x
მეტი
  • 22.11.2019
  • სტატია:96758
  • ვიდეო:343746
  • სურათი:458655
რატომ გადადის ეროვნება ებრაელებში დედის მხრიდან

image


ებრაელები - უნიკალური ხალხია, და ის რომ სხვა ერებისგან განსხვავებით, მათ ეროვნება არა მამის, არამედ დედის ხაზით გადაეცემათ, სწორედ ამაზეც მეტყველებს. თუ რა მიზეზით ხდება ასე, ზუსტი პასუხი არავის აქვს, თუმცა ამ უცნაურ თავისებურებას ახსნის რამდენიმე ვერსია აქვს, რომელსაც ქვემოთ განვიხილავთ.


რას ამბობს თორა


image


თორა ებრაელებს შერეულ ქორწინებას პირდაპირ უკრძალავს - ეს აკრძალვა იმით აიხსნება, რომ არაებრაელ ქალს შვილის სწორ გზაზე დაყენება არ შეუძლია: ითვლებოდა, რომ თუკი დედა "სხვა" ეროვნების იყო, ავტომატურად შვილიც ებრაელი ვერ იქნებოდა, ვინაიდან მისი პიროვნების ჩამოყალიბებაში გავლენას სწორედ დედა ახდენდა. იუდაიზმის სუფთა სახით შესანარჩუნებლად ებრაელად, იმ ადამიანის აღიარება იკრძალებოდა, ვისი დედაც არაებრაელი იყო. უფრო მეტიც, სხვა ეროვნების ქალზე ქორწინება ღმერთის წინაშე დანაშაულად ითვლებოდა. შექმნილი მდგომარეობიდან მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი არსებობდა - უცხო ტომიდან წამოსულ ქალს რელიგიური ვალდებულება უნდა მიეღო, რის შემდეგაც, ის და მის მიერ გაჩენილი ბავშვი ებრაელად იწოდებოდა.


ალტერნატიული ვერსია


image


ალტერნატიულ ვერსიად ქალების მიმართ ძველი ებრაელი მამაკაცების უნდობლობა სახელდებოდა, ვინაიდან ბავშვის მამობაზე 100 % გარანტია (თუნდაც, ქორწინებაში დაბადებულს) არცერთ მამაკაცს არ ჰქონდა. მცირედი რისკი იმისა, რომ შეიძლებოდა ბავშვის მამა სხვა კაცი ყოფილიყო ყოველთვის არსებობდა. მამის "საეჭვო" ვინაობისგან განსხვავებით, დედა ყოველთვის "ცნობილი" იყო. ამიტომ, მამის ეროვნების მიუხედავად, მხოლოდ ებრაელი ქალისგან შობილი ბავშვი, ითვლებოდა ებრაელად.



0
1656
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
1656