x
მეტი
  • 15.11.2019
  • სტატია:96591
  • ვიდეო:343685
  • სურათი:458480
კაცი რომელმაც კინაღამ პუტინი მოკლა

image

ბურიატიის და ირკუტსკის ოლქის საზღვარზე დააკავეს იაკუტელი შამანი ალექსანდრე გაბიშევი, რომელიც მოსკოვში პუტინის „განდევნის“ მიზნით ფეხით მიდიოდა. ამის შესახებ რუსულ მედიაზე დაყრდნობით Meduza წერს.


გამოცემის ინფორმაციით, შამანი მაშინ დააკავეს, როცა ის ფედერალური ტრასის მიმდებარე ტერიტორიაზე დასაძინებლად ემზადებოდა. თვითმხილველების ცნობით, გაბიშევი ხელკეტებით და ავტომატებით შეიარაღებულმა ადამიანებმა ავტობუსში ჩასვეს და ულან-უდეს მიმართულებით წაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავების სავარაუდო მიზეზი გაბიშევის მიერ 2019 ივლისს ჩიტაში არასანქცირებული მიტინგის ორგანიზაციაა. ოფიციალური სტრუქტურები შამანის დაკავების ფაქტზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.


იაკუტელმა შამანმა მოსკოვისკენ გზა მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო. 2021 წელს ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის „განდევნას“ აპირებს. გაბიშევი მიიჩნევს, რომ კრემლის ლიდერი "ბნელი ძალების პირმშოა" და მხოლოდ შამანს შეუძლია მას გაუმკლავდეს.

0
498
შეფასება არ არის
ავტორი:საინტერესო ინფორმაცია
საინტერესო ინფორმაცია
498
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0