x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
რა გავლენას ახდენს სიცივე თმაზე და როგორ ვებრძოლოთ ამ პრობლემას
image


ალბათ, იცით, რომ მზე თმას ძალიან აზიანებს და მისი დაცვა მზის პირდაპირი სხივებისგან აუცილებელია. თუმცა იმის შესახებ თუ გსმენიათ რამე, რომ თმას სიცივეც აზიანებს?


სიცივე თმას რამდენიმე მიმართულებით უქმნის პრობლემებს. ზამთრის მოახლოებისთანავე სწრაფად გააანალიზებთ, რომ თმის პრობლემების მთავარი გამომწვევი მიზეზი მშრალი ჰაერია. მშრალი ჰაერი კი სინესტეს სწორედ თქვენი თმიდან იღებს და ზედმეტად აშრობს მას. აღნიშნულს კი არაერთი თანმდევი პრობლემა მოყვება. მეორე მხრივ, ზამთარში დახურულ სივრცეებში მშრალი სიცხეა, რაც, ასევე, ხელს უწყობს თმის გამოშრობას. მშრალი თმა კი უხეში და აბურდულია, რთულია მისი დავარცხნა და ფორმაში მოყვანა. ასევე სიმშრალეა იმის მიზეზი, რომ თმა ზამთრის პერიოდში უფრო ხშირად იმუხტება, ვიდრე ზაფხულში. მეორე მხრივ კი ქუდები, შარფები, რომელიც თმას ხშირად ეხება, ასევე ხელს უწყობს მის დამუხტვას.


ასეთია სიცივის ნეგატიური გავლენა თმაზე, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი. როგორც ითქვა, ჰაერის გამოშრობასთან ერთად, თმა უფრო უხეში ხდება. უხეში თმა კი მიდრეკილია მტვრევადობისა და გაყოფილი ბოლოებისკენ.



საზოგადოების დიდ ნაწილს სჯერა, რომ ცივი ამინდი თმის ცვენასთან კავშირში არაა. თუმცა რეალობა სრულიად განსხვავებულია. ცივ თვეებში ტენიანობისა და ჰიდრატაციის ნაკლებობის გამო თმის ცვენა მეტია, ვიდრე თბილ თვეებში. ამიტომ თუ თქვენ ხედავთ, რომ ყოველდღიურად უფრო მეტ თმას კარგავთ, არ შეგეშინდეთ, რომ მელოტდებით. ეს სიცივის ბრალია და დათბობასთან ერთად პრობლემა ავტომატურად მოგვარდება.
ახლა კი გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც ცივ თვეებში თმის მოვლაში დაგეხმარებათ:

სათანადოდ დაიტენიანეთ თმა


image


სიცივეში თმის მოვლის საუკეთესო მეთოდი მისი საკმარისად დატენიანებაა. ზამთარში აუცილებელია, რომ იხმაროთ თმის ზეთი ან კრემ-ნიღაბი, რომელსაც ჩამობანვა არ სჭირდება. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ „ლე პეტიტის“ ორფაზიანი სპრეი, რომელიც მატებს თმას ბზინვარებას, ატენიანებს მას, აიოლებს ვარცხნას და იცავს გარემოს ნეგატიური ზემოქმედებისგან. მნიშნელოვანია, რომ ის არ შეიცავეს სულფატს, სილიკონს და პარაბენს. პროდუქციის შემადგენლობაში შემავალი არგანის ზეთი თმას მატებს ელასტიურობას, ზეთისხილი კვებავს და აღადგენს მას, კარიტეს ზეთი იცავს თმას დაზიანებისგან, ხოლო ტკბილი ნუში აღადგენს დაზიანებულ თმას.


სტილისტები მომხმარებლებს თმის გამოშრობისგან დასაცავად ურჩევენ თმის ნიღბის კვირაში ერთხელ გამოყენებასაც. ამ შემთხვევაშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ „ლე პეტიტის“ თმის ნიღაბი მშრალი და დაზიანებული თმისთვის.

გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებელი

თქვენ ვერ შეებრძოლებით ზამთრის მშრალ ჰაერს, მაგრამ შეგიძლიათ, ეს პრობლემა დახურულ სივრცეებში მაინც მოაგვაროთ. რადგან თმის გამოშრობას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სახლებსა და ოფისებში არსებული გათბობის სისტემები, აუცილებლად გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებელი მოწყობილობები. ეს არამხოლოდ თქვენს თმაზე იქონიებს პოზიტიურ გავლენას, არამედ - ზოგად ჯანმრთელობაზეც.

სველი თმით გარეთ არ გახვიდეთ

გარეთ გასვლის წინ აუცილებლად კარგად გაიშრეთ თმა. ზოგადად, თმა ყველაზე დაუცველი სველ მდგომარეობაშია და მასზე მავნე ზემოქმედება ძლიერდება. ამავდროულად სველი თმა მძიმეა და ის უფრო მტვრევადი ხდება. ამიტომ ზამთარში სველი თმით გარეთ ნუ გახვალთ.


თმა შედარებით იშვიათად დაიბანეთ


image


მინიმუმამდე შეამცირეთ თმის დაბანის სიხშირე. კვირაში 2 ან 3 დაბანა საუკეთესო ვარიანტია. ამავდროულად ჯანმრთელი თმისთვის მნიშვნელოვანია, რომ კარგად გაიმშრალოთ პირსახოცით. ფენით გაშრობა ან სველი დატოვება მას უფრო ასუსტებს. ძლიერი თმის შესანარჩუნებლად აუცილებელია, რომ თმის მოვლის საშუალება თქვენი თმის ტიპის შესაბამისად შეარჩიოთ.

ბოლოები ხშირად შეიჭერით

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სიცივის გამო თმა შრება და ბოლოები იყოფა. მნიშვნელოვანია, რომ გაყოფილი ბოლოები ყოველთვის დროულად მოიჭრათ, რაგდან ის თმის საერთო მოცულობას ასუსტებს და ხელს უწყობს დამატებით გამოშრობას.

0
82
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0