სხვა იცით რატომ უქვეითდება თქვენს ბენზო ხერხს ძალა და შემდგომში საერთოდ არ იქოქება 2019, 28 ოქტომბერი, 14:05 შემოდგომაა, ზამთარი მოდის და ზამთრისათვის საჭირო შეშის დამზადების დროცაა. ვხსნით დაბინძურებულ ფილტრს და ვცვლით ახლით, თუ არ გვაქვს ახალი ფილტრი, დაბინძურებულ ფილტრს ვრეცხავთ ბენზინით და ვაშრობთ ჰაერის ტემპერატურაზე, არაა სასურველი მისი გაშრობა ცეცხლთან ახლოს ან თმის საშრობით. თუ ფილტრის ქვეშაც აღმოჩნდა მტვერი და ჭუჭყი მასაც ვასუფთავებთ სუფთა ნაჭრის და სახრახნისის დახმარებით, სახრახნისზე დახვეული ნაჭრით შესაძლებელია ისეთი ადგილების და კუთხეების გაწმენდა, რასაც ჩვეულებრივ ხელით, ნაჭრის დახმარებით ვერ გავწმენდთ. გარდა ამისა აუცილებელია ბენზინის და ზეთის ნარევი ბენზო ხერხის მწარმოებლის მიერ მითითებული პროპორციებით იქნას შეზავებული და აღნიშნული ნარევი აუცილებლად ფილტრიანი ძაბრით იქნას ჩასხმული საწვავის ავზში.
დაიმახსოვრეთ!-თუ საწვავის ხუფი ჰერმეტულად არ იხურება ბენზო ხერხის დაქოქვის შანსი მიზერულია, რადგან კარბურატორიდან მომავალი ზედმეტი საწვავის მილი ვაკუუმის არარსებობის გამო კარბურატორს არ აძლევს საშუალებას ბენზინი გადაქაჩოს კარბურატორში და შესაბამისად ძრავის წვის კამერაში. საწვავის ავზში მოთავსებულია ფილტრი, რომელიც ბენზო ხერხის ინტენსიურად გამოყენების შემთხვევაში რამდენიმე თვეში ერთხელ ამოსაღები და გასარეცხია ან სულაც შესაცვლელი. აუცილებლად გამოიყენეთ მითითებული ოქტანობის ბენზინი და აუცილებლად ორ ტაქტიანი ძრავებისათვის განკუთვნილი ზეთი. ამით პრობლემებსაც აირიდებთ, ზედმეტ ხარჯსაც და შესასრულებელ სამუშაოსაც სწრაფად და ხარისხიანად შეასრულებთ. 427 6-ს მოსწონს |