x
image
გემი დალანდი
როგორ გამოიყურებიან პლანეტის ულამაზესი ქალების შვილები?

image
მიუხედავად რთული და დაძაბული გრაფიკისა, ულამაზესი მოდელები თუ მსახიობები ოჯახისთვის მაინც პოულობენ დროს. ზოგიერთ მათგანს კი რამდენიმე შვილიც ჰყავს. არსებობს სტრეოტიპული შეხედულება, რომ ლამაზი ქალის შვილებზე ბუნებამ დაისვენა, მაგრამ ამ ფოტოების შემხედვარე, ნამდვილად საწინააღმდეგოში დარწმუნდებით.

1.ნატალია ვოდიანოვა და მისი შვილები

imageსუპერმოდელი ნატალია ვოდიანოვა მრავალშვილიანი დედაა. არისტოკრატული წარმოშობის ჰასტინ პორტმანთან მას სამი შვილი შეეძინა-ორი ვაჟი და ერთი გოგონა. კიდევ ორი ვაჟი-მაქსიმი და რომანი კი მოდელ ანტუან არნოსთან თანაცხოვრებისას გააჩინა.


2. ალესანდრა ამბროზიო და მისი შვილები

imageსუპერმოდელი ალესანდრა ამბროსიო ყველას დაამახსოვრდა, როგორც Victoria’s Secret-ის “ანგელოზი", რომელიც 17 წელი თანამშრომლობდა ცნობილ ბრენდთან. ბიზნესმენ ჯეიმი მაზუროსგან მას ორი შვილი ჰყავს:ანია და ნოა.


3.კენდის სვეინპოლი და მისი ვაჟები

imageკენდისი რამდენიმე პარფიუმერული და კოსმეტიკური ბრენდის სახეა. 2010 წლიდან Victoria’s Secret-ის “ანგელოზია". მოდელი ორი ვაჟის დედაა-ანაკასი და არიელის.


4.ჰაიდი კლუმი და მისი ქალიშვილი

imageჰაიდი უფროს ქალიშვილზე იყო ორსულად, როცა მის ბიოლოგიურ მამას დაშორდა. მოგვიანებით კი ცხოვრება მომღერალ სილს დაუკავშირა, რომელმაც გოგონა იშვილა. წყვილს სულ 4 შვილი ჰყავს, თუმცა მათი ქორწინება მაინც დაინგრა.2012 წელს ჰაიდი და სილი დაშორდნენ.


5.კიმ ბესინჯერი და მისი ქალიშვილი

imageაირლენდ ბოლდუინი კიმ ბესინჯერის და ალეკ ბოლდუინის ქალიშვილია. გოგონა ბავშვობიდან ოცნებობდა მოდელობაზე და ახლა აქტიურად ვითარდება ამ ასპარეზზე, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად აკრიტიკებენ ზედმეტი წონის გამო.


6.ტვიგი და მისი ქალიშვილი

imageცნობილ მოდელს პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი შეეძინა, რომელიც ცნობილი დედის კვალს არ გაჰყოლია, მაგრამ მაინც მოდის სამყაროსთანაა დაკავშირებული, ის ტექსტილის დიზაინერია.


7.ქეით მოსი და მისი ქალიშვილი

imageქეითის ქალიშვილი ლილა სამოდელო ბიზნესშია ჩართული. მან უკვე მოასწრო და Marc Jacobs-ის სახე გახდა, გარდა ამისა, ხშირად ჩნდება ჟურნალების გარეკანზე.


8.ლინდა ევანგჯელისტა და მისი ვაჟი

image90-იანი წლების სუპერმოდელი ფრანგ მილიარდელ ფრანსუა-ანრი პინოს ხვდებოდა. როგორც კი ლინდას ორსულობის შესახებ შეიტყო, ფრანსუა მაშინვე დაშორდა მას და მალე სელმა ჰაიეკი შეირთო ცოლად. ლინდამ კი ვაჟი გააჩინა და ქმართან სასამართლო დავაც კი ჰქონდა ალიმენტის თაობაზე.


9.სინდი კროუფორდი და მისი შვილები

imageკაია და ლესლი ჰერბერებმა შეიძლება ითქვას, რომ გენეტიკური ლატარია მოიგეს. დედა-სუპერმოდელი, მამა-რესტორატორი, წარსულში წარმატებული მანეკენი. ორივე მათგანი უკვე პოპულარულია მოდის სამყაროში, ხელს აწერენ კონტრაქტებს ცნობილ ბრენდებთან და ხშირად ჩნდებიან პრიალა ჟურნალების გარეკანზე.


10.დაუტცენ კრუსის შვილები

imageცნობილ მოდელს და მის დიჯეი მეუღლეს სანერი ჯეიმსს ორი შვილი ჰყავთ-ფილენ ჯოი და მილენა მეი.


11.კაროლინა კურკოვა

imageჩეხი მოდელი 2007 წელს ყველაზე სექსუალურ მოდელად აღიარეს. წარმატებული მოდელი კინოპროდიუსერ არჩი დრურს გაჰყვა ცოლად და წყვილი ორ ვაჟს ზრდის: ტობინ ჯეკს და ნოა ლის.


12.ირინა შეიკი და მისი ქალიშვილი

image
2017 წელს ცნობილ სუპერმოდელ ირინა შეიკს და მსახიობ ბრედლი კუპერს ქალიშვილი შეეძინათ. სამწუხაროდ, წყვილი სულ ახლახანს დაშორდა.

0
1369
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
1369
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0