x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
დასახელდა XXI საუკუნის ყველაზე პოპულარული რუსული ფილმი
image


სპორტულ-ისტორიული დრამა "ლეგენდა №17"(Легенда №17)დასახელდა XXI საუკინის ყველაზე პოპულარულ რუსულ ფილმად, ამის შესახებ იტყობინება სააგენტო ТАСС .


"ლეგენდა №17"-ში, რომლის რეჟისორია ნიკოლაი ლებედევი 2013 წელს გამოვიდა ეკრანებზე, მასში აღწერილა ლეგენდარულ საბჭოთა ჰოკეისტის ვალერი ხარლამოვის ცხოვრება.ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ დანილა კოზლოვსკი(ვალერი ხარლამოვი), ოლეგ მენშიკოვი(ანატოლი ტარასოვი, «ЦСКА» -ს და საბჭოთა კავშირის მთავარი მწვრთნელი) და სვეტლანა ივანოვა(ირინა სმირნოვა, ხარლამოვის მომავალი ცოლი)



გამარჯვებული გამოვლინდა შეფასებებით, რომელსაც უწერდნენ «Кино Mail.ru» სერვერის მომხმარებლები, გამარჯვებულის გამოსავლენად გაანალიზდა 6 მილიონამდე შეფასება, აღსანიშნავია, რომ "ლეგენდა №17"-ს ყველა ასაკის კატეგორიამ თანაბრად მისცა ხმები(18 -დან 55-წლამდე და უფრო მეტი).




ვალერი ხარლამოვი(1948-1981)მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჰოკეისტი იყო.1972 და 1976 წლების ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1976 წლის ოლიმპიადის ჰოკეისტთა ტურნირის გადამწყვეტი შაიბა გაიტანა, რამაც საბჭოთა ნაკრებს ჩემპიონობა მოუპოვა. 1980 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი (სოლტ-ლეიკ-სიტის თამაშების გადამწყვეტ შეხვედრაში, სსრკ-მ აშშ-ის ნაკრებთან წააგო).

image

ხარლამოვმა რვაჯერ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული, ხოლო 11-ჯერ საბჭოთა კავშირისა (მოსკოვის ცსკა-ს შემადგენლობაში). 1971 და 1972 წლებში, ხარლამოვი მსოფლიოს ჩემპიონატების ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა, ხოლო 1972, 1973, 1975 და 1976 წლების ჩემპიონატებზე ჩემპიონატის სიმბოლურ ხუთეულში დაასახელეს.


1976 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე აღიარეს საუკეთესო ფორვარდად. კანადა-საბჭოთა კავშირის პირველ სუპერსერიაში, 1972 წელს ხარლამოვმა პირველსავე შეხვედრაში ორი შაიბა გაიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ამავე სერიის მეექვსე შეხვედრაში, “ფილადელფია ფლაიერზის” ჰოკეისტმა ბობი კლარკმა, ხარლამოვს კოჭი მოტეხა.


ვალერი ხარლამოვი შეყვანილია IIHF -ის დიდების(1998) და ჰოკეის დიდების დარბაზში(2006).აგრეთვე საუკუნის საუკეთესო მოთამაშეთა სიმბოლურ ნაკრებში.

image

ვალერი ხარლამოვი 1976 წელს საშინელ ავარიაში მოყვა, რა დროსაც ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს, მან მხოლოდ 2 თვის შემდეგ შეძლო ფეხზე გავლა, თუმცა 5 წლის შემდეგ ის მაინც ავტოავარიის მსხვერპლი გახდა, 1981 წლის 27 აგვისტოს მისმა მეუღლემ ირინამ, ნაწვიმარ გზაზე "ვოლგა"-გაზ-24-ის საჭე ვეღარ დაიმორჩილა და საპირისპიროდ მომავალ "ზილს" შეასკდა.ცოლ-ქმარი ადგილზე დაიღუპა.

image


1
317
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
317
  
2019, 28 აგვისტო, 1:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1