x
image
თორ ნიკე
Mediator image
ზვიად გამსახურდიას წერილი ილია II-ის მიმართ
ზვიად გამსახურდიას წერილი ილია მეორეს მიმართ


"უკანასკნელ ხანებში, ჩვენს მრევლსა და საზოგადოებაში ზოგიერთი უღირსი ადამიანის მიერ გავრცელდა ყალბი ხმები, თითქოს მე თქვენ გებრძვით რაღაც კერძო ინტერესით, თითქოს მე თქვენი "მტერი" ვარ და ა.შ.

სინამდვილეში კი მე თქვენ როდი გებრძვით, არამედ ვებრძვი ჩვენი სამღვდელოების რიგებს შეპარულ მამათმავლებს, გამომძალველებს, მექრთამეებს და სხვა უმსგავსობათა მოქმედ ადამიანებს.

თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ყოველივე ამას მე ვებრძოდი ჯერ კიდევ 1967 წლიდან, ე.ი. იმ პერიოდიდან, როდესაც საბოლოოდ დავრწმუნდი რომ ეს მანკიერი მოვლენები სერიოზულ საფრთხეს უქმნიან ჩვენს ეკლესიას. ამავე მიზეზით იყო გამოწვეული ჩემი ბრძოლა ბიძინა კერატიშვილთან (ყოფილ "მიტროპოლიტ გაიოზთან") და არა სხვა რაიმე ინტერესით.


ამჟამად, მე მოგიწოდებთ თქვენ, ჩვენი ეკლესიის მამამთავარს, ებრძოლოთ ამ საგანგაშო მოვლენებს. მე მოვუწოდებ აგრეთვე ყველა ქართველს, ვინც თავისი ერისა და ეკლესიის ღირსებას პატივს სცემს, ამხილოს ეკლესიაში შემოხიზნული ქვაბ-ავაზაკნი და მამათმავალნი, ვიდრე საბოლოოდ არ განიწმინდება მათგან ჩვენი ეკლესია.

საჭიროა, აგრეთვე მხილება იმ პირთა, ვინც ანგარებით თუ სხვა მიზნებით ხელს აფარებენ ქვაბავაზაკებს და მამათმავლებს და მით ფაქტიურად, მათი დანაშაულის თანამონაწილენი ხდებიან.

პატივისცემით, ზვიად გამსახურდია.

1980.6.III.


P.S. საერთოდ მე ვფიქრობ, ჩვენს ეკლესიაში აღსდგეს საეკლესიო სასამართლო, რომელიც არსებობდა ლეონიდე კათალიკოსის დროსაც და საერთოდ, ოციან წლებშიც. საერო მთავრობა, მე მგონი, ამის წინააღმდეგ არ წავა, ვინაიდან ეკლესია ოფიციალურად ფლობს ამ უფლებას. ეს სასამართლო სასწრაფოდ უნდა შეიქმნას, რაც ბოლოს მოუღებს მითქმა-მოთქმას."


წყარო: საქართველოს ეროვნული არქივის უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. საქართველო (ნაწ. II)

7. ნაციზმი

8. ჰიტლერი

9. მეცნიერება

10. რელიგია

11. პარანორმალი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
3586
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
3586
  
ჩემი სუბიექტურია აზრია: ჩვენი პატრიარქი არის ძალზედ სათნო პიროვნება, რომელიც თვლის რომ სიკეთითა და მადლით შეიძლება ყველანაირი ადამიანის "განკურნება"... შესაძლოა არის კიდეც ასე, მაგრამ საუბედუროდ, რაც მე ვიცი, "არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა"...
მდააა,.. ხედავთ როდის ლაპარაკობდა "ამებზე" ჩვენი პირველი პრეზიდენტი? ყოველთვის მიკვირდა და აი, ამიტომაც "აღნიშნეს" ალბათ საპატრიარქოში მისი გაძევება 1992 წლის 6 იანვარს, არა?
0 1 2