x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134492
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
რატომ არის ადამიანის ორგანიზმისთვის A ვიტამინი აუცილებელი?
image


ამ ვიტამინის ორი ფორმა არსებობს - ბეტა-კაროტინი და რეტინოლი.


რეტინოლი ცხიმში ხსნად ვიტამინებს მიეკუთვნება და ის ძირითადად გვხვდება ღვიძლში, კვერცხსა და რძის პროდუქტებში.


ბეტა-კაროტინი წყალში ხსნად ვიტამინებს მიეკუთვნება. ის ძირითადად სტაფილოში, ყვითელ, მწვანე და ფორთოხლისფერ ხილსა და ბოსტნეულშია გავრცელებული. ბეტა-კაროტინს სხეული რეტინოლად გარდაქმნის და ხშირად მას პროვიტამინ A-ს უწოდებენ.



A ვიტამინი:

  • ხელს უწყობს რკინის ნორმალურ მეტაბოლიზმს;
  • ხელს უწყობს ჯანსაღი ლორწოვანი გარსის შენარჩუნებას;
  • ხელს უწყობს ჯანსაღი კანის შენარჩუნებას;
  • ხელს უწყობს ჯანსაღი მხედველობის შენარჩუნებას;
  • ხელს უწყობს იმუნური სისტემის ჯანსაღად ფუნქციონირებას;

ვიტამინი A შესაძლოა სასარგებლო იყოს:

  • სურდოს, გრიპის და სხვა ინფექციების დროს;
  • აკნეს, ეგზემისა და ფსორიაზის დროს;
  • ანემიის დროს;
  • ასთმისა და თივის ცხელების დროს;
  • მხედველობის პრობლემებისა და ქათმის სიბრმავის დროს;
  • რეპროდუქციული სისტემის პრობლემების დროს;

A ვიტამინის ნაკლებობის შესაძლო ნიშნები შეიძლება იყოს: მშრალი კანი, ქათმის სიბრმავე და ხშირი და განმეორებადი ინფექციები.


ამ ვიტამინის დღიურ ნორმად ითვლება 800 მკგ, თუმცა დანამატებში შესაძლოა უფრო მაღალი შემცველობით იყოს.


ვინაიდან A ვიტამინი ცხიმში ხსნადია, სხეული ინახავს მას და ჭარბი რაოდენობით მიღების შემთხვევაში გროვდება ღვიძლში. ზედოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს თმის ცვენა, ღებინება და გულისრევის შეგრძნება, დაღლილობა, თავის ტკივილი და ღვიძლის გადიდება. A ვიტამინის მიღება არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ორსულობის დროს, ვინაიდან შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დეფექტები. მარტივად შეიძლება მიხვდეთ, თუ ჭარბი რაოდენობით იღებთ ბეტა-კაროტინს - თქვენი კანი გახდება მოყვითალო-ფორთოხლისფერი.


ქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს:


რა იწვევს ანემიას?


როგორ შეიძლება ქალბატონებში ლიბიდოს გაძლიერება?


როგორ იცხოვრა თინეიჯერმა გულის გარეშე 118 დღე?


რა არის ვერვულფის სინდრომი?


რას ნიშნავს სწორი დიეტა?



0
193
1-ს მოსწონს
ავტორი:მეტრიკ
მეტრიკ
193
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0