x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134532
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
მურასაკი შიკიბუ(紫 式部)

მურასაკი შიკიბუმურასაკი შიკიბუ დაიბადა ფუჯივარას საგვარეულოში, რომელიც ჰეიანის პერიოდის იაპონიაში ერთ -ერთ გავლენიან ოჯახად ითვლებოდა. ის პატარაობიდანვე განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩეოდა, უკეთ სწავლობდა ვიდრე მისი ძმა, ამიტომაც ხშირად მამამისი ამბობდა „ბედნიერი მაშინ ვიქნებოდი შენ, რომ ბიჭი ყოფილიყავიო“. მურასაკი შიკიბუ თავის ძმასთან ერთად იღებდა განათლებას, მამამისმა ჩინური ენის სწავლის ნებაც კი დართო, რომელიც იმ პერიოდის იაპონიაში მხოლოდ კაცების პრეროგატივა იყო. მურასაკი გათხოვდა თავის შორეულ ბიძაშვილზე და მისგან ქალიშვილი ეყოლა 999 წელს, თუმცა მისი ქმარი მალევე გარდაიცვალა, ქალის ცხოვრებაში კი ახალი ეტაპი დაიწყო. ქმრის გარდაცვალებიდან ოთხი წლის თავზე ის საიმპერატორო კარზე მიიწვიეს, სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა“ გენჯი მონოგატარი“ (1007-1010)ნაწარმოები შედგება 54 თავისგან, რომელშიც იმპერატორის ვაჟის ჰიკარუ გენჯის მთელი ცხოვრებაა გადმოცემული: მისი ბავშვობა, სასიყვარულო თავგადასავლები, სამეფო კარის ინტრიგები, სხვადასხვა მხიარული და სევდიანი ამბები.ისტორია მოგვითხრობს აკრძალულ სიყვარულზე პრინც ჰიკარუსა და მის დედინაცვალ ფუჯიცუბოს შორის, ამ სიყვარულით გამოწვეულ მწუხარებასა და დარდზე .

მურასაკი შიკიბუხაზგასასმელია გრეთვე ის ფაქტი, რომ ეს ყველაფერი რელისტურადაა ასახული, საინტერესოა ნაწარმოებში ჩართული დისკუსიები ფილოსოფიურ საკითხებზე, პოეზიაზე, მუსიკაზე, მხატვრობაზე რაც ავტორის დახვეწილ გემოვნებასა და ერუდიციაზე მიუთითებს. ჰეიანის პერიოდის იაპონიაში პრეროგატივა ენიჭებოდა ჩინურ ენასა და დამწერლობას, ის გამოიყენებოდა ოფიციალური და რელიგიური დოკუმენტების დასაწერად, ამიტომაც კაცები წერდნენ ჩინურად, ხოლო ქალებს ამ ენის შესწავლა და მითუმეტეს ამ ენაზე ნაწარმოების შექმნა ეკრძალებოდათ.გენჯი მონოგატარი დაიწერა იაპონურ ენაზე, სწორედ ამ ნაწარმოებს მიუძღვის დიდი წვლილი იაპონური დამწერლობის პოპულარიზაციისთვის. გამოსვლისთანავე „გენჯი მონოგატარიმ“ ქვეყანაში ლიტერატურასთან დაკავშირებული შეხედულებები შეცვალა.ეს ნაწარმოები რომელიც საიმპერატორო კარის ყოველდღიურ ცხოვრებასა და ინტრიგებზე მოგვითხრობს დღეს ბევრი მეცნიერის კვლევის საგანია. უძველესი ხელნაწერი ნაწარმოებისა დაკარგულია, თუმცა საბედნიეროდ XII საუკუნის ხელნაწერი გადარჩა და დღეს ბევრი მკითხველის გაოცებას იწვევს .

0
111
შეფასება არ არის
ავტორი:ნიკოლოზ კირკიტაძე
ნიკოლოზ კირკიტაძე
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0