x
მეტი
  • 17.11.2019
  • სტატია:96629
  • ვიდეო:343707
  • სურათი:458532
"რკინას ცეცხლი აფოლადებს,ადამიანს-განსაცდელი!"- პატრიარქის გენიალური გამონათქვამები
1. ''ადამიანს ღმერთმა მიანიჭა თავისუფალი ნება...ეს ნება კი შეიძლება სიკეთისკენაც წარიმართოს და სიბოროტისკენაც... ეს უკვე თვით ადამიანზეა დამოკიდებული.ასეთი თავისუფლება ღმერთს არ მიუცია არც ერთისხვა არსებისათვის.მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამ თავისუფლებით ადამიანი ხშირად ისევ ვერ სარგებლობს, როგორც საჭიროა.ხშირად ამას ბოროტებად იყენებს და ნაკლებად ფიქრობს საკუთარი სულისა და სხვა ადამიანტა სასიკეთოდ''
ზოგიერთები თვლიან, რომ ეკლესია თავისი გავლენით პიროვნების თავისუფლებას ზღუდავს და ჩარჩოებში აქცევს მას, რაც არასწორია.ნამდვილი თავისუფლება ცოდვისაგან განთავისუფლებას გულისხმობს.ის კი, რასაც დღეს აქვს ადგილი, თავისუფლების დამახინჯებული სახეა.უნდა გვახსოვდეს, რომ თავისუფლება განუყოფელია ჭეშმარიტებისაგან.''სცნათ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქვენ''(იოანე8, 32)- ბრძანებს უფალი.წმინდა პავლე მოციქული გვაფრთხილებს:'& #39;თქვენ, ძმებო, თავისუფლებისთვის ხართ მოწოდებულნი, ოღონდ ეს თავისუფლება არ გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს''

2. ჩვენ ძალიან რთულსა და მძიმე დროში მოგვიხდა ცხოვრება, მაშინ, როცა ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის განსაკუთრებით იგრძნობა, როცა ადამიანს გონება დაებინდა და ერთმანეთისაგან ვეღარ არჩევს სიკეთესა და ბოროტებას. რა არის წამალი, როგორ შეიძლება შველა ამგვარი ადამიანებისა?მხოლოდ უფალსა და მის მადლს შეუძლია ამ ბურუსიდან მათი გამოფხიზლება... მართალია, ჩვენ ძალიან ხშირად უარვყოფთ ნებას ღვთისას, მაგრამ ღმერთი მოწყალეა და არ მიგვატოვებს.რადგანაც ჩვენ უფალმა არჩევანის უფლება გვიბოძა, სიკეთის, სიყვარულის, ერთმანეთის ცოდვათა მიტევების, შერიგებისა და თავმდაბლობის გზა უნდა ვარჩიოთ იმას, რაც დღეს გვახასიათებს''.image

3. "სიყვარული ადუღაბებს და ამთლიანებს სრულიად საქართვალოს. ალბათ ესაა უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ წარსულშიც და ახლაც შინაური თუ გარეშე მტერი არ მოგვკლებია-ბოროტი ძალა ებრძვის სიყვარულის მატარებელ ერს, რათა ეს ნიჭი დააკარგვინოს, რადგან იცის, მიზნის მიღწევის შემთხვევაში უფალს განგვაშორებს".

4. სიმდაბლე საკუთარი თავის შეცნობით მოიპოვება, სიყრმითგან ჩადენილი ცოდვების მხილებითა და აღიარებით.ღირსი ისიხისი წერს:სამსონზე ძლიერნი არა ვართ, არც სოლომონზე უფრო ბრძენნი, არც ნეტარ დავითზე გონიერნი, პეტრეზე მეტად ღვთისმოყვარენი.ნუ მივენდობით საკუთარ თავს, რამეთუ საღვთო წერილი გვაუწყებს-თუ მხოლოდ საკუთარ თავს მიენდობი, დაეცემი საშინელი დაცემით, რადგან ''ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი''


5. ''უფალმა კაცი ხატად და მსგავსად თვისსა შექმნა, მაგრამ დაცემის შემდეგ ადამიანის სუფთა სულს შეერია სხვადასხვა ცოდვა და დაბინდა იგი.ის, ვინც შესძლებს ცოდვათაგან განწმენდას, ხდება თავისუფალი, თავისი თავის უფალი, ღვთის მსგავსებით შექმნილი თავისი უბიწო სულის პატრონი.ამიტომაც წერენ ბრძენნი:შეიძლება მონობაშიც იყო, მაგრამ თავისუფლება ვერ წაგართვან და შეიძლება თავისუფლებაში განცხრომით ცხოვრობდე და მონა იყო, თანაც იმდენი ბატონის, რამდენი მანკიერი თვისებაც გაქვს.''

6. ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი მიზანი სხვისთვის სიხარულის მინიჭება, სხვისი გახარება უნდა იყოს. ალბათ, თქვენც გამოგიცდიათ ის დიდი სიხარული, რომელსაც გაჭირვებულისთვის დახმარება განგვაცდევინებს. ამ დროს გულში სიხარული სუფევს, რადგან ვგრძნობთ, რომ გაღებული მატერიალური შემწეობის ნაცვლად ისეთი დიდი საუნჯე მოვიპოვეთ, რომელსაც ის, რაც გავეცით, ვერც კი შეედრება. აი, სწორედ ეს არის ის სრული სიხარული, რომელიც ადამიანს ღმერთთან აკავშირებს.

7. "არ შეიძლება ადამიანი მხოლოდ ღვთისაკენ მიისწრაფოდეს და ვერ ხედავდეს სხვა ადამიანების გასაჭირს . არც ის შეიძლება, რომ ადამიანებს ემსახურებოდეს და ღმერთი არ ახსოვდეს . ამიტომ ეს ორი სულიერი ძელი- ვერტიკალური და ჰორიზონტალური, ადამიანმა აუცილებლად უნდა შექმნას თავისი ცხოვრებით . "

8. რა ბედნიერებაა მშვიდობა! მშვიდობა ღმერთთან, მშვიდობა მოყვასთან, მშვიდობა ადამიანის სულში, მშვიდობა შინ და გარეთ, მშვიდობა ქვეყნისა... ის, რაც გაკეთებულია, ან რაც უნდა გაკეთდეს კარგი და დიადი, მხოლოდ მშვიდობიან დროს შეიძლება შეიქმნას.

9. თუ შენს გულში ადგილი აქვს შურს, რისხვას, ამპარტავნებას, ვერცხლისმოყვარეობასა და სხვა მანკს სულისას და, როგორც ბრძენმა მსყიდველმა, შეიძინა რწმენა და სიყვარული, სიმშვიდე და მორჩილება, ლოცვა, მარხვა და სხვა სიკეთენი, ჩათვალე შენი თავი ბედნიერად, რადგანაც შეგძლებია არამარტო თავის შეცნობა, ამდენად დაძლევაც მისი.

10. "ამქვეყნიური ცხოვრება ღვთისაგან მომადლებული ნიჭია, ჩვენ კი ხშირად ვივიწყებთ ამქვეყნიურ ცხოვრების ხანმოკლეობას, ხან წარსულზე ვდარდობთ ხან კი მომავალს შევყურებთ დიდი იმედით და აწმყო ამ უნაყოფო დარდსა და ოცნებებსი გადის."

0
74
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0