x
image
ქეთი გაბინაშვილი
თქვენ ვერასოდეს იქნებით უმრავლესობა!

ქეთი გაბინაშვილი
კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, რელიგიური თუ სხვა შეხედულებებისა, მაგრამ თქვენ ცრუობთ, როცა ადამიანის უფლებებით მანიპულირებთ! შერჩევითი სამართალი კანონდარღვევაზე უარესია. თქვენთვის ადამიანების ჩაგვრა, მკვლელობა, გაუპატიურება სტატისტიკაა, საგანგაშო კანონდარღვევა მხოლოდ მაშინ ხდება, თუ ეს განსხვავებული ორიენტაციის ადამიანს ეხება. მათ უფლებებს იცავთ და გავიწყდებათ საქართველოს მოსახლეობის 87%-ის უფლებები! ქართველების უდიდესი ნაწილი ქრისტიანია. ჩვენს რელიგიაში კი მამათმავლობა უპატიებელი ცოდვაა. ღმერთმა ადამიანებს შური და ბოროტება გვაპატია, გვაპატია ომები და მკვლელობები, იესო ქრისტეს ჯვარზე გაკვრაც გვაპატია, მხოლოდ მამათმავლობის ცოდვის გამო დაატეხა კაცობრიობას სოდომი და გომორი და როგორ ფიქრობთ, როცა სოდომის ცოდვის დაკანონებას ითხოვთ, ამით ჩვენი, ქრისტიანების უფლებები არ ირღვევა?! რატომ არ ვსაუბრობთ იმ ბავშვების უფლებებზე, რომელთაც ვაიძულებთ დაიჯერონ, რომ ნოდარისა და გივის სიყვარული წმინდაა, ან ნათელასა და მაყვალას შეუძლიათ ოჯახის შექმნა? რელიგიას რომ თავი დავანებოთ, ეს სამყაროს კანონზომიერების დარღვევაა - გავანადგურებთ საკუთარ თავს თუ შევწვეტთ გამრავლებას!

განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები, ყველა დროში იყვნენ, არიან დღეს და იარსებებს მომავალშიც. მათ შორის იყვნენ გამორჩეული საზოგადო მოღვაწეები, ხელოვანები, სპორტსმენები... აქვთ უფლება მოქალაქეობის, განათლების, საკუთრების უფლების ქონის, მემკვიდრეობის, მუშაობის, მოგზაურობის... ისინი ჩვენს შორის ცხოვრობენ და მათ სახელმწიფო იცავს, იცავს კანონი. მაგრამ... საქართველომ გაუძლო არაბების ურდოებს, გაუძლო მურვან ყრუებს, აღა მაჰმად ხანებს, გაუძლო ბიზანტიას, უძლებს რუსეთს... ამ ქვეყანას კრწანისი და ბასიანი აქვს გამოვლილი, დიდგორიდან მოვდივართ და ნებისმიერი ძალისხმევისა და გრანტების მიუხედავად, ეს მუდამ დარჩება ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის, თამარის, ილიას სამშობლოდ, იქ, სადაც სვეტიცხოველი დგას, სადაც უფლის კვართია დაბრძანებული, სადაც ყოველი გოჯი მიწის წმინდანების სისხლითაა მორწყული, თქვენ ვერასოდეს იქნებით უმრავლესობაში, არასოდეს დაუშვებს ქართველი ხალხი მესამე სქესის აღიარების. არავითარი გაერთიანება, ევროკავშირი, ამერიკა, ნატო... ვერაფერი იძულებს ქართველს კაცს, საკუთარი ვაჟი გაათხოვოს და ეს ნორმად მიიღოს! ფრთხილად, როცა საკუთარი უფლებების დაცვას ითხოვთ, თორემ ცოტა გვიკლია ქვეყნის 87%-ს საკუთარი უფლებების დაცვა არ დავიწყოთ და აღარ მინდა გაგახსენოთ, გაბრაზებული ქართველების ამბავი - ისტორიას გადახედეთ!

ქეთი გაბინაშვილი


2
164
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი გაბინაშვილი
ქეთი გაბინაშვილი
164
  
ვისურვებდი ძალიან, ძალიან -თქვენნაირი გოგოები და ქალები მრავლად ჰყავდეს ჩვენს ქვეყანას !!!
0 1 2