x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რა საფრთხის შემცველია გიორგი გაბუნიას მიმართვა პუტინისადმი და უნდა დაისაჯოს თუ არა ის ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დარღვევისათვის

image წუხელ ტელეკომპანია რუსთავი2-ის სტუდიაში "პოსტსკრიპტუმის" წამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემა რუსულად დაიწყო და რუსეთის პრეზიდენტის და მისი მშობლების მისამართით, როგორც ჟურნალისტისათვის ასევე, თითოეული საღად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქისათვის მიუღებელი სიტყვებით გააგრძელა.
image (წყარო: ambebi.ge)
რა საფრთხის შემცველია გაბუნიას ბილწსიტყვაობის ტირადა საქართვლოსათვის?
მოგეხსენებათ რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ი და არ მალავს მთლიანი საქართველოს ოკუპირების სურვილს, რასაც მისი უახლოესი გარემოცვის პოლიტიკოსები ახმოვანებენ.
რა ბერკეტი გააჩნია რუსეთს ჩვენს წინააღმდეგ?
1. მას შეუძლია მოაწყოს პროვოკაცია ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო საზღვრებთან და ღია სახით წამოიწყოს ფართომასშტაბიანი აგრესია საქართველოს წინააღმდეგ.
2. რუსეთის პრეზიდენტი თვლის, რომ ანაკლიის პორტის აშენება საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციას, რადგან მისი თქმით პორტთან ახლოს შეიქმნება ამერიკული ბაზა ან ამერიკული სამხედრო გემები კონვენციის შესაბამისად მორიგეობით დადგებიან პორტთან რეიდზე.
3. პუტინის ერთი ბრძანება საკმარისია ათასობით ქართველი, რომლებიც რუსეთში მუშაობით არჩენენ საქართველოში ოჯახებს, ადრინდელივით გამოაძევოს რუსეთიდან და სატრანსპორტო თვითმფრინავებით ჩამოიყვანოს საქართველოში, რაც ასობით ოჯახს შეუქმნის ეკონომიკურ პრობლემებს.
4. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით შესაძლებელია რუსეთის სანიტარული სამსახურის ხელმძღვანელმა ონიშჩენკომ აკრძალოს რუსეთში მინერალური წყლების და ალკოჰოლური სასმელების, ასევე მწვანეულის შეტანა, რაც ქართულ კომპანიებს და თავად საქართველოს ბიუჯეტსაც საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს.
5. პუტინის ბრძანებისთანავე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, რომელიც პუტინის ლაქიაა, გალის რაიონის ქართულ მოსახლეობას გალიდან ისე გამოაძევებს თვალსაც არ დაახამხამებს.
ახლა შევხედოთ საკითხს მეორე მხრიდან, როგორც ტელეწამყვანმა გაბუნიამ დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წესდება.
დაარღვია მედიისათვის დაწესებული ეთიკის ყველა ნორმა, დაარღვია ქართველი კაცისათვის ცნობილი შეგონება: "მიცვალებულზე კარგს ამბობენ ან საერთოდ არაფერს"!
დაარღვია კავკასიელისათვის მისაღები ყველა ადათი და ტრადიცია.
პუტინი ჩემი და ჩემი ქვეყნის მტერია, მაგრამ მშობლები არ აგებენ პასუხს ზრდასრული შვილის საქციელზე.
თან მიცვალებულების საფლავის მისამართით წარმოთქმულმა იმ სიტყვებმა, რაც გაბუნიამ წარმოთქვა, ჩემში არ დაგიმალავთ და აგრესიული განცდა გამოიწვია.
ჩემთვის ნებისმიერი ადამიანი განურჩევლად მისი ეროვნული თუ რელიგიური კუთვნილებისა, რომელიც სხვის მიცვალებულს შეურაცხყოფას აყენებს არაკაცია, შესაბამისად გაბუნიამ პასუხი უნდა აგოს ჟურნალისტური ეთიკის დარღვევისათვის, შესაბამისი ზომების ფარგლებში.
წუხელ მე, როგორც ქართველს და როგორც საქართველოს მოქალაქეს შემრცხვა, იმის გამო, რომ ჩემი ერის შვილი, თან ტელეწამყვანი მოიქცა ასე უღირსად.
პ.ს
ბოდიშს ვუხდი მასალის მნახველებს უცენზურო და ამაზრზენი სიტყვებისათვის.
+16

0
139
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
139