x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
რა უშლის ხელს სიმაღლეში ზრდას და რა უნდა იცოდეს მშობელმა?
image


რო­გორ იც­ვლე­ბა ბავ­შვის ზრდის ტემ­პი ასა­კის მი­ხედ­ვით, რით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი ზრდის პრობ­ლე­მე­ბი და სად უნდა ვე­ძე­ბოთ მი­ზე­ზე­ბი, რამ­დე­ნად არის სიმ­სუქ­ნე და წო­ნის დე­ფი­ცი­ტი ენ­დოკ­რი­ნუ­ლი პრობ­ლე­მა - ამ და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან თე­მებ­ზე პე­დი­ატ­რი­უ­ლი პრი­ვატ კლი­ნი­კის ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ნატა იმე­დაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.


- ბავ­შვის ორ­გა­ნიზ­მი მოზ­რდი­ლის­გან იმით გან­სხვავ­დე­ბა, რომ იგი გა­ნუ­წყვეტ­ლივ იზ­რდე­ბა და ვი­თარ­დე­ბა. ზრდა გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბუ­ლი კვერ­ცხუ­ჯრე­დი­დან იწყე­ბა და სქე­სობ­რი­ვი მომ­წი­ფე­ბის და­სას­რულს მთავ­რდე­ბა. ბავ­შვის სი­მაღ­ლის ზრდის ინ­ტენ­სი­ვო­ბა და მისი სა­ბო­ლოო დონე და­მო­კი­დე­ბუ­ლია გე­ნე­ტი­კურ ფაქ­ტორ­ზე, რო­მე­ლიც მჭიდ­რო კავ­შირ­შია ენ­დოკ­რი­ნულ სის­ტე­მას­თან. ზრდის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ობს ჰორ­მონ­თა მთე­ლი გუნ­დი (ჰი­პო­ფი­ზის, ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის, თირკმელ­ზე­და ჯირ­კვლის, სა­ს­ქე­სო, კალ­ცი­უ­მის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ჰორ­მო­ნი). თი­თო­ე­ულს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ბავ­შვის ნორ­მა­ლუ­რი ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. გარ­და გე­ნე­ტი­კუ­რი და ენ­დოკ­რი­ნუ­ლი ფაქ­ტო­რე­ბი­სა ზრდა­ში დიდ როლს ას­რუ­ლებს გა­რე­მო პი­რო­ბე­ბი: კვე­ბა, კლი­მა­ტი, წე­ლი­წა­დის დრო, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, სო­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი და სხვა.


- რო­გორ იც­ვლე­ბა ბავ­შვის ზრდის ტემ­პი ასა­კის მი­ხედ­ვით?



- ზრდის ტემ­პი გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლია მუც­ლად­ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში. და­ბა­დე­ბის შემ­დგომ ტემ­პი ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად თან­და­თა­ნო­ბით მცირ­დე­ბა. პირ­ვე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ახალ­შო­ბი­ლი სა­შუ­ა­ლოდ 25 სმ-ს იმა­ტებს. წლის პირ­ველ მე­ო­თხედ­ში სიგ­რძის ნა­მა­ტი ყო­ველ­თვი­უ­რად არის 3 სმ, მე­ო­რე მე­ო­თხედ­ში - 2, 5 სმ. მე­სა­მე მე­ო­თხედ­ში - 2 სმ. და მე­ო­თხე მე­თხედ­ში - 1 სმ. 1 წლის მერე ზრდის ტემ­პი უფრო ნელ­დე­ბა. ახალ­შო­ბი­ლი თავ­და­პირ­ველ სიგ­რძეს 4 წლის ასაკ­ში აორ­მა­გებს და 12 წლის ასაკ­ში ასამ­მა­გებს.


- რით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი ზრდის პრობ­ლე­მე­ბი და სად უნდა ვე­ძე­ბოთ მი­ზე­ზე­ბი?


- ზრდის პრობ­ლე­მე­ბი, კერ­ძოდ ტან­დაბ­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­გორც ენ­დოკ­რი­ნუ­ლი გე­ნე­ზის, ასე­ვე არა­ენ­დოკ­რი­ნუ­ლი. ენ­დოკ­რი­ნუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ტან­დაბ­ლო­ბა მხო­ლოდ 3-4%-ს შე­ად­გენს. მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს ზრდის ჰორ­მო­ნის უკ­მა­რი­სო­ბა, ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ჰორ­მო­ნე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა, თირკმელ­ზე­და ჯირ­კვლის ჰორ­მო­ნე­ბის სი­ჭარ­ბე. გარ­და ამი­სა, ტან­დაბ­ლო­ბის გა­მომ­წვე­ვი შე­იძ­ლე­ბა იყოს გე­ნე­ტი­კუ­რი სინ­დრო­მე­ბი, რო­გო­რი­ცაა: ტერ­ნე­რის სინ­დრო­მი, რა­სელ-სილ­ვე­რის სინ­დრო­მი, პრა­დერ-ვი­ლის სინ­დრო­მი და სხვა. რაც შე­ე­ხე­ბა არა­ენ­დოკ­რი­ნუ­ლი გე­ნე­ზის ტან­დაბ­ლო­ბას, მათ მი­ე­კუთ­ვნე­ბა: ზრდი­სა და სქე­სობ­რი­ვი მომ­წი­ფე­ბის შე­ფერ­ხე­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ფორ­მე­ბი და ოჯა­ხუ­რი ტან­დაბ­ლო­ბა, რო­მელ­თა გავ­რცე­ლე­ბა ტან­და­ბალ ბავ­შვთა შო­რის 40%-მდე აღ­წევს. ასე­ვე ტან­დაბ­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს სო­მა­ტუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა და ფსი­ქო­ე­მო­ცი­უ­რი სტრე­სის ფონ­ზე.


რაც შე­ე­ხე­ბა ტან­მაღ­ლო­ბას, ექიმ­თან მი­მარ­თვის გა­ცი­ლე­ბით იშ­ვი­ა­თი მი­ზე­ზია და არ აღიქ­მე­ბა ისე მწვა­ვედ, რო­გორც ტან­დაბ­ლო­ბა. ტან­მაღ­ლო­ბის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს: ოჯა­ხუ­რი ტან­დაბ­ლო­ბა (რო­მე­ლიც არ შე­იძ­ლე­ბა პა­თო­ლო­გი­ად ჩა­ით­ვა­ლოს), სინ­დრო­მე­ბი (კლა­ინ­ფელ­ტე­რის, მარ­ფა­ნის, სო­ტო­სის, ჰო­მო­ცის­ტი­ნუ­რია და სხვა) და ენ­დოკ­რი­ნუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა<<<



0
4207
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
4207
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0