x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
ყურადღება!!! სტენოკარდიის პირველი ნიშნები
image


სტენოკარდია ანუ გულის ანგინა არის მკერდის არეში განვითარებული ტკივილი, რომელიც გამოწვეულია გულის კუნთისთვის ნაკლები რაოდენობით მიწოდებული სისხლით ან გულის რაიმე სხვა პათოლოგიით.


რა სიმპტომები ახასიათებს სტენოკარდიას?


  • ძლიერი ტკივილი მკერდის არეში;
  • მოჭერის შეგრძნება გულის არეში;
  • სიმძიმის შეგრძნება;
  • ტკივილი ან წვის შეგრძნება, რომელიც ძალიან ჰგავს გულძმარვას;

სტენოკარდიის სიმპტომები ყველაზე ხშირად ფიზიკური დატვირთვისას, მძიმე საკვების მიღების შემდეგ ან მძლავრი ემოციის დროს ვლინდება (ბრაზი, გაოცება, ფრუსტრაცია და აფექტი).




image


რა იწვევს სტენოკარდიას?


თითქმის ყოველთვის, სტენოკარდიას თან ახლავს გულის მთავარი სისხლძარღვების გამაგრება (ათეროსკლეროზი). კორონალური ანუ მკვებავი სისხლძარღვები ამარაგებს გულის კუნთს სისხლით და ჟანგბადით. მათი დაზიანების დროს კი აღარ ხდება სათანადო რაოდენობის სისხლის მიწოდება. ამ სისხლძარღვების სპაზმს ასევე შეუძლია სტენოკარდიის გამოწვევა.


ქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს:


რატომ არის აუცილებელი მოხუცებისთვის ქონდროიტინი?


რატომ არის ორგანიზმისთვის საჭირო ანტიოქსიდანტები?


რატომ არის ადამიანის ორგანიზმისთვის A ვიტამინი აუცილებელი?


რა იწვევს ანემიას?


როგორ შეიძლება ქალბატონებში ლიბიდოს გაძლიერება?



0
320
1-ს მოსწონს
ავტორი:მეტრიკ
მეტრიკ
320
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0