x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
როგორი მამაკაცები სურთ სინამდვილეში ქალებს?! ( 9 ტიპი)

image

ქალისა და მამაკაცის სურვილების შესახებ არაერთი სტატია დაწერილა, თუმცა ქვემოთ გაგაცნობთ ყველაზე გავრცელებულ 9 ნიშანს, რომელსაც ქალები ყურადღებას აქცევენ.


მაშ ასე:


1. მამაკაცები, რომელთაც მიზანი გააჩნიათ.



ქალების უმრავლესობა ძალიან აფასებს მამაკაცში მიზნის ქონას. არაა აუცილებელი, რომ მამაკაცმა სამყარო დაიპყროს, მიზნად პატარ-პატარა საქმეებიც კმარა, მაგრამ მდედრობითი სქესის წარმომადგენელთათვის სრულიად მიუღებელია მიზნის გარეშე მცხოვრები მამაკაცი.


2. მამაკაცები, რომლებიც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებენ.



ცხოვრებაში ხშირად ვხვდებით მომენტებს, როდესაც გადაწყვეტილების მიღება გვიჭირს.ქალები დიდ სიამოვნებას იღებენ, როდესაც რთულ სიტუაციებში მამაკაცები იღებენ საკუთარ თავზე ინიციატივასა და პასუხისმგებლობას.


3. მამაკაცის მხრიდან გრძნობების ჩვენება.


ხშირად მამაკაცები ერიდებიან ხოლმე საკუთარი გრძნობების საჯაროდ ჩვენებას, მაგრამ მდედრობითი სქესი ძალიან აფასებს, როდესაც მამაკაცი საკუთარ გრძნობებს ნიღაბს არ აფარებს.

image

4. თავგადასავლები.


ქალების უმრავლესობა მოხიბლულია ხოლმე თავგადასავლების მაძიებელი მამაკაცით და თავადაც სიამოვნებით უბამს მას მხარს.


5. ის მნიშვნელოვანია.


ქალებისთვის აუცილებელია, რომ მამაკაცებისათვის მნიშვნელოვანნი იყვნენ. თუ კაცს მხოლოდ სექსი აინტერესებს მისგან, ეს უნდა იცოდეს, რადგან შემდეგ თავი გამოყენებულად არ იგრძნოს.



6. პირადი მცველი.

image

ქალებს ძალიან სიამოვნებთ ისეთი მამაკაცები მათ გვერდით, რომლებიც მათ ყოველთვის დაიცავენ.


7. მამაკაცი ინიციატორი.


ქალებს მოწონთ, როდესაც მამაკაცი წამყვან როლს თამაშობს, ხშირად სიახლეების ინიციატორია და ა.შ.


8. დასაყრდენი.


ქალები ძალზედ ემოციური არსებები არიან, ამიტომ მათ ხშირად სჭირდებათ ადამიანი, რომელსაც რთულ სიტუაციებში დაეყრდნობიან.



9. ოჯახის კაცი.

image

მდედრობითი სქესის წარმომადგენლები გაცნობიერებულად თუ ქვეცნობიერად, ყოველთვის აკვირდებიან მამაკაცში, თუ რამდენად მეოჯახეა ის.


წარმატებას გისურვებთ ურთიერთობებში!


თქვენთვის საინტერესო იქნება:

რა სურთ სინამდვილეში მამაკაცებს ქალებისაგან?! ( 10 რჩევა ქალებს

)

სახალისო ფაქტები სექსის შესახებ

image

15 საინტერესო ფაქტი სექსის შესახებ

2
347
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
347
  
2019, 31 აგვისტო, 20:27
ული ბაბა ბევრი ფული, დანარჩენი ყველაფერი იქნება
0 1 2