x
image
გემი დალანდი
დიდი ბრიტანეთის უკანასკნელი სიკვდილმისჯილი-რისთვის ჩამოახრჩეს მოდელი და ორი შვილის დედა
1955 წლის გაზაფხულზე ბრიტანული გაზეთები გახმაურებული მკვლელობის შესახებ წერდნენ. ლონდონის ერთ-ერთ ქუჩაზე რევოლვერიდან რამდენიმე გასროლით მოკლეს ცნობილი ავტომრბოლელი, არისტოკრატი და ქალების რჩეული დევიდ ბლეიკლი. მაგრამ ყველაზე საინტერესო ამ საქმეში მკვლელის პიროვნება იყო. მამაკაცი არც მაფიოზებს მოუკლავთ და არც მძარცველებს. მას მისმა საყვარელმა, ექს-მოდელმა და ორი შვილის დედამ რუთ ელისმა ესროლა.

imageრუთ ელისის ცხოვრება ნათელი მაგალითია თუ როგორ შეიძლება გაუკონტროლებელმა ემოციებმა ადამიანი დაღუპოს. რუთი ალკოჰოლიკი მუსიკოსის მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. ოჯახის უფროსი ცოლის გარდა არც შვილების ცემას ერიდებოდა. შესაძლოა სწორედ ამიტომ რუთმა მოგვიანებით ასეთივე ტიპის ადამიანს დაუკავშირა ბედი.image15წლის რუთ ელისი კაფეში ოფიციანტად მოეწყო, მაგრამ მას დიდი ქალაქი უხმობდა და სულ მალე ლონდონის დასაპყრობად გაემგზავრა. ლონდონში თმა ქერად შეიღება და ცხოვრებით ტკბობას მიეცა.
მისი პირველი სიყვარული კანადელი ჯარისკაცი იყო, რომელიც მალე უკვალოდ გაქრა და რუთს “საჩუქრად" ბავშვი დაუტოვა.

მამაკაცებით გულგატეხილმა რუთმა გადაწყვიტა მოდელის კარიერა აეწყო. შეიძლება ითქვას, რომ გამოუვიდა კიდეც, თუმცა, უფრო ხშირად, მამაკაცებისთვის განკუთვნილი ეროტიკული ჟურნალისთვის იღებდა ფოტოებს.

მალე გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია, ყველა შემოთავაზებას თანხმდებოდა და გარკვეული ქონებაც დააგროვა. ქალმა შოუ-ბიზნესის სამყაროშიც შეაბიჯა და სასარგებლო ნაცნობობაც დაამყარა ამ წრის წარმომადგენლებთან, რისი წყალობითაც მალე ლონდონის ერთ-ერთ პრესტიჟულ კლუბში ადმინისტრატორადაც დაიწყო მუშაობს და კარგ ანაზღაურებასაც იღებდა.imageთითქოს ყველაფერი კარგად იყო და პრობლემებს მხოოდ ძალითღა თუ გამოჩხრეკდა, და პრობლემა მართლაც გამოჩნდა მსმელი დანტისტის სახით. ჯორჯი ქალის მეორე შეცდომა იყო. მათმა ქორწინებამ მხოლოდ ერთ წელს გასტანა და რუთს ქალიშვილი შეეძინა.


შემდეგ იყო რამდენიმე უმნიშვნელო რომანი. მარტოხელა და ორშვილიანი დედა არც თუ ისე სასურველი საპატარძლო იყო ლონდონის ბოჰემურ წრეში, მაგრამ რუთი იმედს არ კარგავდა, რომ თავის ბედნიერებას მაინც იპოვიდა.

არისტოკრატი, ფლეიბოი და ავტომრბოლელი დევიდი რუთზე ახალგაზრდა იყო, მაგრამ მაინც მოახერხა ქალისთვის თავბრუს დახვევა.

დევიდს საცოლე ჰყავდა და საქმე ქორწილამდეც კი იყო მისული, მაგრამ რუთს ეს სულ არ ანაღვლებდა. ყოფილმა მოდელმა მოახერხა და საცოლეს დევიდი წაართვა. მათ ერთად ცხოვრება დაიწყეს.

რუთის ახალი სიყვარულიც არ განსხვავდებოდა სხვებისგან. სვამდა და ჩხუბისთავი იყო. ბლეიკლის სისუსტე ქალების გარდა აზარტული თამაშებიც იყო და არც სამსახურისთვის იკლავდა თავს.

imageდევიდის გამუდმებული სმა და ღალატი რუთზე ცუდად მოქმედებდა. ქალმა ჯერ ანტიდეპრესანტების, შემდეგ კი ალკოჰოლის მიღება დაიწყო. ამ რთულ მომენტში მის ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც მართლა შეეძლო ყველაფერი უკეთესობისკენ შეეცვალა. მსხვილი ბიზნესმენი დესმონდ კასენი დიდი ხანია რუთზე იყო შეყვარებული და მთელი ძალებით ცდილობდა ქალს დახმარებოდა.

მაგრამ კასენს რუთის გაბედნიერება არ შეეძლო. ამ ტრაგიკულ ისტორიაში მას სულ სხვა როლი აქვს. ერთხელ რუთმა თაყვანისმცემელს რევოლვერი სთხოვა. კაცმა ეს თხოვნა შეუსრულა. მაგრამ დღემდე გაუგებარია, რა მიზანი ამოძრავებდა მას. მისცე რევოლვერი ტაბლეტებით გაჭყეპილ 28 წლის დეპრესიულ ქალს-ყველა შესაძლო იდეადან უარესი იყო.

1955 წლის აღდგომის დღეებში მორიგი დრამა გათამაშდა. ახალგაზრდა საყვარელი რუთს დაპირდა, რომ ბავშვებთან ერთად ქალაქგარეთ გაიყვანდა, მაგრამ უკვალოდ გაქრა. როგორც ჩანს, ეს უკანასკნელი წვეთი იყო რუთისთვის.

განრისხებულმა ქალმა დევიდის ავტომობილი ნამსხვრევებად აქცია და ლამის ჩ ამოიღო იმ სახლის კარი, სადაც მისი საყვარელი იმალებოდა, შემდეგ კი დევიდის ყველა ნივთი გაანადგურა.

imageდესმონდ კასენი და რუთ ელისი

ბლეიკლიმ რუთთან დაბრუნებაზე უარი განაცხადა და ქალმა უკიდურეს ზომას მიმართა. რამდენიმე დღის შემდეგ, 1955 წლის 10 აპრილს, მან კასენს სთხოვა კლუბ “მაგდალაში" წაეყვანა, სადაც დევიდს მეგობრებთან ერთად დროსტარება უყვარდა. ქალს ჩანთაში სმიტ-ვესონის 38 კალიბრიანი დატენილი რევოლვერი ედო.

ელისმა კასენი სახლში გაგაზავნა, თავად კი გამოსასვლელთან უცდიდა ყოფილ ს აყვარელს. როცა ბლეიკლი ქუჩაში გამოვიდა, ქალმა ყველა ტყვია ესროლა. დევიდი ადგილზე გარდაიცვალა. რუთმა კი გამვლელებს პოლიციის გამოძახება სთხოვა და გვამთან მშვიდად იცდიდა.

პაბთან მომხდარი მკვლელობა ნამდვილ სენსაციად იქცა. ამ ამბავში ყველაფერი იყო, რაც მკითხველს ააღელვებდა: ქერა ლამაზმანი, მგზნებარე სიყვარული, და მკვლელობა.imageმე-20 საუკუნის 50-იან წლებში დიდ ბრიტანეთში წინასწარგანზრახვით მკვლელობა სიკვდილით ისჯებოდა, უფრო კონკრეტულად კი-ჩამოხრჩობით. როცა სასამართლოში რუთს ჰკითხეს, იცოდა თუ არა რა სასჯელი ელოდა, მან მშვიდად უპასუხა: “სიცოცხლე სიცოცხლის წილ. განა ეს სამართლიანი არაა?"

რუთის ადვოკატი ცდილობა მოსამართლე დაერწმუნებინა, რომ ქალმა მკვლელობა აფექტის დროს ჩაიდინა, მაგრამ ექს-მოდელი თითქოს ეშაფოტზე ასვლას ლამობდა. მან განაცხადა, რომ წინასწარ დაგეგმა დევიდის მკვლელობა და ამისთვის მივიდა პაბთან.

დარბაზში მყოფნი იცრემლებოდნენ. ვერავის წარმოედგინა, რომ 28 წლის ლამაზმანი და ორი შვილის დედა სიცოცხლისთვის არ იბრძოლებდა. მას სიტყვა არ დასცდენია იმ მამაკაცზე, რომელმაც რევოლვერი მისცა და სროლა ასწავლა. დესმონდის შესახებ მხოლოდ სასიკვდილო განაჩენის გამოტანის შემდეგ გაუმხილა თავის ადვოკატს.imageრუთი სიკვდილით 1955 წლის 13 ივლისს დასაჯეს. ამ დღეს ჰოლოუეის ციხესთან უამრავი ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც განაჩენის შემსუბუქებას ითხოვდნენ. ამის მიუხედავად განაჩენი აღსრულდა. რუთი უკანასკნელი ქალი იყო, რომელიც დიდ ბრიტანეთში სიკვდილით დასაჯეს.

1969 წელს ქვეყანაში სიკვდილით დასჯა გაუქმდა.

0
1911
3-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
1911
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0