x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134541
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
როგორი უნდა იყოს კარგი მასწავლებელი?

mxpohzkgnhsnvrxqmksd


"სკოლის მასწავლებელი ისეთ ძალაუფლებას ფლობს, რომელზედაც პრემიერ-მინისტრები მხოლოდ ოცნებობენ"(უისტონ ჩერჩილი).

მასწავლებლობა ერთ-ერთი უჩვეულო პროფესიაა.საინტერესო და საპასუხისმგებლო.ერთი მხრივ, სასიამოვნოა მოზარდებთან ურთიერთობა, მოსწავლეთა პიროვნული ფორმირების პროცესში მონაწილეობა-ხელშეწყობა, მეორე მხრივ ვალდებულება- საკუთარი გონება, ინტელექტი და თავისუფალი აზროვნება მიმართო ბავშვებისკენ, რომელთა მომავალიც შენს ხელშია.ეს ის პროფესიაა სადაც საკუთარი თავის რეალიზება შეიძლება, რადგან მასწავლებლი მუდამ დგას არაერთი გამოწვევის წინაშე.იბადება კითხვა-ვინ არის კარგი მასწავლებელი?

დროთა განმავლობაში იცვლებოდა და იცვლება სასკოლო განათლების სისტემა და მასთან ერთად მასწავლებლის პირობითი განმარტებაც.კარგ მასწავლებელს აქვს სხვადასხვა მახასიათებელი.კარგი მასწავლებელი სწავლების თანამედროვე მეთოდებს იყენებს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, ის ზრუნავს მოსწავლეთა როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი მოტივაციის ამაღლებაზე, მოსწავლეთა სააზროვნო უნარების განვითარებასა და სხვადასხვა ორიგინალური საშინაო დავალების შერჩევაზე, რომელიც მოსწავლეს განუვითარებს როგორც, შემოქმედებით, ასევე კრიტიკულ აზროვნებასაც.მასწავლებელს აუცილებლად უნდა უყვარდეს თავისი საგანი და ცოდნასთან ერთად ემოციებსაც უნდა გადასცემდეს.კარგი მასწავლებელი საკუთარ ტემპერამენტს დასახული მიზნების შესასრულებლად უნდა იყენებდეს.მოსწავლეებს უყალიბებდეს საციალურ თვისებებს, ზრდიდეს მოსწავლეთა ცოდნას და მათ სურვილებს, რათა მიაღწიონ უფრო მაღალ სტანდარტებს.

კარგი მასწავლებლის ძირითადი მახასიათებლები მოიაზრებს თვისებებს თუ როგორი უნდა იყოს ის: მცოდნე, განათლებული-ფლობდეს, როგორც თავის საგანს, ასევე სხვადასხვა დისციპლინას, რომ მოსწავლეებს მიაწოდოს მათთვის საჭირო, როგორ ძირითადი, ასევე დამატებითი ინფორმაციაც.უნდა იყოს პროფესიონალი და ამავე დროს მეგობრული, რადგან მეგობრული მასწავლებლის მიმართ-მოსწავლეები უფრო მეტად დადებითად არიან განწყობილნი და იშვიათდება მოსწავლეთა მიმართ ნეგატიური ქცევები საგაკვეთილო პროცესში.კეთილგანწყობილი, ზომიერად მკაცრი, მომთხოვნი, კარგი გადმოცემის უნარის მქონე მასწავლებელი ყველა მოსწავლეს ისე მიაწოდებს ინფორმაციას, რომ მათთვის ყველაფერი გასაგები იყოს, გაითვალისწინებს მათი შესაძლებლობებს და ინდივიდუალურ მახასიათებლებს.მასწავლებელი თუ იუმორის გრძნობის მქონეა- ეს მას მოსწავლეებთან ურთიერთობას გაუიოლებს.ჯანსაღი იუმორი მასწავლებელს სიტუაცის მართვაში, მოულოდნელი და კრეატიული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.

ყურადღებიანი, ობიექტური, სამართლიანი, ბავშვთა ფსიქოლოგიის მცოდე, მოწესრიგებული, შრომისმოყვარე, ნოვატორი, ტოლერანტი მასწავლებელი ყველა მოსწავლისათვის სასურველი და მისაღებია.სწორედ ასეთი პიროვნულ-მორალური თვისებების მატარებელ ადამიანს შეიძლება ეწოდოს კარგი მასწავლებელი.

0
842
შეფასება არ არის
ავტორი:ხატია გოცაძე
ხატია გოცაძე
842
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0