x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
დაწყებითი განათლების როლი პიროვნებად ჩამოყალიბებაში
პიროვნების აღზრდა ურთულესი საქმეა, რომელიც აღმზრდელისაგან პირველ რიგში, პიროვნების ცნების საფუძვლიან გააზრებას გულისხმობს.ვინაიდან აღმზრდელი და მთლიანად სააღმზრდელო დაწესებულება ვალდებულია გაიაზროს საკუთარი საქმიანობის მიზანი.ანტიკური საბერძნეთიდან მოყოლებული აღზრდის მიზანს წარმოადგენდა ჰარმონიული პიროვნების ფორმირება.ჰარმონიაში კი მოიაზრებოდა ადამიანის ჩამოყალიბება გონებრივად, ზნეობრივად, ესთეტიკურად და ფიზიკურად.

ბავშვის მომავალი ცხოვრებისთვის მზადებას დაწყებით საფეხურზე ეყრება საფუძველი.სკოლაში შესვლა ბავშვის ცხოვრების გარდატეხის პერიოდია.მომავალი ცხოვრებისთვის მომზადების საქმეში პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება მის ფსიქოლოგიურ მზაობას.ეს გამოიხატება ბავშვის ისეთი ფსიქიკური პროცესებისა და პიროვნული ფორმების განვითარების დონის მიღწევაში, რომელიც აუცილებელია მომდევნო ეტაპისთვის საქმის წარმატებით განხორცილების პროცესსა და ახალ პირობებში ადაპტაციისთვის.

დაწყებით საფეხურზე გროვდება ის კონკრეტული და ზოგადი ცოდნის მარაგი, რომელიც აუცილებელი ფუნდამენტია ბავშვის განვითარებისთვის, რადგან ეს პროცესები მოითხოვს შედარების, ანალიზის, სინთეზის, განზოგადებისა და დასკვნის უნარის, შემეცნებითი პროცესების განვითარების გარკვეულ დონეს, რთული საგნებისა და მოვლენების დიფერენციალური აღქმის უნარს.

დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებს უვითარდებათ:სწავლისკენ მისწრაფების მოტივი, სოციალური კონტაქტების გაფართოების ინტერესი, ცნობისმოყვარეობა.ამ ასაკში ფანტაზია ბავშვის გარესამყაროს შემეცნების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.ესაა პირადი პრაქტიკული ჩარჩოებიდან გამოცდილების ჩარჩოებისკენ გადანაცვლების ხერხი და შემოქმდებითი უნარების განვითარების მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური წინაპირობა.


დაწყებითი განათლება ხელს უწყოს მოსწავლეებში მეხსიერების განვითარებას.იგი ადვილად იმახსოვრებს ყოველივე ახალს, ნათელს, კონკრეტულს და საინტერესოს.რაც მეტია ძველი ცოდნა, მით ადვილად შეიძინება ახალი.

დაწყებით საფეხურზე სკოლასთან ადაპტაციის პერიოდი ყველა ბავშვს განსხვავებული აქვს.ზოგიერთ მათგანს უჭირს სხვადასხვა პროგრამის დაძლევა, ზოგიერითი კი მარტივად ართმევს თავს ყველა გამოწვევას.საგაკვეთილო პროცესის მიმდინარებისას აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული მოსწავლეთა ასაკი, მათი გონებრივი, სოციალურ-ვოლიტური და ფიზიკური თავისებურებები, მოსწავლეთა ფსიქიკური განვითარება.სწორედ ამ თავისებურებების გათვალისწინებით ხდება სწავლების დაწყებით საფეხურზე ყველა საკითხის გადაწყვეტა, იქნება ეს გაკვეთილის ცხრილის შედგენა, სასწავლო გარემო, სხვადასხვა დისციპლინების შერჩევა თუ სხვა.თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კურიკულუმი პირდაპირ უნდა ასახავდეს აღზრდის მიზანს და მასში აქცენტი უნდა კეთდებოდეს არა მხოლოდ ვერბალურ და რაოდენობრივ უნარებზე, არამედ ამ უნარების ფორმირებისათვის საჭირო მორალურ ღირებულებებზე და, ასევე, ბავშვის ფიზიკურ და ესთეტიკურ განვითარებაზე.

საგაკვეთილო პროცესს წარმართავს მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეს გადასცეს ცოდნას, მოსწავლე კი ითვისებს მას, მაგრამ მასწავლებლის ფუნქცია მასალის უბრალოდ მიწოდება და გამოკითხვა კი არ არის, არამედ სწავლება.მასწავლებელი ასწავლის მოსწავლეს, რისთვისაც სასწავლო მასალის მოსწავლის უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით გარდაქმნის და ისე აწვდის.

მასწავლებელის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს მოსწავლისთვის ძირითადი ღირებულების გადაცემა, სასწავლო მოტივაციის ამაღლება, სწავლის მიმართ ინტერესების გაღვივება, ნებისყოფის, პასუხისმგებლობისა და კეთილსინდისიერების განვითარება, სოციალური უნარების განვითარება, ინდივიდუალური მიდრეკილებების ხელშეწყობა და ა.შ.

დაწყებითი განათლების როლი პიროვნების ფორმირების პროცესში საკვანძოა.განათლების დაწყებით საფეხურზე საფუძველი უნდა ჩაეყაროს ჰარმონიული პიროვნების ყველა ძირითად მახასიათებელს-გონებრივ, ზნეობრივ, ესთეტიკურ და ფიზიკურ მახასიათებლებს.

0
69
შეფასება არ არის
ავტორი:ხატია გოცაძე
ხატია გოცაძე
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0