x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
როგორ მივხვდეთ რომ ანევრიზმა გვაქვს - პროფესორი კოტე ყიფიანი "ჩუმი სიკვდილის" გამომწვევ მიზეზებზე
image


ანევ­რიზ­მა ყვე­ლა­ზე სა­ში­ში გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც ხში­რად ფა­ტა­ლუ­რად სრულ­დე­ბა. სხვა­დას­ხვა ტი­პის ანევ­რიზ­მა არ­სე­ბობს, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მუც­ლის აორ­ტის ანევ­რიზ­მაა. რო­გორ უნდა და­ვიც­ვათ თავი ამ ვე­რა­გი და­ა­ვა­დე­ბის­გან, ამის შე­სა­ხებ "რე­ი­ტინგს" ბო­ხუ­ას კლი­ნი­კის ან­გი­ო­ქი­რურ­გი, პრო­ფე­სო­რი კოტე ყი­ფი­ა­ნი ესა­უბ­რა.


- ანევ­რიზ­მე­ბი, უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, სის­ხლძარ­ღვთა ათე­როსკლე­რო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის გამო ჩნდე­ბა. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე ხში­რი მუც­ლის აორ­ტის ანევ­რიზ­მაა. პრო­ცენ­ტუ­ლად, მას­ზე, ანევ­რიზ­მა­თა, და­ახ­ლო­ე­ბით, 80% მო­დის. ანევ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი, სის­ხლძარ­ღვთა კედ­ლის ათე­როსკლე­რო­ზუ­ლი გა­დაგ­ვა­რე­ბაა. მა­გა­ლი­თად, თუ ჯან­მრთე­ლი აორ­ტის დი­ა­მეტ­რი 2 სან­ტი­მეტ­რია, 3 ან 4 სან­ტი­მეტ­რის შემ­თხვე­ვა­ში, საქ­მე უკვე ანევ­რიზ­მას­თან გვაქვს. თუ ანევ­რიზ­მის დი­ა­მეტ­რი 5 სმ-მდეა, მას სჭირ­დე­ბა არა­ქი­რურ­გი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა და დაკ­ვირ­ვე­ბა დი­ნა­მი­კა­ში, მაგ­რამ თუ უფრო დიდი ზო­მაა, მისი გას­კდო­მის ალ­ბა­თო­ბა დი­დია და ამი­ტომ ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი. ჩვენ გვქო­ნია შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც პა­ცი­ენტს მუც­ლის აორ­ტის 13 სმ-იანი დი­ა­მერ­ტის ანევ­რიზ­მა ჰქონ­და. ეს თით­ქმით მთე­ლი მუც­ლის ღრუა.


- უფრო ხში­რად რა ასაკ­ში ვლინ­დე­ბა ეს და­ა­ვა­დე­ბა?



- ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ანს ეს და­ა­ვა­დე­ბა არ ემარ­თე­ბა. მუც­ლის აორ­ტის ანევ­რიზ­მა გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მა­მა­კა­ცებ­ში, ვიდ­რე ქა­ლებ­ში. შე­ფარ­დე­ბა 1/10-ზეა. მისი სა­შუ­ა­ლო ასა­კია 65 წელი. 55 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ­მა ყვე­ლა მა­მა­კაც­მა უნდა გა­ი­კე­თოს ექოს­კო­პია და შე­ა­მოწ­მოს, ხომ არ არის ამ და­ა­ვა­დე­ბის რიკს-ჯგუფ­ში. რისკ-ჯგუ­ფებ­ში პირ­ველ რიგ­ში ის ადა­მი­ა­ნე­ბი ხვდე­ბი­ან, ვი­საც ეს და­ა­ვა­დე­ბა გე­ნე­ტი­კა­ში აქვს, ასე­ვე მწე­ვე­ლე­ბი, ვი­საც ათე­როსკლე­რო­ზი აქვს.


- რა შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა, ათე­როსკლე­რო­ზის პრე­ვენ­ცი­ი­სათ­ვის გა­ა­კე­თოს?


- ათე­როსკლე­რო­ზის პრე­ვენ­ცია ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სია. წნე­ვის კონ­ტრო­ლი, სი­გა­რე­ტის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა და რაც მთა­ვა­რია, ჯან­სა­ღი კვე­ბა. ადა­მი­ან­მა უნდა მი­ი­ღოს ბოსტნე­უ­ლი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით. ნაკ­ლე­ბად უნდა მი­ი­ღოს ქო­ლეს­ტე­რი­ნის შემ­ცვე­ლი საკ­ვე­ბი, კვერ­ცხი, ღო­რი­სა და სა­ქონ­ლის ხორ­ცი, შემ­წვა­რი და ა.შ. ხან­ში­შე­სულ­მა ადა­მი­ან­მა წე­ლი­წად­ში ერთხელ ან ორ­ჯერ უნდა ჩა­ი­ტა­როს სკრი­ნინ­გი (მუც­ლის ღრუს ექოს­კო­პია). ეს მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ თუ ათე­როსკლე­რო­ზი გა­მოჩ­ნდა, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წეს­ზე გა­და­ვი­დეთ და შე­ვა­ჩე­როთ მისი გან­ვი­თა­რე­ბა. ათ­როსკლე­რო­ზის მკურ­ნა­ლო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა შე­ჩე­რე­ბა - შე­საძ­ლე­ბე­ლი... წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად<<<



0
8956
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
8956
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0