x
image
ქეთი გაბინაშვილი
წრეზე ვტრიალებთ
ქეთი გაბინაშვილი
თუ შენს სიწმინდეს შეურაცხყოფენ, შენ კიდევ დგახარ და უსმენ, ვგონებ, მაგინებელზე უარესი ხარო, - ამბობდა წმინდა მამა გაბრიელი. შეურაცხყოფა და დევნა არც თავად დაკლებია. ციხე, ფსიქიატრიული საავადმყოფო, ათასგვარი ბრალდებები და უმძიმესი ცხოვრება. დღეს კი მისი უხრწნელი ნეშტის მოსალოცად თითქმის მთელი მსოფლიოდან მოდიან. „ათასი წელი, ვითარცა ერთი დღე“- დრო სწრაფად გადის. მაგრამ ერთ დაუსრულებელ წრეზე ტრიალს არ ვწყვეტთ. ბრბოს ჯერ ჯვარზე აჰყავს მაცხოვარი, შემდეგ კი ნაწამებ უფალს გადარჩენას ევედრება.

„მუდამ ჩვენ სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა, მაგრამ დიდი კაცი თუ გამოგვერია, ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები, “- როგორი სწორი ფორმულირება მოუძებნა კონსტანტინემ ჩვენს ხასიათს. არ შეგვიძლია ჩვენ შორის დიდი კაცის ატანა, თითქოს სხვის სიწმინდეს თუ ვუყურებთ უფრო ცხადად ვგრძნობთ რა ღრმად ვართ ჭაობში ჩაფლული. ამიტომ თუ ვცდილობთ ბინძური ხელებით შევეხოთ და გავსვაროთ.

წრეზე ვტრიალებთ: წიწამურში ჩასაფრებულებმა ვესროლეთ ილიას და საქართველოს მოვახვედრეთ ტყვია გულში. ისევ ჩვენ დავიტირეთ და აგერ ერის სულიერი მამა ქართულმა ეკლესიამ წმინდანადაც შერაცხა. სამშობლოს სიყვარული არ ვაპატიეთ მერაბ კოსტავას, მამულის ერთგულებისთვის დავსაჯეთ ზვიად გამსახურდიაც და ახლა ვცდილობთ მისი სახელის გამოყენებით პოლიტიკური ქულების დაწერას.... პატრიარქის ჯერ დადგა! არ მოგერიდოთ, ვლანძღეთ პატრიარქი, ვესროლოთ ქვა და ტალახი, დავწამეთ ცილი. რა მოხდა თუ ათწლეულებია განადგურების პირას მყოფი ერის ფეხზე დაყენებას ცდილობს, რა დიდი დამსახურებაა ავტოკეფალიის დაბრუნება რწმენაწართმეული ქვეყნისთვის... „ბედნიერ ვარ, რამეთუ აქა ვიტანჯო და მუნ განვისვენო“, სიხარულით ხვდებოდა სასჯელს შუშანიკი და ხორცის გვემის სანაცვლოდ მარადიული ლხინი მოიმუშაკა. ...

ვერც ილია მეორეს მივაყენებთ ზიანს, ვერც მისთვის შევძლებთ ტალახის სროლით წუმპეში გასვრას, მაგრამ ჩვენ, ჩვენ რა ვქნათ მერე. ჩვენ როგორ შევძლოთ ამ სირცხვილის ჩამორეცხვა, ჩვენ როგორ უნდა გავაგრძელოთ გზა....


...................................

წრეზე ვტრიალებთ. იქნებ შევძლოთ წარსულის გახსენება და კიდევ ერთი წიწამური ავარიდოთ ქვეყანას.....

ქეთი გაბინაშვილი

4
140
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი გაბინაშვილი
ქეთი გაბინაშვილი
140
  
2019, 1 ნოემბერი, 15:37
მეც, ორი დღეა ვფიქრობ, იქნებ უკეთესიც იყოს, სულ ვერ გესმოდეს და ვერ ხედავდე ვერაფერს. :(
2019, 1 ნოემბერი, 12:49
კი, ვკითხულობ ქეთი, მაგრამ ხანდახან ისეც მიფიქრია, ნეტავ კითხვა არ შემეძლოს-მეთქი - ეს ნახევრად სერიოზულად:)
დიახ, ბერების ლოცვით უდგას სული ალბათ საქართველოს... რუის-ურბნისის მაგვარი კრებაც ჩასატარებლია და ამასთანავე, თქვენი თქმისა არ იყოს - "რაც ერიო, ის ბერიო"... და საერთოდ მე ვთვლი, რომ თქვენს მიერ ჩამოთვლილი ბერების მოღვაწეობამ და ეპოქამ მიიყვანა ჩვენი ქვეყანა იმ "ოქროს ხანამდე", რასაც ამჟამად მივტირით...
2019, 31 ოქტომბერი, 17:18
დიდი მადლობა, მიხარია, რომ კითხულობთ!
მეორე პუნქტს არ შევეხები, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს.... რაც შეეხება დანარჩენს, გეთანხმებით, მიუღებელია ბევრი რამ, რაც დღეს ეკლესიაში ხდება. გეთანხმებით, თავად გარკვეული სასულიერო პირები ულახავენ დღეს ეკლესიას სახელს, ისიც აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთი რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაა ჩასატარებელი, მაგრამ
1. როგორი საზოგადოებაცაა, ისეთივე სასულიერო პირები გვყავს:
2. მუდმივად "ჯიპიან" მღვდლებზე ვსაუბრობთ და ხმას არ ვიღებთ იმ ასეულობით ბერ-მონაზონზე, განდეგილად რომ ცხოვრობს და ერზე ლოცულობს, რომ აწვიმს და ათოვს, იმათზე წმინდად რომ ასრულებენ თავიანთ აღთქმას. ჩვენ ვცდილობთ ეკლესიის მხოლოდ ერთი, პატარ და ბინძური კუთხიდან წაერმოჩინებას;
3. იქ, სადაც გრიგოლი და საბა იხშნელი, ეფრემი და დიდი ზენონი "ზეცის კაცებსა და ქვეყნის ანგელოზებს" დამსგავსებოდნენ, გამოჩნდა ცქირიც.... იესოს 12 მოწაფეს შორის კი ერთი იუდა იყო.
2019, 31 ოქტომბერი, 17:04
შესანიშნავად ჩამოყალიბებულია თითიოეული სიტყვა, აზრიც- შესაბამისად და ტკივილიც გამოსჭვივის თქვენს სტატიაში ქეთი... და გეთანხმებით სრულიად, გულითა და სულით...
თუმცა, ფაქტები და მხოლოდ ფაქტები:
1) მამა გაბრიელის დაუცხრომელი ბრძოლის შემდეგ, სულ მცირე 10 წლის ყოფნის შემდეგ გამოვედით მსოფლიო ეკუმენისტური საბჭოდან. არადა, ნებისმიერი მორწმუნესთვის, სასულიერო პირებსა და თავად საპატრიარქოზე რომ არაფერი ვთქვათ, ცხადზე ცხადი იყო მამა გაბრიელის ხმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო "მღადადებლისა უდაბნოსა შინა" და მხოლოდ ჩვენი ბერების თავგამოდებამ დაასრულა ეს ხანა.
2) ვისთვის შესაძლოა არაფერი, მაგრამ არცთუ უმნიშვნელოა ჩემთვის - ძმათამკვლელ ომში ქაშუეთის ეკლესის ეზოდან ქუხდა ქვემეხი!!!
3) ნებისმიერი სასულიერო პირის ტვინში და მორალში ჩამახედა, იმის გათვალისწინებით, რომ იესო ქრისტე ვირით შევიდა იერუსალიმში, ხოლო ესენი ჯიპებით გადაადგილდებიან - რაო ფეხით სიარული "ტეხავს"?
სხვა დანარჩენ "მოარულ" და აწ უკვე ერთ-ერთი ყოფილი მღვდელმთავრისგან გაჟღერებულ "ჭორებძე" არაფერს ვიტყვი...
0 1 4