რელიგია ევგენი პრიმაკოვის მიხვედრილობა და შოკში ჩავარდნილი რუსეთის პატრიარქი 2019, 29 სექტემბერი, 16:07 ერთხელ ევგენი პრიმაკოვი (რუსეთის პრემიერ მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, საგარეო დაზვერვის შეფი, აკადემიკოსი) ხვდებოდა რუსეთის პატრიარქს ალექსის. პატრიარქი ცერემონიალურად გამოწყობილი შეხვდა, რომლის ცენტრალური ელემენტი იყო გადასაცმელი (ომოფორი). პრიმაკოვმა ჰკითხა პატრიარქს მისი გარდერობის ამ დეტალზე, რაზეც პატრიარქმა უპასუხა, რომ მისი ჩაცმულობის ეს დეტალი ძალიან მნიშვნელოვანია და უმნიშვნელოვანეს ცერემონიებზე პატრიარქებს უკვე რამდენიმე საუკუნეა რაც აცვიათ. პრიმაკოვმა უთხრა: "არავის უცდია წაეკითხა, რა წერია მასზე?!" პატრიარქმა გაკვირვებულმა უპასუხა, რომ არაფერიც არ წერია. პრიმაკოვმა აუხსნა მას, რომ მისი ჩაცმულობის ეს დეტალი_ფარჩიდან არის შეკერილი, ფარჩა გამოიგონეს სირიაში, საუკეთესო ფარჩა სირიულია და რუსული მართლმადიდებლური ეკლესია საუკუნეების მანძილზე სირიიდან ყიდულობს ფარჩას ომოფორების შესაკერად და შემოსაცმელზე არაბესკაა (წარწერა არაბულ ენაზე, სტილიზებული ქსოვილის "უზორად"), რომელზეც წერია: "არ არის ღმერთი ალაჰის გარდა და მუჰამედი წინასწარმეტყველია მისი". ექსტრა კლასის სპეციალისტი უნდა ყოფილიყავი, რომ ქსოვილის დაწნულ "უზორებში" არაბული ლიგატურები ამოგეკითხა, პრიმაკოვი კი ასეთი იყო, ათობით წელი სტაჟი კგბ-ში, ასზე მეტ ქვეყანაში ნაცხოვრები, ახლო აღმოსავლეთის და არამარტო დიდი ექსპერტი. მართლმადიდებელი პატრიარქი შეხვედრიდან შოკში მყოფი წავიდა. 823 1-ს მოსწონს
|