს არარეგისტრირებული იარაღი. ვან დე ლერმა აღიარა შანტაჟი, მაგრამ არა ბავშვთა პორნოგრაფიის შენახვა.


ასე აღმოჩნდა ვერონა ციხეში, სადაც ორნახევარი თვე გაატარა. გოგონამ აღიარა, რომ იმ მომენტში თვითმკვლელობაზეც კი ფიქრობდა. ის ხომ 10 წლის წინ მსოფლიო სპორტის ვარსკვლავი იყო.

image

ვან დე ლერმა ხუთი წლის ასაკში დაიწყო ვარჯიში ტანვარჯიშში. ცხრა წლის ასაკში მან უკვე ბრწყინავდა ახალგაზრდულ შეჯიბრებებზე, 14 წლის ასაკში გახდა ქვეყნის აბსოლუტური ჩემპიონი, ხოლო ერთი წლის შემდეგ შედგა მისი დებიუტი მსოფლიო თასზე, გუნდთან ერთად მეხუთე ადგილი დაიკავა.

image

სპორტსმენის კარიერაში ვარსკვლავური წელი იყო 2002-ი. საბერძნეთში ევროპის ჩემპიონატზე ვან დე ლერმა მოიგო ხუთი მედალი (სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაო), ასე რომ, ჰოლანდიის ნაკრებმა გუნდურ შეჯიბრში მეორე ადგილი დაიკავა. საერთო ჯამში ვერონამ კონკურენცია გაუწია ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, სვეტლანა ხორკინას.


გამარჯვებისთვის ჰოლანდიელ გოგონას მხოლოდ 0, 05 ქულა დააკლდა. ამავდროულად, ვან დე ლერმა რუს ტანმოვარჯიშეს მედლების რაოდენობით გადაასწრო: ხუთი ოთხის წინააღმდეგ.


რამდენიმე თვის შემდეგ, ვან დე ლერმა გერმანიის მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ ვარჯიშებში ვერცხლი მოიგო და ნიდერლანდების წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა. ორი წლის შემდეგ მას ათენის ოლიმპიადაზე მედალი უწინასწარმეტყველეს, თუმცა ამის შემდეგ ტანმოვარჯიშის შედეგები ნელ-ნელა იკლებს, გოგონამ გამოაცხადა, რომ კარიერას ასრულებს, რასაც კონფლიქტი მოყვა მწვრთნელთან და განსაკუთრებულად მშობლებთან.


ვერონას გადაწყვეტილებამ უფრო გაამწვავა ოჯახთან ისედაც რთული ურთიერთობა. მშობლები აძალებდნენ, რომ ტანვარჯიშს დაბრუნდებოდა. სპორტსმენი ბრაზობდა და ამბობდა, რომ მათთვის ბავშვი აღარაა და არც ფულის გამომუშავების მანქაანა


ვერონამ მამის წინააღმდეგ საჩივარის შეიტანა, სადაც ბრალს სდებდა საპრიზო და რეკლამიდან მიღებული თანხების მითვისებაში, ამის საპასუხოდ, ვან დე ლერ უფროსმა განაცხადა, რომ მისი ქალიშვილის ბოიფრენდი, ბეისბოლის ჯოხით თავს დაესხა.

ტანვარჯიშემ მშობლებისგან 62 ათასი დოლარი დაიბრუნა, საბოლოოდ ჩამოშორდა ოჯახს და ქუჩაში აღმოჩნდა.

შანტაჟის და ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ვან დე ლერმა დაიწყო სამსახურის ძებნა. მას შესთავაზეს ვებკამერის მოდელად მუშაობა. ყოფილი ტანმოვარჯიშე ვიდეო ჩატის საშუალებით უკავშირდებოდა კლიენტებს წუთში 70 ცენტად და ასრულებდა მათ სექსუალური ხასიათის მოთხოვნებს.

image


შემდეგ ვერონა პორნოფილმში თამაშს დათანხმდა:”მათ შემომთავაზეს ისეთი თანხა, რომელსაც უარს ვერ ვიტყოდი. ფული მომავალის ოცნებების ახდენაში დამეხმარება- მინდა საკუთარი მაღაზიის ან ფოტოსტუდიის გახსნა. ”- განაცხადა ყოფილმა ტანვარჯიშემ.


ვან დე ლერი უკვე 8 წელიწადია თამაშობს ზრდასრულების ფილმები. ამ ხნის განმავლობაში, ჰოლანდიელებმა შექმნა საკუთარი ვებგვერდი -ვიდეო და ფოტოგადაღებებით. მისი თქმით, ეს არის სამუშაო, რომელზეც შეიძლება მხოლოდ იოცნებო.

”ეს არის გასაოცარი შესაძლებლობა. მე შევქმენი საკუთარი წესები და ვთამაშობ პორნოფილმში მარტო ან ჩემ მეგობარ მამაკაცთან ერთად. ”- თქვა მსახიობმა.



image

”ტანვარჯიშსა და პორნოს შორის დიდი განსხვავება არ არის. ტანმოვარჯიშეები, უმეტესწილად, ექსგობიციონიზმით არიან დაკავებულნი. გოგონას ფართოდ გაშლილი ფეხების ყურება მოწონთ და თუ ვინმე მააკრიტიკებს, რომ იცოდნენ, თუ რა ხდება სინამდვილეში ტანვარჯიშის სამყაროში, მაშინ ასეთი კატეგორიულები აღარ იქნებოდნენ, ”- ამბობს ვან დე ლერი.


იხილე აგრეთვე

image

ორიოდე დღის წინ ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წელი შესრულდა, ეს მნიშვნელოვანი თარიღი არა მარტო გერმანიაში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნეს, ამ მოვლენასთან დაკავშირებით შემოგთავაზებთ ერთ არაჩვეულებრივ ისტორიას ორ ფეხბურთელზე გდრ-იდან. დირკ შლეგელი და ფალკო გიოტცი ბავშვობიდან მეგობრობდნენ და ერთადვე იზრ...

რუსმა მოციგურავემ ალინა სოტნიკოვამ პირადი ცხოვრებისეული პრობლემების გადაწყვეტა მკითხავის მეშვეობით გადაწყვიტა.ახალგაზრდა ქალი "ინსტაგრამით" დაუკავშირდა მკითხავს, ფიგურულმა მოციგურავემ თაღლით მკითხავს სახელად ოლგას(რომელი მკითხავი არ არის თაღლითი რომ?)21 დან 30 სექტემბრამდე გადაურიცხა 2 მილიონი რუბლი(დაახლოებით 30 600 აშშ$). ამის შემდეგ მკ...

სპორტულ-ისტორიული დრამა "ლეგენდა №17"(Легенда №17)დასახელდა XXI საუკინის ყველაზე პოპულარულ რუსულ ფილმად, ამის შესახებ იტყობინება სააგენტო ТАСС . "ლეგენდა №17"-ში, რომლის რეჟისორია ნიკოლაი ლებედევი 2013 წელს გამოვიდა ეკრანებზე, მასში აღწერილა ლეგენდარულ საბჭოთა ჰოკეისტის ვალერი ხარლამოვის ცხოვრება.ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ დანილა კოზლ...

კიევის გრანპრიზე გამარჯვებულმა ქართველმა სპორტსმენმა, სალომე ფაჟავამ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: კიევში გრან პრის ეტაპზე ოქროს მედალი ავიღე. ამ შედეგის უკან ჩემი და ჩემი მწვრთნელების თავდაუზოგავი შრომა დგას. მისი მიღწევა სულაც არ არის იოლი. ახლახან დარბაზში პრესკონფერენც...

ლეგენდარულმა საბჭოთა ტანმოვარჯიშემ ოლგა კორბუტმა კიდევ ერთხელ დასდო ბრალი ყოფილ მწვრთნელს. იყო დრო, როდესაც ოლგა კორბუტის სახელი მთელს მსოფლიოს აზანზარებდა, 1972 წელს, მიუნხენის ოლიმპიადის შემდეგ, სადაც 17 წლის ოლგამ სამი ოქროს მედალი მოიგო, პოპულარობით თვით იური გაგარინსაც კი გადაასწრო....

1
1158
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1158
  
13 ნოემბერი, 23:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1