x
image
გემი დალანდი
,,მიწისქვეშეთის ბავშვები" ანუ როგორ დავზოგოთ ფული მშენებლობაზე
ჩინეთი-მსოფლიო ეკონომიკის ერთერთი ლიდერია, თუმცა ეს მას ხელს არ უშლის იმაში, რომ გაჭირვებულთა ასმილიონიანი არმია ჰყავდეს. ბევრ ჩინელს არ აქვს ფული, რომ სახლი შეიძინოს ან ააშენოს და იძულებულნი არიან არასტანდარტული გადაწყვეტილებები მიიღონ, როგორც მაგალითად მიწისქვეშა სოფლის მაცხოვრებლებმა, რომელთაც მთელ ქვეყანაში შეხვდებით.

imageსტატისტიკის თანახმად, ჩინეთის მოსახლეობის 30% გამოქვაბულში, მიწურსა თუ სხვა უჩვეულო ნაგებობაში ცხოვრობს. როცა მიწისქვეშა საცხოვრებელზე ჩამოვარდება სიტყვა, ბევრს თვალწინ წარმოუდგება ბნელი, ნესტიანი და დახავსებული კედლები და ჭერი და მიწის იატაკი.

თუმცა, ჩინური მიწისქვეშა სოფლები ამ წარმოდგენებისგან შორსაა. მართალია სახლებში არც ისეთი სიმშრალეა, მაგრამ მის ბინადრებს თანამედროვე კომუნიკაციები აქვთ-წყალმომარაგება, კანალიზაცია და გათბობაც კი.

imageასეთი ნაგებობების აშენების მთავარი მიზანია სამშენებლო მატერიალების დაზოგვა. ამ სახლებს გარე კედლები და სახურავები არ აქვთ. მიწის ქვემოთ მდებარეობა კი სითბოიზოლაციის კარგი საშუალებაა. თუმცა ამ სახლების დიდი უპირატესობა ისაა, რომ ფორმალურად ისინი არ არსებობენ და მათ პატრონებს გარკვეული გადასახადების გადახდა არ უწევთ.


imageასეთი ტიპის სახლები ჩინეთის ყველა პროვინციაში შეგიძლიათ ნახოთ. ერთერთი უმსხვილესი დასახლებაა პეკინის სიახლოვეს, სადაც მიწის ქვეშ დაახლოებით 188 ოჯახი ცხოვრობს და კომპლექსის მფლობელს თვეში 300-დან 1000 იუანამდე უხდიან.imageimageყველაზე ძველი, 400 წლის მიწისქვეშა სოფელი ქვეყნის ჩრდილოეთ მხარესაა. ცხოვრება აქ რადიკალურად განსხვავებულია იმ მიწისქვეშა სოფლისგან, რომელიც პეკინის სიახლოვეს მდებარეობს. აქ მცხოვრები ადამიანების დღიური შემოსავალი ზოგჯერ 1 დოლარსაც კი არ აღემატება.imageimageimageამ სოფელში მცხოვრები ადამიანების უმრავლესობა ხანდაზმულია და სხვა ცხოვრება თვალით არ უნახავთ. ისინი უბრალო გლეხურ ცხოვრებას ეწევიან.imageჩინეთის ხელისუფლებაში კარგად იციან მსგავსი არალეგალური დასახლებების შესახებ, მაგრამ როგორც ჩანს, ამ პრობლემის გადასაჭრელად ჯერ მზად არ არიან.







0
109
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
109
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0