x
image
გემი დალანდი
რა ფერის სამოსში უნდა შეხვდნენ ზოდიაქოს ნიშნები ახალ წელს
ყვითელი ძაღლის წელს სულ მალე ყვითელი ღორის წელი შეცვლის, რაც იმას ნიშნავს, რომ სამოსის ფერები, რომლებიც 2018 წლის შესახვედრად იყო რეკომენდებული, 2019 წლის დასახვედრადაც გამოგადგებათ. მაგრამ, არის ერთი ნიუანსი-სტილისტები რეკომენდაციას იძლევიან, რომ უპირატესობა კაბებს მივანიჭოთ. ფასონი სულერთია როგორი იქნება, მთავარია სამოსი იდეალურად ერგებოდეს ფიგურას.imageღორი ჭკვიანი ცხოველია, რომელიც ყაირათიანობას აფასებს და არ უყვარს ფულის ფუჭად ხარჯვა. თუ ახალი წლის ღამეს წლის მფარველ ცხოველს გაახარებთ, მომდევნო 365 დღე ფინანსურად უზრუნველყოფილი გექნებათ.

რა ჩავიცვათ ახალი წლის ღამეს, რომ წარმატებული წელი გვქონდეს?


1.ვერძი

სტილისტები ვერძებს ურჩევენ წითელი ფერის ტონებით კიდევ უფრო გამოკვეთონ ხასიათი. კაბის ფასონი მკაცრი, სადა და ამავდროულად გახსნილიც უნდა იყოს.. თუ წითელი კაბის ჩაცმა არ გსურთ, შეგიძლიათ წითელი ფერის ფეხსაცმელი ან აქსესუარი შეარჩიოთ.


image

2.კურო

კუროების საფირმო ფერი-მუქი ლურჯია. სადა ფასონი აუცილებლად მასიურ ოქროს სამკაულებს და გამოკვეთილ მაკიაჟს შეუხამეთ.აქცენტი თვალებზე გააკეთეთ.

გარდა მუქი ლურჯისა, შეგიძლიათ თამამად შეარჩიოთ ქარვისფერი, ბეჟი, ოქროსფერი, ზეთილისხილისფერი და მუქი ყვითელი.

image

3.ტყუპები

ტყუპებს შეუძლიათ თავი გაინებივრონ უჩვეულო ფასონებითა და ცივი ფერებით:თეთრი, მქრქალი ცისფერი, ვერცხლისფერი, ნაცრისფერი...

გულდასმით შეარჩიეთ სამკაულები და აქცენტები სწორად დასვით, რომ ამ ნიშნის არსი გამოკვეთოთ.

სტილისტები გვირჩევენ წყვილი სამკაული შევარჩიოთ. მაგ:ორი სამაჯური, ორი ბეჭედი ან ორი ძეწკვი.image

4.კიბო

შეარჩიეთ ხავერდის ან აბრეშუმის თბილი ტონები:ატმისფერი, ბეჟი, მდოგვისფერი, ოქროსფერი.

სტილისტები რეკომენდაციას ელეგანტურ ვარცხნილობას უწევენ, მარგალიტების, თვლების და ბუმბულების გამოყენებით. უარი თქვით სხვა აქსესუარებზე, რომ ელეგანტური იერი არ გადატვირთოთ.image

5.ლომი

ლომებს ყველაფერში სიმდიდრე იზიდავთ, რის ხაზგასმასაც ოქროსფერით შეძლებენ. რეკომენდებული ფერებია:ოქროსფერი, ყვითელი, ლეოპარდის, თეთრი, იისფერი, მდოგვისფერი.

ასტროლოგები რეკომენდაციას იძლევიან, რომ “ლუქი" დიადემით შეავსოთ, რომელიც თვლებით იქნება გაფორმებული.

image

6.ქალწული

ქალწულებმა უპირატესობა შოკოლადისფერს და მის შეფერილობებს უნდა მიანიჭოთ. ფასონი სადა და ლაკონური უნდა იყოს. არ გამოიყენოთ ბევრი სამკაულები. საყურე და საშუალო ზომის სამაჯური სრულიად საკმარისი იქნება.

image

7.ქალწული

2019 წლის შესახვედრად დიზაინერები რეკომენდაციას იძლევიან, რომ სასწორებმა უპირატესობა მიანიჭონ აბრეშუმს და ხავერდს. ფერები:თეთრი, ბორდოსფერი, ვერცხლისფერი, მუქი ნაცრისფერი და ლურჯის შეფერილობები.

ხაზი გაუსვით თქვენს მიმზიდველობას მოშიშვლებული ზურგის ან მხრების საშუალებით. შეავსეთ “ლუქი" ლურჯი ფერის აქსესუარებით.

image

8.მორიელი

მორიელი ვნებით და სასიცოცხლო ენერგიით სავსე ნიშანია, ამიტომ საახალწლო სამოსით ეს თვისებები უნდა გამოკვეთოთ. შეარჩიეთ წითელი ან ნარინჯისფერი ფერის კაბები. მნიშვნელოვანი ელემენტია ღრმა დეკოლტე და ჭრილი კაბაზე. აქსესუარები კი აუცილებლად სადა უნდა შეარჩიოთ.

image

9. მშვილდოსანი

მშვილდოსნებმა ნაზი და სადა კაბა უნდა შეარჩიონ, არაბრჭყვიალა ფერებში: ნაზი ვარდისფერი, ღია ბეჟი, ცისფერი, მქრქალი ყვითელი, პასტელის ფერები.

რაც შეეხება აქსესუარებს, ისინი ოქროსფერი ან ოქროსი უნდა შეარჩიოთ.

image

10.თხის რქა

თხის რქებმა უპირატესობა ყვითელს, მდოგვისფერს, ბეჟს, კრემისფერს ან ყავისფერს უნდა მიანიჭონ. სტილისტები ერთი ტონის კაბას უწევენ რეკომენდაციას, რომელიც აქსესუარებით ან ბრჭყვიალა მაკიაჟით შეგიძლიათ გამოაცოცხლოთ. აქცენტი ტუჩებზე გააკეთეთ.image

11.მერწყული

ოქროსფერი, წითელი, შავი, ბორდოსფერი, ბრჭყვიალები და თვლები-ყველაფერი თქვენს განკარგულებაშია.

შეარჩიეთ ერთი ტონის, ელეგანტური კაბა, ღრმა ჭრილით ზურგზე, ან ჰოლივუდური სტილი-რომელიც ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის ძალიან მომგებიანია.

image

12.თევზები

თევზები თავისი ძლიერი ხასიათით გამოირჩევიან. ფერებიდან შეარჩიეთ-ცისფერი, ლურჯი, თეთრი, კორალი, მქრქალი მწვანე. სამკაულები ნაზი უნდა იყოს, ნატიფი, წვრილი თვლებით გაფორმებული და აუცილებლად-მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.

image


0
2862
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
2862
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0