x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
სიწმინდე და ომი

image
უელსის, სისვანის უნივერსიტეტის პროფეესორი ჯონ ფრენსი იკვლევს შუა საუკუნეების მილიტარულ თავისებურებებს, სიახლეებს თუ უნიკალურ მხარეებს.ის ერა, რომელსაც ჩვენ შუა საუკუნეების სახელით ვიცნობთ, როგორც ვიცით, იყო მრავალ კულტურათა თუ ხალხთა შორის სინთეზის დრო.იმ უამრავ ბრძოლა-კონფლიქტთა უმრავლესობა, რომელიც ამ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში მოხდა, ვგონებ, სწორედ ამ ახალი კავშირების და გამო წარმოებდა, მიუხედავად იმისა შეიძლება ითქვას რომ არც ერთ ეპოქას კაცობრიობის ისტორიაში არ აკლდა დაპირსიპირებები უნდა აღინიშნოს რომ შუა საუკუნეები ის მოვლენა გახლდათ რომელშიც ზედმეტად ბევრი სიახლე ფოკუსირდა და შეეჯახა ერთამნეთს, ჩემი აზრით სწორედ ეს სძენს გრანდიოზულ სიღრმეს მედიევისტურ სამხედრო განვითარებას.ჯონ ფრენსს ზოგადად მრავალი კვლევა აქვს ჩატარებული და აქედან გამომდინარე სტატია გამოცემული სამხედრო საკითხებზე ადრეულ თუ გვიან შუა საუკუნეებში.ჩემი ინტერესი და ყურადღება დაიმსახურა მისმა ნაშრომმა ქრისტიანობისა და ზოგადა ომის როგორც ცნების ურთიერთკავშირმა.პროფესორი ხაზს უსვამს რომ მისთვის ერთ-ერთი მთავარი მოტივი უკანასკნელი კვლევის დაწყებისას გახლდათ ის, რომ ქრისტიანობა როგორც ე.წ პაციფისტური რელიგი, გმობს ყველანაირ ძალმომრეობას, ძალადობას, ძალის გამოყენებას არ აქვს მნიშვნელობა მიზეზს ყოველივე მიუღებელია.ფრენსი გამოკვეთს ერთ საინტერესო ასპექტს იმის თაობაზე რომ შუა საუკუნეებზე და რაღა თქმა უნდა მის განმავლობაში მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებებზე, სწორედ რელიგიური წყაროებიდან თუ შევიტყობთ, რადგანაც როგორც ვიცით ეკლესია-მონასტრებში მიმდინარეობდა სამწერლობო საქმიანობის განვითარება, ზოგადად განათლების მიღებაც ხომ მხოლოდ რელიგიური დაწესებულებებში ხდებოდა.წყაროების უმრავლესობაში, რომლებიც ბერების თუ სხვა ეკლესიური მოღვაწეების მიერაა დაწერილი ვხვდებით პირად პერსპექტივებს და აქედან გამომდინარე ნათელი ხდება ის ფაქტი, რომ ეს დოკუმენტები არ წარმოადგენენ სხვისი მონათხრობის უბრალო ჩანაწერებს, არამედ პირადი გამოცდილების გადმოცემა-დაფიქსირებით შექმნილ ნარატივებს.გამოდის ეკლესიური პირებიც-ეპისკოპოსები, მღვდლები, ბერები ბრძოლებში მონაწილეობდნენ მიუხედავად იმისა, რომ ეს მათთვის რელიგიური თვალსაზრისით აკრძალული იყო.ჯონ ფრენსის ამ სტატიის მიზანია ჩაუღრმავდეს საეკლესიო პირთა სამხედრო მღვაწეობას შუა საუკუნეებში და გარკვეული მაგალითების და კონკრეტული ისტროიული ფაქტების მოშველიებით უფრო კარგად დაგვანახოს ეკლესიის როლი მედიევისტურ სამხედრო ცხოვრებაში.ფრენსის კვლევა ტრიალებს კონკრეტულად ადრეული შუა საუკუნეების ქრონოლოგიურ ჩარჩოებში, სისვანის პროფერსორი ცდილობს დააკვირდეს საკითხის ბაზისს და აქედან გამომდინარე ის ისეთ მოვლენებს როგორიც იყო ჯვაროსნული ლაშქრობები არ ეხება, თუმცა შეიძლება ითქვას ის, რომ ეს სტატია სწორედ იმ გზას გვანახებს, რომელიც განვლო პაციფისტურმა ქრისტიანულმა ეკლესიამ ჯვაროსნულ ლაშქრობებამდე,
ჯონ ფრენსის კვლევის მთავარი ფოკუსი არის წმინდანთა ფენომენი-მათი წარმომავლობა და სამხედრო ბექგრაუნდი.მთავარი წყაროები, რომელთაც პროფესორი იყენებს გახლავთ “Vita”, ”Vitae” ანუ წმინდანთა ცხოვრებანი(ჰიმოგრაფიულ-ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებანი)
ეს უკანასკნელნი კიდევ ერთხელ გავმეორდები და ვიტყვი, რომ ძალზედ ფასეულ ისტორიულ წყაროებსაც წარმოადგენენ მაგალითად წმ. მარტინის ცხოვრებაში იან ვუდმა საკმაოდ მნიშნვნელოვან ინფორმაციას მიაკვლია მეროვინგთა პოლიტიკური კრიზისის შესახებ, ”Miracula Sancti Germani” საკმაოდ მყარ ფაქტებს გვაწვდის ვიკინგების შემოსევებზე...თუმცა, ამდაგვარ ნაწარმოებთა განხილვა ჩვენ უფრო მილიტარისტული კუთხით გვაინტერესებს.ფრენსის მიხედვით, წამებულთა ყველაზე ადრეულ ისტორიებში ფიგურირებს მათი სამხედრო საქმესთან კავშირი მაგალითად მაქსიმიანეს პერიოდში წამებულნი ნაბორი და ფელიქსი გადმოცემის თანახმად, სიკვდილს კურთხეuლ აბჯარასხმულნი შეხვდნენ, მაქსიმიალიანი და ტიპასიუსი-მიუხედავად ისინი ადრე იყვნენ მეომრები, ქრისტიანობის მიღების შემდეგ რელიგიური ღირებულებების გამო, რომის სამხედრო სამსახურზე უარი თქვეს.ამიტომ პირველმა 295 წლის მარტში ხოლო შესაბამისად მეორე ვეტერანმა 297 წ-ს წამებულად დაასრულეს სიცოცხლე.თითქოს ეს ფაქტები ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ ქრისტიანობა დასაწყისში მართლაც რომ პაციფისტური ხასიათისა იყო, თუმცა ჯონს ამის დაჯერება უჭირს, ვინაიდან იგი მიუხედავად ზემოთხსენებულ შემთხვევათა გარდა მსგავსი სიტუაციების მრავლად არსებობისა განიხილავს სამხედრო და საეკლესიო სამსახურის დომინანტურობას მაშინ მცხოვრები დიდებულ მამაკაცთა ხელსაყრელ სამუშაოთა შორის.ფრენსი წარმომავლობას უღრმავდება და საინტერესო დამთხვევას აწყდება წამებულთა უმრავლსეობა გახლდათ დიდებული წარმომავლობის მათი ადრეული სამხედრო პოსტებიც ამაზე მეტყელებს.შუა საუკუნეების რომში უბრალო მოქალაქისთვის, მცოხვრებისთის ძალზედ რთული იყო ჯარში ან საეკლესიო სფეროში შეღწევა და იქ რაიმე წარმატების ან სიმაღლის მიღწევა.ჯარში მსახურება და ეკლესიური ცხოვრება ერთმანეთს არ გამორიცხავდა, რადგან დიდებული ჭაბუკები ბავშვობიდან სამხედრო ვარჯიშსა და წრთვნას გადიოდნენ და რაღაც დოზით ყოველი მათგანი ეწეოდა სამხედრო სამსახურს, ადრეულ პერიოდში სამხედრო სამსახურის უარმყოფი და რელიგიურ ცხოვრებაზე გადმორთულნი ყოფილი გენერლები თუ მაღალი რანგის ჯარისკაცები გახლდნენ, სამღვდელოება, როგორც ახალი არჩევანი შუა საუკუნეებში მცხოვრები არისტოკრატი მამაკაცისთვის ცოტა მოგვიანებით გაუტოლდა სამხედრო საქმეს.წარმომავლობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მაღალი საეკლესიო იერარქიის წარმომადგნლისთვის მაგალითად ეპისკოპოსი ლებუინუსი, რომელიც ჩარტრესში მოღვაწეობდა არ გახლდათ დიდებული ეს ფაქტი მის შესახებ მის ბიოგრაფიებში ყოველთვის ხაზგასმულია, მსგავს შემთხვევებს ვხვდებით ჯონ ნეაპოლელთან და სხვ. ჯონ ფრენსი დაკვირვების შედეგად ასკვნის, რომ სამხედრო წარსული საეკლესიო საზოგადოებაში გაკიცხვის საგანი არ და ვერ იქნებოდა იმიტომ რომ უმეტეს შემთხვევაში ეს უკანასკნელი ინდივიდის წარმომავლობის დამამტკიცებელი ფაქტორი იყო.სისვანის პროფესორი ინტერესდება იმ შემთხვეებით როცა ძალის გამოყენება დაშვებულ იყო რელიგიური პირების მიერ.თავდაპირველად მხოლოდ თავდაცვის მიზნით შეეძლო ეკლესიურ პირს გამოეყენებინა ძალა და ამის გამო მას არავინ არ გააკრიტიკებდა. მაგალითად ხილდერბერტმა და ხლოთარმა აუტუნს შეუტიეს 576 წელს წმ.დროქტოვეუსმა წმ. ვინსეტის დიდებული რელიქვიები ჩამოატარა და ხალხი შეაგულიანა, ბრძოლისკენ მოუწოდა.საინტერესოა X საუკუნის შოტლანდიელი ეპისკოპოსის შემთხვევა ინგლის-შოტლანდიის ერთ-ერთ ომში, ეპისკოპოსს რიგითმა ჯარისკაცმ სულის შენდობა სთხოვა რადგან ის აგრესიული ხასიათის ბრძოლაშ იღებდა მონაწილეობას და ეს რაღა თქმა უნდა ქრისტიანული მორალის მიხედვით ცოდვად ეთვლებოდა, თუმცა ეპისკოპოსმა დალოცა ჯარისკაცი რომლის გვამსაც ბრძოლის დამთავრების შემდეგ ადვილად მიაკვლიეს ვინაიდან სხვა მკვდართაგან განსხვავებით რომელთაც სვავნი დასტრიალებდნენ, მას თეთრი ჩიტი დაფარფატებდა გარშემო.საკუთარი მიწის და ქონების დასაცავად ძალის გამოყენება არ იყო იშვიათი მოვლენა.ქურდებისადა დამპყრობლების წინააღმდეგ ეს პრაქტიკა უფრო მძაფრ ხასიათს იღებდა ვინაიდან ამ შემთხვევებში ძალის გამოყენება არა დასაშვები არამედ უკვე მიღებული და სწორ საქციელად იყო მიჩნეული.ფრენსს მოჰყავს მაგალითი წმ. გუდვალისა რომელიც იყო VI ს-ში მოღვაწე ბრიტანელი მისიონერი რომელიც ერთ-ერთი მგზავრობისას გაქურდეს მან კი მათი განადგურებისთვის, მათთვის სამაგიეროს მისაზღავად ლოცვა აღავლინა.უახლესი ანალიტიკური სამუშაოების მიხედვით ცნობილ “Miracula Sancti Benedicti” -ში მოთხრობილ სასწაულთა უმრავლესობა ძალადობრივი ხასიათისაა და შეიცავს ვიოლენტურ ელემენტებს.წმინდა ბერტინის ბრძოლა ვიკინგების წინააღმდეგ 860-70 წწ-ებში საკმაოდ ძალადობრივი ხასიათის იყო თუმცა როგორც ფრენსი მოგვითხრობს ამგვარი ქცევა უკვე შეიძლება ითქვას რომ გარკვეული ნორმაც კი გახლდათ.მიუხედავად ამგვარი მოვლენათა განვითარებისა და ეკლესიაში ძალის გამოყენების დამკვიდრებისა ჯონი აწყდება გამონაკლისებს რომელნიც პირიქით ცდილობენ აღადგინონ უზენაესი ქრისტიანული მოძღვრება თავიანთ პრაქტიკებში და ზედმიწევნით თუ არა ნაწილობრივ მაინც დაიცვან ის ყოველივეს ვაწყდებით უმეტეს წილად ბერებში რომელთა რეპუტაციაც ყველაზე სპეტაკი იყო.ამის მაგალითად შეიძლება მოყვანილ იქნეს წმ. გერალდი რომელსაც ჯარისკაცებისთვის უბრძანებია ხმლების ბლაგვი მხრიდან გამოყენება ეს შემთხვევა ძველი ქრისტიანული აკრძალვის ასე ვთქვათ ახლებური ვერსია იყო რომელიც ალბათ მაშინდელ სიტუაციას ესადაგებოდა-ძალადობას მაინც ჰქონდა ადგილი მაგრამ არა მის უკიდურეს ფორმებში.ჯონი ასკვნის რომ ბერთა უმრავლესობას არ სურდა ბრძოლებში მონაწილეობის მიღება როცა მათ სახელმწიფო ავალდებულებდა ომში ჩართულობას ანდა როცა ისინი უბრალოდ ბრძოლის ეპიცენტრებში ექცეოდნენ, მათი ერთადერთი გამოსავალი იყო გაქცევა ბრძოლებისგან თავის არიდება თუმცა ავტორი დასძენს რომ წყაროები რომელთაგანაც ის ამ ინფორმაციას იღებს ეპიზოდურად ეხება ყოელივეს და გაბმულ მყარ თხრობას მოკლებულია.ავტორი ასახელებს ტანჯულ ბერთა ნაწილს რომელიც ლუპიცინუსს სიბრალულით ჰყავს მოხსენებული თავის ნაწარმოებებში:პესკარელი კეთეუსი.ლანგრესის არქიდიაკვანი ვალერიანი, სევერუს აგუნელი და ა.შ როგორც ჩანს მათ ყველას მოუწიათ თავიანთი მონასტრების მიტოვება უბრალოდ ბრძოლისგან თავის არიდების ანდაც თავის გადარჩენის მიზნით...ფრენსი ასევე იხილავს მეროვინგთა და კაროლინგთა პოლიტიკურ ჩართულობას საეკლესიო საკითხებში, მაგრამ ეს ვგონებ უფრო სხვა სახის კვლევისკენ წაგვიყვანს.სტატიის ავტორი დასძენს, რომ ხშირ შემთხვევაში წყაროებში აწყდებოდა შეგნებულ მიჩქმალვას კონკრეტული საეკლესიო პირების სამხედრო მოღვაწეობისა ანუ გამოდის, რომ თავდაპირველი ტრადიციის შეუნარჩუნებლობა ნაწილობრივ ეთაკილებოდათ გარკვეულ ნაწილს რელიგიურ პირთა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ პაციფისტური ტრადიცია არც ადრე იყო დიდად გრანდი, აქედან გამომდინარე მოგვიანებით მისი შენარჩუნების მოთხოვნა ან დავალდებულება ცოტა არ იყოს არცაა მოსალოდნელი.
ჯონ ფრენსის ეს სტატია, ჩემი აზრით, კარგად წარმოაჩენს მის პოზიციას“რომელიც როგორც მოგეხსენბათ მოიაზრებდა ქრისტიაობის პაციფისტური ხასიათის უარყოფას.ავტორი ამტკიცებს თავის სათქმელს, თუმცაღა მოწინააღმდეგეთა პოზიციებსაც ითვალისწინებს, მაგრამ უნდა აღვნიშნო რომ ფლორის გარდა ის მის საწინააღმდეგო პოზიციის მქონეთ დიდად არ ასახელებს.ავტორი კარგია რომ არ შემოიფარგლება ერთი კონკრეტული მაგალითით.ფრენსს მოჰყავს ისეთი ფაქტები რომელნიც თითქმის მისი კვლევის პერიოდებს მოიცავს-მაგალითად ყოველივეს ვხვდებით მაშინმ როცა ავტორს მოჰყავს მაქსიმიანეს მიერ წამებული ნაბორისა და ფელიქსის გვერდით დაახლოებით მერვე საუკუნეში მცხოვრები ელიგიუსის მაგალითი...პირადად ჩემი დამოკიდებულება ჯონ ფრენსის პოზიციას ემთხვევა.მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანობის როგორც რელიგიის პაციფისტურობას არ ვუარყოფ ფაქტი სახეზეა, საუკუნეების მანძილზე ცოტა თუ გამოჩნდა, ვინაც ყოველივე პრაქტიკაში მოიყვანა, პირიქით რელიგია ხშირად იყო მოტივი და მიზეზი ბრძოლათა დაწყების, გაჩაღების.(მაგ. ხლოდვიგის მონათვლის შემდეგ მისი ბრძოლები 507წ და სხვ. თითქმის რელიგიური მოტივით წარმოებდა, ყოველივეში რაღა თქმა უნდა ეკლესიაც იჩენდა გარკვეულ ჩართულობას) მიუხედავად იმისა, რომ სტატიის ავტორი არ ეხება ამ თემას მე მაინც მინდა ვახსენო, რომ ჩემთვის ხელთ არსებული ინფორმაციის და მიხედვით ეკლესიის მილიტარისტული სახეცვლილების პიკი ჯავროსნული ლაშქროებია როდესაც რომის პაპი ურბან II ხალხს მოუწოდებს ბრძოლისკენ, ამ მოწოდებამ უამრავი სისხლი დაღვარა, უთვალავი მსხვერპლი მოიყოლა, ბევრი უსამართლობა გამოიწვია...
მეათე საუკუნის ბოლოს კარგად ჩანს რომ პაციფისტობის იდეა ვგონებ აღარც კი ახსოვთ…

0
105
შეფასება არ არის
ავტორი:ნიკოლოზ კირკიტაძე
ნიკოლოზ კირკიტაძე
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0