x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ერთი თავი კარგია, ორი - უკეთესი

image


მე-17 საუკუნეში რუსმა მეფე ალექსეი მიხაილოვიჩმა ათონელი ბერებისგან იქირავა იოანე ოქროპირის თავის ქალა იმ დროისთვის დიდ ფულად - 2500 მანეთად. თავი ჩამოიტანეს რუსეთში და მოსკოვში გამოფინეს. მეფემ ათონზე საგარანტიო წერილიც კი გააგზავნა, სადაც იგი პირობას დებდა, რომ თავის ქალას დააბრუნებდა, მაგრამ რუსეთის მეფე რისი რუსეთის მეფე იქნებოდა ბერები რომ არ გადაეყირავებინა - რუსებმა თავის ქალა მიითვისეს.


გაცოფებულმა ბერებმა, რომლებიც დიდ შემოსავლის წყაროს კარგავდნენ წერილი აფრინეს მოსკოვში, რომელშიც ეწერა, რომ გაგზავნილი თავის ქალა იოანე ოქროპირის კი არ იყო, არამედ ანდრია კესარიელის (ანუ ბევრად ნაკლებად ღირებული) "ჩვენ გამოგზავნისას შემთხვევით შეგვეშალა და იოანე ოქროპირის თავი ჩვენთან არისო"... ამ პერიოდიდან მართლმადიდებლურ სამყაროში იოანე ოქროპირის ორი "ნამდვილი" თავის ქალიდან ერთი ათონზე, ხოლო მეორე რუსეთშია. სირიაში ერთ ერთ მონასტერში ინახება იოანე ნათლისმცემლის ბავშვობის თავის ქალა (???), არადა საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ იოანე ნათლისმცემელი მეფე ჰეროდემ ზრდასრულ ასაკში დასაჯა სიკვდილით.


ქრისტიანული სამყაროს ეკლესია მონასტრებში ინახება წინასწარმეტყველ ილიას 3 მუმიფიცირებული სხეული, მოციქულ ფილიპეს 18 თავის ქალა და 12 ხელი, მოციქულ ლუკას 9 თავის ქალა, ანდრია პირველწოდებულის 2 თავის ქალა, 17ცალი ხელ-ფეხი და 5 სხეული. წმინდა იულიანეს 26 თავის ქალა, წმინდა სებასტიანეს 13 ხელი, იოანე ოქროპირის 2 თავი და 15 ხელ-ფეხი, ქრისტეს ნათლიის, იოანე ნათლისმცემლის 7 თავი, 11საჩვენებელი თითი, 7 ყბა და 9 ხელი. მიზეზი მარტივია: რელიგია, ზოგადად ერთ ერთი ყველაზე მდგრადი და მომგებიანი ბიზნესია სამყაროში, "დიდი სიწმინდეების" არსებობა კი ეკლესია-მონასტრებს პილიგრიმობის ცენტრად ქცევას უწყობს ხელს და დიდი ფინანსური მოგების მიღების საშუალებას აძლევს.

0
140
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0