x
image
თორ ნიკე
Mediator image
სატანიზმი - ლუციფერ ცისკრის ვარსკვლავის ეკლესია და მისი წესები

სატანიზმი -  ლუციფერ ცისკრის ვარსკვლავის ეკლესია და მისი წესები


1966 წლის 30 აპრილს ანტონ შანდრო ლავეიმ (1930-1997) დააარსა პირველი სატანისტური ეკლესია დედამიწაზე. ანტონმა დაწერა პირველი სატანისტური ბიბლიაც 1969 წელს. გარდა ამისა მის კალამს ეკუთვნის სხვა რამდენიმე წიგნი, როგორიცაა: "სატანური რიტუალები" 1972 წელს.

"სატანური ჯადოქარი", რომელიც 1989 წელს დაწერა,

ასევე "ეშმას დღიური" (1992 წელს).

მისი ბოლო წიგნი იყო "სატანა ლაპარაკობს!" (1998 წ.)...

მანვე ჩამოაყალიბა "სატანის 9 მცნება" და "ცხოვრების 11 სატანური წესი".

1968 წელს მან გააკეთა სატანისტური ბიბლიის პირველი გამოცემა და ამ წიგნში ის აღნიშნავს, რომ მის ძარღვებში ჩქეფს ქართული, რუმინული, უკრაინული და ასევე ბოშა ბებიას სისხლი. ანტონი იყო ამერიკელი მწერალი, ოკულტისტი და მუსიკოსი. მან გამოსცა 3 მუსიკალური ალბომი: 1. სატანური მესა, 2. სატანა არადეგებზე მიდის და 3. უცნაური მუსიკა.

მას ჰყავდა 2 ქალიშვილი - კარლა ლავეი და ზეენა გალათეა ლავეი, ხოლო ერთი ვაჟიშვილი - სატან ქსერქსე კარნაცკი ლავეი.

ლავეის მიმდევარ სატანისტებს არც ღმერთის სწამთ და არც ლუციფერის არსებობის. ისინი უბრალოდ პტივს სცემენ ლუციფერს როგორც რელიგიასთან წინააღმდეგობის სიმბოლოს. ისინი არ არიან ისეთი სატანისტები, რომლებიც სწირავენ ცოცხალ არსებებს. სატანისტების საშიში და ანტისოციალური ფრთა არ არიან ლავეის მიმდევრები და მათ მართლაც სწამთ სატანის არსებობა, სადღაც სხვა განზომილებაში.


ანტონ შანდორ ლავეი


სატანის 9 მცნება


1. სატანა განასახიერებს წაქეზებას, ნავლად თავშეკავებისა.

2. სატანა განასახიერებს ცხოვრებისეულ ყოფას, ნაცვლად სულიერი ილუზიებისა.

3. სატანა განასახიერებს შეუბღალავ სიბრძნეს, ნაცვლად ფარისევლურად თავის მოტყუებისა.

4. სატანა განასახიერებს სიყვარულს მათთვის, ვინც იმსახურებს ამას, ნაცვლად მლიქვნელებზე დახარჯული სიყვარულისა.

5. სატანა განასახიერებს შურისძიებას, ნაცვლად მეორე ლოყის მიშვერისა.

6. სატანა განასახიერებს პასუხისმგებლობას, პასუხიმსგებლობის გრძნობის მქონეთა მიმართ, ნაცვლად ფსიქიკურ ვამპირებზე ზრუნვისა.

7. სატანისათვის ადამიანი წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ მორიგ ცხოველს, რომელიც ზოგჯერ უკეთესი, ხოლო უმეტეს შემთხვევაში იმათზე უარესია, რომლებიც 4 ფეხზე დადიან. ეს ის ცხოველია, რომელიც თავისი ინტელექტის წყალობით ყველაზე ცოდვილ ცხოველად იქცა.

8. სატანა წარმოადგენს ყველა ე.წ. ცოდვას, თუ მათ ფიზიკური, გონებრივი ან ემოციური სიამოვნება მოაქვთ.

9. სატანა ეკლესიის საუკეთესო მეგობარი იყო, რადგან ის მთელი წლების განმავლობაში ხელს უწყობდა მათს ბიზნესს.



სატანისთვის მიუღებელი თვისებები


ეს არის ე.წ. "სატანისტური ცოდვები", უფრო სწორად ის თვისებები, რომელიც არ უნდა გააჩნდეს სატანისტს:


1. სისულელე.

2. პრეტენზიულობა.

3. სოლიფსიზმი.

4. საკუთარი თავის მოტყუება.

5. ჯოგური კონფორმიზმი.

6. მსოფლხედვის ვიწრო არეალი.

7. წინა თაობების გამოცდილების (ისტორიის) არცოდნა.

8. კონტრპროდუქტიული სიამაყე.

9. არაესთეტიკურობა.



ლუციფერ მთავარანგელოზი


დედამიწაზე ცხოვრების 11 სატანური წესი


1. ნუ დააფიქსირებ საკუთარ მოსაზრებას და ნურავის მისცემ რჩევას, თუ შენთვის არ უთხოვიათ ამის გაკეთება.

2. ნუ მოუყვები სხვებს საკუთარი უსიამოვნებების შესახებ, თუ დარწმუნებული არ ხარ, რომ მათ ამის მოსმენა უნდათ.

3. სხვის ბუნაგში ყოფნისას, მეპატრონეს პატივი ეცი. თუ არადა იქ მეტჯერ ნუღარ გამოჩნდები.

4. თუ სტუმარი შენს ბუნაგში გაჯავრებს, გაუსწორდი მას სასტიკად და უმოწყალოდ.

5. ნუ გააკეთებ სექსუალურ ავანსებს, თუ საამისო მიპატიჟების სიგნალი არ მიგიღია.

6. ნუ აიღებ იმას, რაც შენ არ გეკუთვნის, თუ დარწმუნებული არ ხარ, რომ ეს ნივთი მის პატრონს ტვირთად აწევს და მის თავიდან მოშორებას ცდილობს.

7. ნუ უარყოფ მაგიის ძალას თუ შენ იგი წარმატებით გამოიყენე. თუ წარმატების შემთხვევაში შენ უარყოფ მაგიის ძალას, მაშინ წაგერთმევა ყველაფერი, რასაც მიაღწიე.

8. ნუ დაიწყებ იმაზე ჩივილს და წუწუნს, რაც შენ არ გეხება.

9. პატარა ბავშვებს ნურაფერს ავნებ.

10. არ მოკლა არაადამიანური წარმოშობის ცხოველები თუ ისინი არ დაგესხნენ თავს ან თუ საჭმელად არ გჭირდება.

11. გაშლილ ადგილას სიარულისას, ნურავის შეაწუხებ. თუ ვინმე გაწუხებს, სთხოვე, რომ გაჩერდეს. თუ არ გაჩერდა - გაანადგურე.



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


5
481
6-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
481
  
13 სექტემბერი, 11:52
ოშოსავით იყო ლავეი, ფულს აკეთებდა ფილოსოფიით, რომელიც სინთეზია მატერიალიზმის და ნიცშეს მოძღვრების ;დ
13 აგვისტო, 13:46
პატიოსანი ბოზები არ არსებობენ, დანარჩენი რაც ჩამოთვალე აბსოლუტურად რეალურია და ნამდვილად არსებობენ, თან ბევრი :))
13 აგვისტო, 11:45
აბა, აბაა)))))
13 აგვისტო, 10:23
აბაა, შენ ეგა თქვი. ,,კეთილი'' ჯადოქრები. ,,პატიოსანი'' ბოზები. ,,კეთილი'' სატანისტები. ,,გულჩვილი'' დამნაშავეები.
,,კეთილი'' ეშმაკები''
ესენი მხოლოდ ზღაპრებში არსებობენ
ნამეტანი კეთილგანწყობილი სატანისტია, ღმერთმანი))))
0 1 5