x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ინტერნეტ სენსაცია:9 წლის გოგონამ სამჯერ მასზე მძიმე შტანგა ასწია და ახალი რეკორდი დაამყარა
image

აზიის უძლიერესმა გოგონამ საკუთარ წონაზე სამჯერ მძიმე შტანგა ასწია



ცხრა წლის ინდოელმა არშია გოსვამიმ, რომელსაც აზიის უძლიერეს გოგონასაც უწოდებენ, საკუთარი რეკორდი მოხსნა და 75 კილოგრამიანი შტანგა ასწია. ამის შესახებ India Today იუწყება.


გოგონა ჰარიანას ქალაქ პანჩკულადან ცნობილი გახდა ძალოსნობით, . მას უკვე აქვს რამდენიმე სერიოზული მიღწევა. New York Post-ის ცნობით, ექვსი წლის ასაკში მან 45 კილოგრამიანი შტანგა ასწია და ინდოეთის რეკორდების წიგნში შევიდა. რვა წლის ასაკში გოსვამიმ აზიის რეკორდი დაამყარა, 60 კილოგრამიანი შტანგა ასწია.



თებერვლის ბოლოს სოციალურ ქსელში გამოჩნდა ვიდეო, სადაც გოსვამი სწევს 75 კილოგრამს, თუმცა ვირუსული მხოლოდ აპრილში გახდა და მთელს მსოფლიოს ქსელებს მოედო. სოციალურ ქსელ X-ზე ვიდეო ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.


აღნიშნულია, რომ ახალგაზრდა ინდოელი დაახლოებით 24 კილოგრამს იწონის, რაც იმას ნიშნავს, რომ აწეული შტანგა მასზე სამჯერ მძიმეა.


"დაუჯერებელია "-"ვაუ, ვაუ ჩენ გვყავს ახალი სუპერვარსკვლავი, რომელიც ინდოეთს ოქროს მოუტანს" " სუპერ"-წერენ ინტერნეტმომხმარებლები კომენტარებში.(ნახე ვიდეო ამ ბმულზე)

ადრე ვწერდით, ულამაზეს ყაზახ ფრენბურთელზე, საბინა ალტინბეკოვაზე, რომელსაც, მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავს მთელი მსოფლიოდან(მიყევი ბმულს)

0
221
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
221
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0