x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ვინ არის ულამაზესი ფრენბურთელი, რომელსაც მილიონობით თაყვანისმცმელი ჰყავს მთელს მსოფლიოში
image


საბინა ალტინბეკოვამ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, როგორც ფრენბურთელმა, თუმცა მისი სპორტული კარიერა დღეს უკვე გარკვეულწილად ნაკლებად გამორჩეულია.


იგი დაიბადა 1986 წლის 5 ნოემბერს ყაზახეთში, აქტობეში, ის მხოლოდ 17 წლის იყო, როცა პოპულარობა მოიპოვა 2014 წელს აზიის ახალგაზრდულ ფრენბურთის ჩემპიონატზე.


ყაზახეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა პირველ ეტაპი დაძლია, მაგრამ მეოთხედფინალში იაპონიისგან გამოაგდო და საერთო ჯამში მე-7 ადგილი დაიკავა.


image


თავდაპირველი წარმატების შემდეგ, ალტინბეკოვამ მოიზიდა გულშემატკივართა უზარმაზარი არმია, რის შემდეგაც 2015 წელს გააფორმა კონტრაქტი სპორტულ სააგენტო Denstu-სთან, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც არაიაპონელმა სპორტსმენმა ქალმა გააფორმა კონტრაქტი კომპანიასთან. იგი შეუერთდა კლუბ GSS Sunbeams-ს ტოკიოში, რომელიც თამაშობდა იაპონიის II ჩელენჯ ლიგაში. თუმცა, მან მხოლოდ მცირე დრო გაატარა იაპონიაში, რადგან ავადმყოფობის გამო ყაზახეთში დაბრუნდა მოუწია და მომდევნო სეზონზე კლუბ "ალმა-ატაში" ითამაშა. თუმცა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ყაზახეთის ფრენბურთის ეროვნულ ნაკრებში მოხვედრილიყო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

image

შემდეგ ის დუბაიში გადავიდა და კონტრაქტი გააფორმა "ალ ვასლთან". ის ახლა სეზონის დროს თამაშობს "ალ-ვასლში", ხოლო დანარჩენ დროს კი ბრუნდება ყაზახეთში "ალმატაში" სათამაშოდ.

image

image



საბინა ალტინბეკოვა - ძალიან ლამაზია ფრენბურთისთვის?



როდესაც პირველად მისი დებიუტი შედგა აზიის ახალგაზრდულ ფრენბურთის ჩემპიონატზე, საბინა ალტინბეკოვამ მაშინვე შექმნა უზარმაზარი გულშემატკივართა არმია. მის ინსტაგრამის გვერდი უცებ 800 000-ზე მეტი ადამიანმა გამოიწერა.

image

აზიელი(და არამარტო) თაყვანისმცემლები აშკარად აღფრთოვანებულები არიან მისი გარეგნობით. როგორც აღმოჩნა მის მიმართ ყურადღების ხარისხი ჭარბობდა სპორტს.


თავად მოთამაშეც და მწვრთნელიც სთხოვდა ხალხს, ნუ მიაქცევნდენ მის გარეგნობას ყურადღებას და ამის ნაცვლად უყუროთ და დატკბენ სპორტით, თუმცა ნამდვილად ძნელი თვალი მოსწყვიტო ამ ულამაზეს გოგონას.

image

image

ადრეული პოპულარობის ფონზე საბინა ალტინბეკოვამ გამოუშვა საკუთარი სპორტული ტანსაცმლის ბრენდი S20. მაგრამ, გარდა მისი ინსტაგრამისა, (დღეს უკვე 1, 1 მილიონი გამომწერით)მისი სილამაზით აღფრთოვანებული თაყვანისმცემლებისა, ის ბოლო რამდენიმე ხანია მედიის ყურადღების მიღმა რჩება, შესაძლოა ნაწილობრივ იმის გამო, რომ ამჟამად ყაზახეთის ფრენბურთის ეროვნულ გუნდში არ ირიცხება.მეტიც, ბოლო ტოკიოს ოლიპიადაზე ყაზახეთი გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევაც ვერ შეძლო.

image

3
1071
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1071
  
2023, 11 ივლისი, 22:52
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
2023, 7 ივლისი, 22:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 4 ივლისი, 23:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3