x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ლიტერატურული კონფერენცია-„იონა მეუნარგია-ქართველ მწერალთა მემატიანე ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში

2019 წლის 10 ოქტომბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში იონა მეუნარგიას გარდაცვალებიდან მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის, დადიანების-ისტორიულ არქიტექტურული მუზეუმისა და საზოგადოებრივ კოლეჯის-“ცხუმ-ეგრისის’’ წარმომადგენლები:
1. თამთა როგავა-ფილიოლოგიის დოქტორი, თემა: იონა მეუნარგიას “პლუტარქული’’ მემკვიდერეობა.
2. გელა მამფორია-ფილოლოგიის დოქტორი, თემა: იონა მეუნარგია-ქართველ მწერალთა მემეტიანე.
3. ნაზი ქორთუა- ხელოვნებათმცოდნე, თემა: იონა მეუნარგია - “ვეფხისტყაოსნის’’ მთარგმნელი.
4. ფერიდე აფაქიძე- ფილოლოგი, თემა: იონა მეუნარგიას გენეალოგია.

კონფერენცია ორი ნაწილისგან შედგებოდა:
პირველ ნაწილში მომხსენებლებმა ვრცლად ისაუბრეს მწერლის სამწერლო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის შესახებ. კონფერენციის ფარგლებში მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო იონა მეუნარგიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი საარქივო ფოტოები და დოკუმენტური მასალები.
მეორე ნაწილი დაეთმო ცენტრალური ბიბლიოთკის აბონემენტის განყოფილებაში იონა მეუნარგიას სახელობის დარბაზის გახსნას, სადაც ასევე მოეწყო მხარეთმცდნეობის კუთხე.
მხარეთნმცოდნეობის კუთხეზე წარმოდგენილი იყო ჩვენი კუთხის ავტორების ნაშრომები, რომელიც მოიცავს საქართველოს ისტორიას, ეთნოგრაფიას, ფოლკლორს, განათლებას, კულტურასა და მხატვრულ ლიტერატურას.
კონფერენცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენრტის დირექტორმა - მადონა მაქაცარიამ გახსნა.მხარეთმცოდნეობითი კუთხის მნიშვნელობაზე ცენტრალური ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა მანანა გვარამიამ ისაუბრა.
კონფერენცია შეაჯამა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა - ხათუნა დარასელიამ. ღონისძიება მიჰყავდა ცენტრალური ბიბლიოთეკის აბონემენტის განყოფილების უფროსს-ინგა ქარჩავას.

კონფერენცის ესწრებოდნენ საზოგადოების წარმომადგენლები, ბიბლიოთეკის მკითხველები.
image

0
9
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგიმეფარიძე123
გიორგიმეფარიძე123
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0