x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ოლიმპიადის წინ მწვრთნელმა გამაუპატიურა"-ოლგა კორბუტმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ყოფილი მწვრთნელი
image
ლეგენდარულმა საბჭოთა ტანმოვარჯიშემ ოლგა კორბუტმა კიდევ ერთხელ დასდო ბრალი ყოფილ მწვრთნელს.




იყო დრო, როდესაც ოლგა კორბუტის სახელი მთელს მსოფლიოს აზანზარებდა, 1972 წელს, მიუნხენის ოლიმპიადის შემდეგ, სადაც 17 წლის ოლგამ სამი ოქროს მედალი მოიგო, პოპულარობით თვით იური გაგარინსაც კი გადაასწრო.მისი შესრულებულმა უნიკალურმა ელემენტმა, რომელიც ცნობილია სახელით "კორბუტის მარყუჟი", (დღეს უკვე აკრძალული) მსოფლიო დიდება მოუტანა მას.სწორედ კორბუტის შემდეგ დაიწყო აშშ-ში სპორტული ტანვარჯიშის ბუმი.

image

3 აპრილს 63 წლის კორბუტი მიწვეული იყო ტელეშოუში "Пусть говорят", რომლის თემაც იყო პოპულარული ჰეშთეგი #metoo(მეც), რომელიც ქალების მიმართ განხორციელებულ სექსუალური ძალადობის ისტორიებს მოგვითხრობს.




კორბუტმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ყოფილი მწვრთნელი, რენალდ კნიში გაუპატიურებაში, პირველად ამის შესახებ ოლგამ სახალხოდ 90-იანი წლებში განაცხადა, ხოლო შემდგომ გამოცემულ წიგნში დაწვრილებით აღწერა ეს ინციდენტი.

image

86 წლის რენალდ კნიში პირდაპირ ეთერში სკაიპის მეშვეობით ჩაერთო.



კორბუტი:"ეს იყო, არ ვიცი, როგორაა რუსულად Molesting...ძალადობა, შეურაცხყოფა .... მიუნხენის ოლიმპიადის დაწყებამდე მან უბრალოდ გამაუპატიურა. ეს არის სიმართლე და ვცხოვრობ ამით, ძალიან რთულია. დავმალე ეს ამბავი. ძალიან მრცხვენოდა. ეს მოხდა მინსკში, სასტუმრო "საიუბილეოში" ოლიმპიური თამაშების დაწყების წინ, როდესაც 17 წელი შემისრულა ... შემდგომში მან კიდევ ერთი გოგო მოამზადა ამისთვის, მაგრამ გოგონამ მშობლებს უთხრა, მისი ციხეში ჩაყუდება უნდოდათ."


კნიში:"სიცრუეა ეს ყველაფერი, თავიდან ბოლომდე, ცილისწამება!რა თავხედობაა, ამაზრზენი უტიფრობა!"


კორბუტი:"რენალდ ივანოვიჩ, თქვენ კარგად იცით, რომ ეს სიმართლეა და ნუ ამბობთ ჩემი მისამართით ცუდ სიტყვებს. ეს არ გრძელდებოდა მხოლოდ ერთი წელიწადი, ეს გრძელდებოდა დიდხანს. მე მაშინ პატარა ვიყავი."


კნიში:"რა ძუკნაა! მსგავსი არაფერი ყოფილა, მე ძალიან შორს ვიყავი ასეთი აზრებისგან..აი როგორია ჩემს მიმართ მადლიერება, რომ ცნობილი გაგხადე"


კორბუტი:"უნდა ატარო ეგ ცოდვა რაც ჩემს მიმართ ჩაიდინეთ და არა მარტო ჩემს მიმართ..მე თქვენ პატივს გცემთ, როგორც მწვრთნელს, მაგრამ როგორც ადამიანი, ჩემთვის არარაობა ხართ."

image

ბელორუსი სპორტსმენი, ოთგზის ოლიმპიური ჩემპიონი ოლგა კორბუტი 1991 წლიდან აშშ-ში ცხოვრობს, აშშ-ში ცხოვრების დროს კორბუტი რამდენჯერმე მოექცა პრესის ყურადღების ქვეშ, ერთხელ მაღაზიაში წვრილმანი ქურდობის გამო, ხოლო სულ ახლახან, 2017 წელს ჯიდლოების და მედლების გაყიდვის გამო, როგორც The Daily Telegraph იუწყებოდა, კორბუტს პირადი და ფინანსური პრობლემები შეექმნა, რის გამოც მედლები 183 000 დოლარად გაყიდა, თავიდან თვითონ კორბუტი უარყოფდა ამ ფაქტს.



ამჟამად 63 წლის კორბუტი ისევ გათხოვებას აპირებს შეძლებულ ამერიკელზე, ჯეი შეფილდზე (მანამდე მან 22 წელიწადი იცხოვრა ანსამბლ "Песняры"-ის სოლისტთან, ლეონიდ ბორტკევიჩთან, რომელსაც 2000 წელს დაშორდა)




ასევე დაგაინტერესებთ:გასული საუკუნის სპორტული რეკორდები, რომელიც დღემდე დაუძლეველია



1
965
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
965
  
2018, 9 აპრილი, 22:51
ვუყურე ამ გადაცემას.საინტერესო იყო... ისე რატომაა რომ ეს პროფესიონალი მწვრთნელები ხშირად ჩადიან ასეთ დანაშაულს... :/
0 1 1