x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
"ლიბერთინსის" წიგნებზე 30%-იანი ფასდაკლება გრძელდება
image


"ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში "ლიბერთინსის" წიგნებზე 30%-იანი ფასდაკლება გრძელდება. კვირეული, რომლის ფარგლებშიც, მკითხველს კიდევ უამრავი სიურპრიზი ელის, 6 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.


25 სექტემბერს, კვირეულის ფარგლებში, რე­ი­ჩელ ლი­პინ­კო­ტის წიგ­ნის "ორი ნა­ბი­ჯი შე­ნამ­დე" წარ­დგე­ნა გა­ი­მარ­თა.


30 სექტემბერს, 17:00 საათზე კი "ბიბლუსი გალერეაში" (თბილისი, კანდელაკის #7) იმა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის ფილ­მის ჩვე­ნე­ბა გა­ი­მარ­თე­ბა. ღონისძიების განმავლობაში, წიგნის შეძენას მკითხველი 20%-იანი ფასდაკლებით, საქართველოს მასშტაბით, "ბიბლუსის" ყველა მაღაზიაში შეძლებს.



"ლიბერთინსის" კვირეულის ფარგლებში, 27 სექტემბერს "ბიბლუსი გალერეაში" (თბილისი, კანდელაკის #7) პროექტ "ლიბერთინსის" წევრებთან შეხვედრაც გაიმართება. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს ელით გათამაშება და 40%-იანი ფასდაკლება წიგ­ნებ­ზე - ლი ბარ­დუ­გო "ყვა­ვე­ბის ექ­ვსე­უ­ლი"; ბეკა ფი­ცპატ­რი­კი - "ფი­ნა­ლი".


image


"კვირეულის განმავლობაში, ისეთ გამოცემბზეა ფასდაკლებები, რომლითაც, ვფიქრობ, ყველა თინეიჯერი დაინტერესდება. ასეთი რამ ხშირად არ ხდება. მეც აუცილებლად შევიძენ მეგობრებისთვის რამდენიმე წიგნს." - ტასო დევდარიანი, პროექტ "ლიბერთინსის" ერთ-ერთი წევრი.


შეგახსენებთ, რომ 50%-იანი ფას­დაკ­ლე­ბა იქ­ნე­ბა ქუ­თა­ი­სის ბიბ­ლუ­სის მა­ღა­ზი­ებ­ში 26 სექ­ტემ­ბერს შემ­დეგ წიგ­ნებ­ზე: რეი ბრედ­ბე­რი - "ბო­რო­ტი მო­დის"; რე­ინ­ბოუ რა­უ­ე­ლი - "ელი­ნო­რი & პარ­კი"; ერ­ნესტ კლა­ი­ნი - "პირ­ვე­ლი მო­თა­მა­შე, მო­ემ­ზა­დე"


1 ოქ­ტომ­ბრი­დან - 6 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით კი, კვი­რე­უ­ლის ფარ­გლებ­ში, 30%-იანი ფას­დაკ­ლე­ბა იქ­ნე­ბა "ლი­ბერ­თინ­სის" აქ­სე­სუ­ა­რებ­ზე ბიბ­ლუ­სის მთელს ქსელ­ში.


2 ოქ­ტომ­ბერს თბი­ლი­სის "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში" (კან­დე­ლა­კის #7) გა­ი­მარ­თე­ბა მარ­კუს ზუ­ზა­კის წიგ­ნე­ბის "თი­ხის ხი­დი­სა" და "წიგ­ნის ქურ­დის წარ­დგე­ნა", რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, "ბიბ­ლუ­სის" 30-ლა­რი­ა­ნი და 50-ლა­რი­ა­ნი ვა­უ­ჩე­რე­ბი გა­თა­მაშ­დე­ბა.


0
2
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0